x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ნაკლებად ცნობილი ფაქტები მწერლების შესახებ.

image


1. უილიამ შექსპირი დაიბადა და გარდაიცვალა ერთსა და მავე დღეს ( საბედნიეროდ სხვადასხვა წელს) _ 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა და 52 წლის შემდეგ, იმავე დღეს გარდაიცვალა.

image


2. შექსპირთან ერთად იმავე დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი დიდი მწერალი _ მიგელ დე სერვანტეს საავედრა. „დონ კიხოტი“-ს ავტორი 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა.
image


3. თანამედროვენი ამტკიცებდნენ, რომ შექსპირი თითქოს ბრაკონიერობით იყო გატაცებული _ ნადირობდა ირმებზე სერ თომას ლუისის სამფლობელოში ყოველგვარი ნებართვის გარეშე.


4. დიდი პოეტი ლორდ ბაირონი იყო კოჭლი, სიმსუქნისკენ მიდრეკილი და ქალების დიდი მოტრფიალე _ ერთი წლის მანძილზე ვენეციაში, ჭორების თანახმად, კოჭლმა და მსუქანმა, 250 ქალბატონი გააბედნიერა.
image
5. ბაირონი ფლობდა საოცარ პირად კოლექციას _საყვარელი ქალის ბოქვენიდან მოჭრილ თმებს. თმები ( ან, შეიძლება კულული) ინახებოდა კონვერტში, რომელზეც რომანტიულად ეწერა პატრონის სახელი. ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ პოეტის ამ კრებულით დატკბობა ( თუ ეს სიტყვა აქ უადგილო არაა) შესაძლებელი იყო ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, რის შემდეგაც მათი კვალი ქრება.



6. და კიდევ, დიდ პოეტს უყვარდა ბიჭებთან დროის გატარება, მათ შორის არასრულწლოვანებთან. კომენტარსაც არ გავაკეთებთ! არამზადას 250 ქალბატონი არ ჰყოფნიდა!

7. კიდევ ცოტა რამ ბაირონზე - მას ძალიან უყვარდა ცხოველები. საბედნიეროდ, არა იმ გაგებით, რაც შეიძლება თქვენ გაიფიქრეთ ზემოთ წაკითხულის გამო. რომანტიკოსი პოეტი პატარა ცხოველებს პლატონურად ეთაყვანებოდა და ზოოპარკიც კი ჰქონდა, სადაც ცხოვრობდნენ თახვები, მაიმუნები, ცხენები, თუთიყუშები, ნიანგები და მრავალი სხვა ცხოველი.


8. ჩარლზ დიკენსს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. როდესაც მისი მამა ვალების გამო ციხეში ჩასვეს, პატარა ჩარლი სამუშაოდ გააგზავნეს... არა შოკოლადის ფაბრიკაში, არამედ ფაბრიკაში, სადაც ტყავის ფეხსაცმელების საწმენდ შავ საცხს ამზადებდნენ. ის იქ დილიდან საღამომდე იარლიყებს აკრავდა ქილებზე. ცუდი სამუშაო არაა, იტყვით თქვენ. აი წაროიდგინეთ, დილიდან საღამომდე აკრა იარლიყები იმის მაგივრად, რომ ითამაშო ფეხბურთი ბავშვებთან ერთად და მიხვდებით, თუ რატომ გამოუვიდა დიკენსს უბედური ობლების სახეები ასეთი დამაჯერებელი.
image

