რელიგია როდის დაიბადა იესო ქრისტე? 2017, 6 იანვარი, 21:14 ქრისტეშობა-უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).თუმცა ზუსტად როდის დაიბადა ქრისტე?ამაზე კვლევა-კამათი დღემდე გრძელდება. მცდელობამ დააზუსტონ ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი შესაბამის მოვლენებთან დაკავშირებით(იმპერატორების, მეფეების, კონსულების და ა.შ მართვის პერიოდი), მკველვარები ვერ მიიყვანა ერთ კონკრეტულ თარიღამდე.როგორც ჩანს, იესო დაიბადა 7-სა და 5 წელს შორის ჩ.წ.აღრიცხვამდე.თვითონ იესოს დაბადების დღე-25 დეკემბერი პირველად მოხსენიებულია ბერძენი ჟამთააღმწერლის იულიუს აფრიკანის მიერ 221 წელს.თანამედროვე მკვლევარები ქრისტეს დაბადებას ვარაუდობენ 12 წელს ჩ.წ. აღრიცხვამდე(ანუ როცა როცა ჩაიარა ჰალეის კომეტამ და სახარების მიხედვით "ბეთლემის ვარსკვლავი"უნდა ყოფილიყო.)და 7 წელს ჩ.წ.აღ-მდე, ამ წელს ჩატარდა საყოველთაო მოსახლეობის აღწერა.იესო 4 წელს ჩ.წ აღ-მდე რომ დაბადებულიყო ნაკლებად სავარაუდოა ორი მიზეზის გამო: პირველი-ევანგელურ წყაროების მიხედვით იესო დაიბადა ჰეროდე დიდის დროს, რომელიც ჩ.წ. აღ-მდე 4 წელს(სხვა წყაროებით 1 წელს) გარდაიცვალა. მეორე-თუ ავიღებთ გვიანდელ თარიღებს, ქადაგების და წამებისას ქრისტე უფრო ახალგაზრდა გამოდის ვიდრე მითითებულია. რაც შეეხება ქრისტეს დაბადების დღეს-25 დეკემბერს-როგორც მკვლევარი რობერტ დ.მაიერსი აღნიშნავს:"ბიბლიაში არაა მითითებული იესოს დაბადების თარიღი, თუმცა ლუკას სახარებაში ნათქვამია:"და იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით"(ლუკა2:8), რაც იმას მიუთითებს, რომ იესო დაიბადა ზაფხულში ან შემოდგომით, რადგან დეკემბერი იქ ძალიან ცივი და წვიმიანია.სავარაუდოდ მწყემსები ეძებდნენ თავშესაფარს ღამის გასათევად თავიანთი ფარასთვის."თუმცა თალმუდის თანახმად(იუდეველთა მოძღვრების წიგნი) მწყემსები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ ტაძრებს, ველად იყვნენ ხოლმე პასექის დღესასწაულამდეც(თებერვალში) 30 დღით ადრე, ამ დროს პალესტინაში უხვი წვიმებია, რაც მაიერსის მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს. სხვა ძველი საეკლესიო მწერლის, კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ, სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფები იესოს შობის დროსთან დაკავშირებით სხვადასხვა თარიღს (მაგ., 28 აგვისტოს, 20 მაისს, 21 მარტს, 21 აპრილს, 15 აპრილს) ასახელებდნენ. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს კლიმენტი არსად ახსენებს 25 დეკემბერს ( „სტრომატები“ 1.21.145). როდჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომი მაიკლ მოლნერი და კიდევ სხვა მეცნიერები თვლიან, ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილი, ანუ დღე, როდესაც მთვარემ იუპიტერი გადაფარა, იესო ქრისტეს დაბადების თარიღად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ეს ვერსია ბევრს არადამჯერებლად მიაჩნია, რადგან ახალი სტილით 7 აპრილი მარიამის ხარება იყო.თუ სახარების ტექსტს დავაკვირდებით აშკარაა, რომ იუპიტერის მთვარით გადაფარვა ის დღე უნდა ყოფილიყო, როდესაც მარიამი ელისაბედთან მივიდა და მუცლადღებულმა იოანე ნათლისმცემელმა, მუცლადღებული იესო ქრისტე შეიგრძნო. