x
image
beko777
კულტურის სამინისტრომ კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო
imageროგორც იქნა, საქართველოს კულტურის სამინისტროში "ვიღაცამ" მაინც მოიფიქრა, რომ საქართველოს კულტურას თავის პოლიტიკა სჭირდება და ამ პოლიტიკას კი, თავის სტრატეგია... სტრატეგიას კი თავის მხრივ - პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უბრალოდ ამ ყველაფერს შეიმუშავებს.


გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ეს "ვიღაცა" - კულტურის მინისტრი (აწ უკვე აღარ-ახალი) მიშა გიორგაძე აღმოჩნდა, რომელიც ამ სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობს კონკრეტული მიმართულებით და ღირებული საერთაშორისო პროექტების მომარაგებით საქართველოს მოსახლეობისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც სახელმწიფო სამსახურში გადაიყვანეს - უკვე ქვეყნის კულტურის შიდა პოლიტიკაზე ზრუნვას მოჰკიდა ხელი!
ერთი ხელის მოსმით დიდი ხნის აშენებულის დანგრევაა შესაძლებელი, თორემ აშენებას წლები სჭირდება, მშენებლობას მუშები, მუშებს კიდევ - "პრარაბი", ჰოდა ზუსტად ამას გავს ეს ყველაფერი - სახელად - საქართველოს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, რომელზე მუშაობაც როგორც იქნა - დაიწყო!


სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა ბ-ნმა მიშა გიორგაძემ თავისი ბრიფინგი კულტურის სამინისტროში 11 თებერვალს, სადაც ჟურნალისტების წინაშე კიდევ ერთხელ დეტალურად ჩამოაყალიბა სათქმელი და ისიც დაანონსა, რომ მარტის თვის დასაწყისიდან რეგიონებში გასვლა დაიწყება უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით, ამ თემის საპიაროდ, რადგან საქართველოს კულტურა, სწორედაც რომ რეგიონებზე დგას... და გვიხარია, რომ სამინისტროში გამოჩნდა ადამიანი ვინც ჩვენს ამ 20 წლის ნალოლიავებ ხედვას ითვალისწინებს...


imageმაგრამ ჰოი საოცრებავ და ჰოი საკვირველებავ, სამინისტროს მხრიდან ღიად (!) გამოცხადებულმა მიწვევამ - ამ საქმეში ექსპერტები ვინც ხართ ხალხნო, ვისაც გიმუშავიათ და გესმით ეს საგანი, შემოგვიერთდით 12 თებერვლამდეო ... როგორც აღმოჩნდა ყური ნაკლებად თუ შეიბერტყა ვინმემ, ან იმდენად ცოტამ, რომ კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შექმნის ჯგუფის შესადგენად არასაკმარისი აღმოჩნდა მათი რიცხვი, ხოდა მინისტრმა თქვა - 20 თებერვლამდე შემოგვიერთდით, იქნებ უფრო მეტნი ვიყოთ და უკეთესი ხარისხით ვიმუშაოთ კონკრეტულ კულტურულ თემებზეო.



imageრათქმაუნდა პატარა ბიუროკრატიული გზები გასავლელი იქნება ჯგუფში მოსახვედრად (განაცხადის შევსება, დახასიათება, ბიოგრაფია, რეკომენდაციები და ა.შ.) მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით რამდენადაც საკითხია - გლობალური... პირადად მე თავის დროზე უკვე გავაკეთე აღნიშნული განაცხადი და სურვილი გამოვთქვი, უკეთესი ხარისხით მეკეთებინა ის საქმე, რასაც ბოლო 20 წელიწადია ერთგულად ვემასხურები - ქართული კულტურის პოლიტიკის შემუშავება და მიმართულებების პრიორიტეტული განსაზღვრა, - ვნახოთ... მოვხვდები თუ არა სამუშაო ჯგუფში და გამოადგება თუ არა ვინმეს რამეში ჩემი გამოცდილება, მოგვიანებით გაცნობებთ...


მანამდე კი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას რასაც ბოლო 20 წელია ვიმეორებ - ქვეყნის კულტურის პოლიტიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის ზოგადი განვითარება! შენებაზე და არა ნგრევაზე! მუშაობაზე და არა სიზარმაცეზე! ენთუზიაზმზე და არა გამორჩენაზე! საქმის კეთებაზე და არა ლაყაფზე! გამჭირვალობაზე და არა მიკერძოებაზე...


მე მითქვამს და აგერ თქვენ და აგერ ჩვენ ბატონებო...
პატივისცემით - ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0