9. 1857 წელს დიკენსს ესტუმრა ჰანს ქრისტიან ანდერსენი. ეს ანეკდოტი არ გეგონოთ, ეს თვით ცხოვრებაა! ანდერსენმა და დიკენსმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 1847 წელს გაიცნეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ ერთმანეთისგან, და აი, ათი წლის შემდეგ დანიელმა გადაწყვიტა ესარგებლა მიწვევით. უბედურება იმაშია, რომ დიკენსის ცხოვრებაში ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა და გართულდა - ის არ იყო მზად ანდერსენის მისაღებად, რომელმაც მასთან თითქმის ხუთი კვირა იცხოვრა!
„ის არც ერთ ენას არ ფლობს, თავისი დანიურის გარდა, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ისიც არ იცის“ - ასე ახასითებდა მეგობრებთან დიკენსი თავის სტუმარს.მუდმივი დაცინვის სამიზნე გახდა ანდერსენი, ხოლო როდესაც უკან გაემგზავრა, დიკენსის მამამ მის ოთახში ასეთი ჩანაწერი დატოვა: „ჰანს ანდერსენს ამ ოთახში ხუთი კვირა ეძინა, რაც ჩვენს ოჯახს წლებად მოეჩვენა“. და თქვენ კიდევ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ წერდა ანდერსენი ასეთ სევდიან ზღაპრებს?
image


10. და კიდევ, დიკენსი ჰიპნოზით იყო გატაცებული, როგორც იმ დროს ამბობდნენ მესმერიზმით.


11. დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გართობა იყო პარიზის მორგის დალაშქრვა, სადაც ამოუცნობი ადამიანების გვამების გამოფენა-დათვალიერება
ხდებოდა.


12. ოსკარ უაილდი დიკენსის თხზულებებს სერიოზულად არ აღიქვამდა და ნებისმიერი მიზეზით დასცინოდა მას. ზოგადად, ჩარლზ დიკენსის თანამედროვე კრიტიკოსები უსასრულოდ მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ის ვერასოდეს ვერ შევიდოდა ბრიტანეთის საუკეთესო მწერლების სიაში.


13. მაგრამ დიკენსი უსაზღვროდ უყვარდათ უბრალო მკითხველებს - 1841 წელს ნიუ-იორკის ნავსადგურში, სადაც "The Old Curiosity Shop"-ის ფინალური თავების
გაგრძელება უნდა ჩამოეტანათ, 6 ათასი ადამიანი შეიკრიბა, და ყველა ეძახდა თბომავლის მგზავრებს: „პატარა ნელი მოკდება?“


14. დიკენსს არ შეეძლო მუშაობა, თუ მის კაბინეტში მაგიდები და სკამები ისე
არ იდო, როგორც საჭირო იყო. საჭირო როგორ იყო, მხოლოდ მან იცოდა - და მუშაობას ყოველთვის ავეჯის გადაადგილებით იწყებდა.


15. ჩარლზ დიკენსს იმდენად არ უყვარდა ძეგლები და მონუმენტები, რომ ანდერძში უმკაცრესად აკძალა მისთვის მათი აღმართვა. ბრინჯაოს ერთადერთი ძეგლი ფილადელფიაშია დადგმული. სხვათა შორის თავდაპირველად მწერლის ოჯახმა
ძეგლი უარყო.


16. ამერიკელმა მწერალმა ო. ჰენრიმ თავისი კარიერა ციხეში დაიწყო, სადაც ის გაფლანგვის გამო მოხვდა. ისეთი წარმატებული აღმოჩნდა მისი საქმე, რომ ციხის თემა ყველამ დაივიწყა.
image


17. ერნესტ ჰემინგუეი იყო ალკოჰოლიკი და თვითმკვლელი, რის შესახებაც ყველამ იცის. კიდევ მას ჰქონდა პეირაფობია ( საჯარო გამოსვლების შიში), ამის გარდა, მას არასოდეს არ ჯეროდა თავისი ყველაზე ერთგული მკითხველის და თაყვანისმცემლების საქებარი სიტყვების გულწრფელობის. მეგობრებისაც კი - არ ეჯერა და მორჩა!
image


18. ჰემინგუეიმ ხუთი ომი, ორი საჰაერო და ოთხი ავტო კატასროფა გადაიტანა. კიდევ, ბავშვობაში მას დედა აიძულებდა სკოლაში ცეკვაზე ევლო. დროთა განმავლობაში კი ის საკუთარ თავს „მამად“ იხსენიებდა.


