x
image
beko777
Mediator image
შესანიშნავი ექვსეულის კულტურული დესანტი გაერთიანებულ ემირატებში
image
მაშინ, როცა ქართული კულტურის და ხელოვნების მაქსიმალური დეგრადირება ფარულად და შეპარული გზებით ხორციელდება თავად საქართველოში, მაშინ როცა ქართული მუსიკა, ცეკვა და ზოგადად ქართული ხელოვნება, თავად საქართველოში აღარაა პრიორიტეტი, სასიამოვნოა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ზუსტადაც რომ ქართველები ეწევიან კულტურის და ხელოვნების მაქსიმალურ პროპაგანდას, - სწორედ მსგავსი სიტუაციაა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, სადაც ექვსი ულამაზესი ქართველი გოგონასგან შემდგარი ქართული ცეკვების ქორეოგრაფოიული ჯგუფი Terpsichore, დუბაიში Global Village-ში ცეკვავს და მათთვის პრიორიტეტი, ზუსტადაც რომ - ქართულია.


- ელენე გამხუაშვილი, ედიტ ჭკადუა, ჯუნა მერლანი, ილონა გოგუა, კრისტინა ჭკადუა და ნანიკო ცქიფურიშვილი, - ეს ის გოგონები არიან, რომლებმაც „სამაია“ და „მთიულური“ შეაყვარა არაბ მაყურებელს და მსმენელს და არა მარტო მათ, არამედ დუბაის ტურისტულ ბაზასაც, რომლებიც ეტრფიან ქართულ ცეკვებს და პროფესიონალების შეფასება, პროფესიონალი მაყურებლის როლიდან გამომდინარე, საკმაოდ დადებითად გამოსდით, ამ ყველაფრის თავი და თავი კი ულამაზესი ქართველი გოგონა, ჯგუფის და ღონისძიებების ხელმძღვანელი ელენე გამხუაშვილია, რომელიც სათავეში უდგას ამ და არამხოლოდ ამ კულტურულ დესანტს ამჯერად ემირატებში.
როგორც ჩვენთან საუბარში ელენემ გვითხრა, ის უახლოეს მომავალში 12 თვიან კონტრაქტს გააფორმებს დუბაიში და დამატებით 6 მოცეკვავეს წაიყვანს ემირატებში ჯგუფში სამუშაოდ, რაც დამატებითი სტიმული და შედეგის მომტანი იქნება რეალურად ქართული ხელოვნებსი პოპულარიზაციისთვის.


დუბაის მულტიპროფილური ცენტრი პავილიონს უთმობს ქართულ ეროვნულ ცეკვებს - Terpsichore პირველი ანსამბლია, რომელიც Global Village-ში საქართველოს სახელით წარსდგა. დუბაიმდე გოგონები ცეკვავდნენ თურქეთსა და გაერთიანებულ ემირატებში. სწორედ ემირატებში შესთავაზეს გოგონებს Global Village-ში ცეკვა და 6-თვიანი კონტრაქტი, რისი ამოწურვის მერეც მათზე 12 თვიანი კონტრაქტი გაფორმდება.


Global village-ის დაწესებულებაა, სადაც ნაჩვენებია მსოფლიოს ყველა კუთხის კულტურა, საქართველოს გარდა. გოგონები მაქსიმალურად აჩვენებენ იმ სიმდიდრეს, რაც ქართულ ცეკვას აქვს და ისინი ყველას უზიარებენ ამ სიმდიდრეს. ჯერ-ჯერობით ისინი ერთადერთები არიან, რომლებიც ქართულ ნაციონალურ დროშას აფრიალებენ ფონად, ცეკვის დროს და სასურველი იქნებოდა მეტი ხელშეწყობა ყოფილიყო შესანიშნავი ექვსეულისთვის საქართველოს მხრიდან, რადგან ისინი დამერწმუნეთ ბევრ პოლიტიკოსზე მეტ საქმეს აკეთებენ იდეალურად, იქ - უცხო ქვეყანაში.



გთავაზობთ გოგონების კლიპს, რომელიც Global Village-ის ოფიციალურ facebook გვერდზეც გამოქვეყნდა.

https://www.facebook.com/GlobalVillageAE/videos/1413442335342294/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=0&app_id=165907476854626&live_video_guests=0


image

image

image

image

image


0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0