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ თანამედროვე ასტროლოგების გამოთვლებით იუპიტერი მთვარემ ახალი სტილით 17 აპრილს გადაფარა და მოგვებისათვის სწორედ ეს იყო სამყაროს მეფის დაბადების ნიშანი. გამოდის, რომ თანამედროვე მეცნიერებმა ქრისტეს დაბადების დასაბუთებულ თარიღს მიაკვლიეს: თუ იუპიტერის მთვარით გადაფარვას და მართლმადიდებლურ კალენდარს შევაჯერებთ ადვილად მივხვდებით, რომ ხარება მარიამისა იყო ძვ. წ. აღ. 6 წლის 7 აპრილს, ხარება ელისაბედისა და მოგვების მიერ ცისკრის ვარსკვლავის ხილვა იყო დაახლოებით 10 დღის შემდეგ - 17 აპრილს და ამ თარიღებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ქრისტეშობა: ძვ. წ. აღ. 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით) და ძველი სტილით - 6 წლის 25 დეკემბერს ყოფილა. თუ მაინც მეცნიერების კამათის მიუხედავად "„ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია“(ბრიტანული ენციკლოპედია), საიდან დადგინდა ქრისტეს შობად 25 დეკემბერი? არსებობს ორი ვერსია:პირველის ვერსიის მიხედვით ქრისტეს შობის თარიღი შეგნებულად დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულს. რომაელები სატურნალიის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 17-დან 23 დეკემბრის შუალედში, რომელიც იყო რომაული ღვთაების - სატურნის საპატივცემულოდ. 274 წელს რომის იმპერატორმა ავრელიუსმა 25 დეკემბერს დაუმარცხებელი მზის (Sol Invictus) შობის დღესასწაული დააწესა. ამრიგად, 25 დეკემბერს სიმართლის მზის დღესასწაული ნელ-ნელა ანაცვლებდა წამართულ დღესასწაულს.წარმართული დღესასწაულის ქრისტიანულით ჩაენაცვლება არ იყო უცხო ქრისტიანობისთვის.ამის მაგალითად ბარბარობაც კმარა, ლობიანების გამოცხობა საქართველოში წარმართულ დღესასწაულს უკავშირდება, (მაშინ ხორციანი და ყველიანი კვერები იყო, ლობიო მოგვიანებით დამკვიდრდა, როცა ამერიკა აღმოაჩინეს). "...ხორცისგულიან და ყველისგულიან კვერებს ამზადებდა. მაგრამ თანდათან, ქრისტიანობის ზეგავლენით, დამყარდა რწმენა-წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ბარბარობას მარხვაა და მარხვის გატეხვა ცოდვაა"(ვ. ბარდაველიძე. "ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან") მეორე ვერსიის მიხედვით ებრაული კალენდრის ნისანის თვის 14 რიცხვი, რომაული კალენდრის 25 მარტის ექვივალენტია, ანუ იოანეს სახარების მიხედვით იესოს ჯვარცმის დღეა, ებრაელთა შორის გავრცელებული იყო შეხედულება, რჩეული ადამიანების - ისრაელის წინასწარმეტყველების დაბადების (ან ჩასახვის) და გარდაცვალების დღე ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო. ამგვარი სიმბოლური კავშირის შესახებ წარმოდგენა ცნობილი იყო ავგუსტინესთვისაც (იხ. ავგუსტინეს ტრაქტატი სამების შესახებ) ამიტომ მიიჩნეოდა, რომ სწორედ ანგელოზის მიერ მარიამის ხარების დღე ზუსტად 25 მარტი, ანუ 25 მარტიდან 9 თვეს, თუ გადავთვლით, ლოგიკურად ქრისტეს დაბადების დღე 25 დეკემბერი გამოდის. გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! 1595 6-ს მოსწონს 1-ს არა
|