19. იგივე ჰემინგუეი ხშირად მსჯელობდა იმის თაობაზე, რომ მას გამოძიების ფედერალური ბიურო უთვალთვალებს. თანამოსაუბრეები ფარულად იღიმებობდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ „მამა“ მართალი იყო _ გამჟღავნებული საიდუმლო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ თვალთვალი ნამდვილი იყო, და არა პარანოია.


20. ისტორიაში სიტყვა „გეი“ ლიტერატურაში პირველად გამოიყენა გერტრუდა სტაინმა -ლესბოსელმა მწერალმა ქალმა, რომელიც ვერ იტანდა სასვენ ნიშნებს და რომელმაც მისცა მსოფლიოს ტერმინი „დაკარგული თაობა“.
image


21. ოსკარ უაილდს- როგორც ერნესტ ჰემინგუეის - ბავშვობაში დიდი ხნის მანძილზე აცმევდნენ გოგოს კაბებეს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში ეს ცუდად დამთავრდა.


22. გერტრუდა სტაინის ყველაზე ცნობილი ციტატა „Rose is a rose is a rose is a rose“ -


23. ონორე დე ბალზაკი აღმერთებდა ყავას - ერთ დღეში ის დაახლოებით 50 ფინჯან მაგარ თურქულ ყავას მიირთმევდა. იმ შემთხვევაში, თუ მოდუღების საშუალება არ იყო, ის უბრალოდ ყავის მარცვლებს იყრიდა პირში და ღეჭავდა უდიდესი სიამოვნებით.
image

24. ბალზაკი თვლიდა, რომ ეაკულაცია - შემოქმედებითი ენერგიის გაფლანგვაა, რადგან თესლი ტვინის სუბსტანციაა. ერთხელ, მეგობარ ქალთან წარმატებული საუბრის შემდეგ, მწერალმა მწარედ წამოიძახა: „ დღეს დილით მე რომანი დავკარგე!“


25. ედგარ ალან პოს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიბნელის. ამ შიშის წარმოშობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იყო ის, რომ ბავშვობაში მომავალი მწერალი სწავლობდა... სასაფლაოზე. სკოლა, სადაც ბიჭი სწავლობდა ისეთი ღარიბი იყო, რომ ბავშვებისთვის
სახელმძღვანელოებს ვერ ყიდულობდნენ. მათემატიკის გონებამახვილი მასწავლებელი გაკვეთილებს უახლოეს სასაფლაოზე ატარებდა საფლავებს შორის. ყოველი მოსწავლე ირჩევდა საფლავის ქვას და დაბადების და გარდაცვალების წლების მიხედვით ითვლიდა, რამდენი წელი იცოცხლა აწ გარდაცვლილმა. ამიტომ, გასაკვირიც აღარაა, რომ ის გაიზარდა და გახდა ის, რაც არის -საშინელებათა მსოფლიო ლიტერატურის ფუძემდებელი.
image


26. ყველა დროის საუკეთესო ფსიქოლოგიურ მწერლად უნდა ვაღიაროთ ლუის კეროლი, მორიდებული ბრიტანელი მათემატიკოსი, ალისაზე შექმნილი
ზღაპრის ავტორი. მისი ნაწარმოები შთააგონებდა ბიტლზს, ჯეფერსონ ეირპლეინს, ტიმ ბარტონს და სხვებს.

image


27. ლუის კეროლის ნამდვილი სახელია - ჩარლზ ლიუტვიჯ დოდჯსონი. ის იყო ეკლესიის დიაკონი, და პირად დღიურებში კეროლი მუდმივად ინანიებდა რაღაც ცოდვას. სხვათა შორის, ეს ფურცლები განადგურებული იქნა მწერლის ოჯახის
წევრების მიერ. მკვლევართა ნაწილი სერიოზულად თვლის, რომ სწორედ კეროლი იყო ის ჯეკი - გამომფატრველი, რომელიც როგორც ცნობილია ვერ იპოვეს.


