სხვა 8 შოკისმომგვრელი პლაკატი, რომელიც ჩაგაფიქრებთ 2014, 16 სექტემბერი, 23:31 სოციალურ ქსელებში უამრავი საინტერესო, სარეკლამო პლაკატი ვრცელდება ხოლმე, მათ შორის უმეტესი - აზრიანია და რაღაცას ემსახურება, ძირითადად ეს ყველაფერი პოზიტივისკენაა ხოლმე მიმართული, მაგრამ მოიძებნება სოციალური ფორმატის სარეკლამო პლაკატები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან განსჯის საგანიც კი გამხდარა, წარმოგიდგენთ ასეთი პლაკატების 8 ერთეულს
1. LIKE არ არის შველა – ამ გზავნილით სინგაპურელმა კრისის რელიეფმა 2013 წელს კანის "ოქროს ლომი" მოიპოვა 2. კავშირი ძილსა და უბედურ შემთხვევებს შორის. - "არ მართო როცა გეძინება". ტაილანდი 2010 წელი. 3. პოსტერი, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. - "მოწევა თამბაქოსადმი მონობაა”. საფრანგეთი, 2010 წელი. 4. პოსტერი, რომელიც ნათელს ხდის ბავშვთა მიმართ ძალადობის საშინელებას. - “ხელები”, ესპანეთი 2009 წელი. 5. ბავშვთა მიმართ ძალადობას ეძღვნება აღნიშნული პოსტერიც. - “თქვენ შეიძლება დაკარგოთ მეტი ვიდრე მოთმინება”. პოლონეთი, 2009 წელი. 6. მანილაში, მიტოვებული ბავშვების მდგომარეობის ასახვისათვის ასეთი პოსტერი შექმნეს. - “გოჭი”, ფილიპინები, 2008 წელი. 7. პოსტერი, რომლის შექმნის მიზანი იყო ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ ცხოველებსაც ისევე სტკივათ და იტანჯებიან, როგორც ადამიანები. - “ღორი” და “წაულა”. გერმანია, 2010 წელი. 8. პოსტერი, რომელიც გვიჩვენებს, როგორი სახიფათო შეიძლება იყოს მანქანის მართვის დროს სხვა რამეზე ყურადღების გადატანა. - “იფიქრე ორივე მხარეზე”. რუსეთი, 2013 წელი. 415 1-ს მოსწონს
|