28. კეროლი იტანჯებოდა ჭაობის ციებცხელებით, ცისტიტით, ეკზემით, ართრიტით, პლევრიტით, რევმატიზმით, უძილობით და კიდევ სხვა დაავადებებით. ამის გარდა მას მუდმივად - და ძალიან ძლიერად - ტკიოდა თავი.


29. „ალისა“- ს ავტორი ტექნიკური პროგრესის უცნაური თაყვანისმცემელი იყო, და თვითონ გამოიგონა სამბორბლიანი ველოსიპედი, სახელების და თარიღების დასამახსოვრებელი მნემონიური სისტემა, ელექტრონული კალამი, და სწორედ მან მოიფიქრა წიგნის სახელწოდების დაწერა მის ყუაზე და შექმნა ყველასთვის საყვარელი თამაშის, სკრებლის პროტოტიპი.


30. ფრანკ კაფკა იყო ყასაბის შვილიშვილი და მკაცრი ვეგეტარიანელი.
image


31. დიდი ამერიკელი პოეტი უოლტ უიმენი მიეკუთვნებოდა გარკვეულ სექსუალურ ორიენტაციას. აღფრთოვანებული იყო აბრაამ ლინკოლნით, რომელსაც მიუძღვნა ლექსი „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!“. ერთხელ უიტმენი შეხვდა მეგობარ გეი-ხატს _ ირლანდიელ ოსკარ უაილდს, რომელსაც არ უყვარდა ჩარლზ დიკენსი ( რომელსაც თავის მხრივ არ უყვარდა ანდერსენი...). უილდმა უიტმენს აუწყა, რომ აღმერთებს „ბალახის ფოთლებს“, რომელსაც დედა ხშირად უკითხავდა ბავშვობაში, რის
შემდეგაც უიტმენმა პიდაპირ ტუჩებში აკოცა „შესანიშნავ, ზორბა და სიმპატიურ ყმაწვილს“. „მე კიდევ ვგრძნობ ჩემს ტუჩებზე უიტმენის კოცნას“, - უზიარებდა მეგობრებს „დორიან გრეის პორტრეტი“-ს ავტორი. ბრრ!


32. მარკ ტვენი - სემუელ ლენგხორნ კლემენსის ლიტერატურული ფსევდონიმია. ამის გარდა, ტვენს კიდევ ჰქონდა ფსევდონიმები მაწანწალა, ჯოში, თომას ჯეფერსონ სნოდგრასი, სერჟანტი ფატომი და უ. ეპამინონდას ადრასტუს ბლაბი. სხვათა შორის, „მარკ ტვენი“ - ნავიგაციის ტერმინოლოგიიდანაა და ნიშნავს „გაზომე ორი“ ზღვის საჟენი: სწორეს ასე აღნიშნავდნენ ნავიგაციისთვის გამოსადექ მინიმალურ სიღმეს.
image


33. მარკ ტვენი მეგობრობდა თავისი დროის ყველაზე საოცარ ადამიანთან - გამომგონებელ ნიკოლო ტესლასთან. მწერალმა თავადაც დააპატენტა რამოდენიმე გამოგონება.


34. ტვენი აღმერთებდა კატებს და ეზიზრებოდა ბავშვები (მეფე იროდისთვის სურდა ძეგლის დადგმა). ერთხელ დიდმა მწერალმა განაცხადა: „ადამიანის შეჯვარება შესაძლებელი რომ ყოფილიყო კატასტან, ადამიანის ჯიშს ეს მხოლოდ წაადგებოდა, ხოლო კატა - ნამდვილად გაუარესდებოდა“.


35. ტვენი თავგადადებული მწეველი იყო (სწორედ მას ეკუთვნის ავტორობა ფრაზისა: „მოწევის გადაგდებაზე ადვილი არაფერია. მე ხომ ეს ვიცი, ათასჯერ მაქვს ეს გაკეთებული“). მან მოწევა დაიწყო რვა წლის ასაკში და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ოციდან ორმოც ღერამდე სიგარეტს. მწერალი ირჩევდა ყველაზე მყრალ და იაფ სიგარეტებს.


36. ტრილოგიის „ბეჭდების მბრძანებელი“-ს ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკიენი ძალიან ცუდი მძღოლი იყო, ისე ხვრინავდა, რომ იძულებული იყო აბაზანაში დაეძინა, მეუღლე რომ არ გაეღვიძებია, და იყო საშინელი ფრანგოფობომი - ვერ იტანდა ფრანგებს .


37. ქორწილის პირველ ღამეს 34 წლის ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოიმ 18 წლის სოფიო ბერსი აიძულა დღიურში წაეკითხა ის ჩანაწერები, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი მისი ამურული თავგადასავლები სხვადასხვა ქალებთან,
მათ შორის- გლეხის ქალებთანაც. ტოლსტოის სურდა, რომ მას და მეუღლეს შორის არავითარი საიდუმლო არ ყოფილიყო.


38. აგატა კრისტი დისგრაფიით იტანჯებოდა- პაქტიკულად ხელით წერა არ შეეძლო. ყველა მისი ცნობილი რომანი კარნახით იყო ჩაწერილი.


39. ჩეხოვი ბორდელებში გასეირნების დიდი მოყვარული იყო - და უცხო ქალაქში ყოფნისას, პირველ რიგში მას ამ კუთხით ეცნობოდა.


40. ჯეიმს ჯოისს ყველაზე ძალიან ამ ქვეყნად ეშინოდა ძაღლების და ჭექა-ქუხილის, ვერ იტანდა ძეგლებს და იყო მაზოხისტი.

41. როდესაც სიბერში ტოლსტოი სახლიდან წავიდა, რეპორტიორების დიდი ნაწილი უკან დაედევნა, და მხოლოდ ერთი, ყველაზე მიხვედრილი ჟურკა ჩავიდა „იასნაია პოლიანაში“ - რათა გაეგო, როგორ არის სოფია ანდრეევნა. მალე რედაქციაში ტელეგრამა მივიდა: „სახეშეშლილი გრაფინია ტბისკენ გარბის“. ასე აღწერა რეპორტიორმა
სოფია ანდრეევნას თავის დახრჩობის მცდელობის სცენა. შედეგად ფრაზა აიტაცა ორმა სრულიად სხვა მწერალმა -ილია ილფმა და ევგენი პეტროვმა, თავისი ბრწყინვალე გმირის ოსტაპ ბენდერისთვის.


42. უილიამ ფოლკნერი რამდენიმე წელი მუშაობდა ფოსტალიონად, სანამ არ გაირკვა, რომ ის ხშირად მისატან წერილებს ნაგვის ყუთში ყრიდა.


43. ჯეკ ლონდონი სოციალისტი იყო, და ამასთანავე, ისტორიაში პირველი მწერალი, რომელმაც თავისი შრომით მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


44. არტურ კონან დოილი, შერლოკ ჰოლმსის გამომგონებელი, იყო ოკულტისტი და ჯეროდა პატარა ფრთიანი ფერიების არსებობა.


45. ჟან-პოლ სარტრი ცდებს ატარებდა გონების გამაფართოებელ ნივთიერებებზე და ყველანაირად ეხმარებოდა ტერორისტებს. შესაძლოა პირველო როგორღაც დაკავშირებული იყო მეორესთან.

2
1100
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1100
  
2017, 9 იანვარი, 17:46
კარგი სტატიაა და უფრო მეტ რეიტინგს იმსახურებს ვიდრე აქვს. :)
2017, 9 იანვარი, 9:42
ძალიან საინტერესო იყო
0 1 2