x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხედვა მომავალში-როგორი წარმოედგინათ 2017 წლის საბჭოთა კავშირი 1960 წელს
image1960 წლის დიაფილმი(ახალი თაობისთვის უფრო გასაგებად-სლაიდ შოუ) ინტერნეტში ახალი წლის დღეებში გამოქვეყნდა.



ავტორები არიან ვინმე სტრუკოვა და შევჩენკო.ფილმის სიუჟეტი ასეთია: 2017 წელს სკოლის მოწაფეები გეოგრაფიის გაკვეთილზე უყურებენ როგორ ვითარდება საბჭოთა კავშირი, ისინი ხედავენ როგორ დაჰქრიან ატომური მატარებლები ბერინგის სრუტეზე და როგორ გაჰყავთ "მიწისქვეშა ნავ-თხუნელებს" გვირაბები.


image

ნათელი მომავალი გარდაუვალია, ამტკიცებენ ფილმის ავტორები.


imageსკოლის მოწაფეებს 2017 წელს შეეძლებათ უყურონ, როგორ იქმნება ქვეყნის ახალი სახე "დროის გამადიდებელის" საშუალებით.

image

ვანტური ხიდები 2017 წლისთვის რეალობა იქნება(ეს ნამდვილად ახდა)

image

მდინარეები ობი და ენისეი ვერ შემოატრიალეს, პერსტროიკამ შეუშალა ხელი....


image


ეს წინასწარმეტყველება ატომურ აფეთქებებზე საბედნიეროდ არ ახდა.

imageატომური მატარებლები ბერინგის სრუტეზე დღესაც ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.


image

ვულკანურ სიღრმეში ჩასვლა ახლაც ზღაპრის ტოლფასია, რაც შეეხება "ნავ-თხუნელებს" მსგავსი მანქანები დღეისთვის ნამდვილად არსებობს.

image

ვარსკვლავთშორისი კოსმოსური ხომალდები ახლაც ფანტასტიკის სფეროა, მხოლოდ ფილმებში თუ შევხვდებით.

image

გეოგრაფიის მასწავლებელმა ბავშვებს შეახსენა, რომ რომ ექსკურსიზაე მიემგზავრებიან მიწისქვეშა ქალაქ უგლეგრადში....ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია.

imageმეორე დილით იგორი კედლის საათმა გააღვიძა ცხვირზე მსუბუქი წკიპურტით...ისე საინტერესოა მაღვიძარას მუშაობის პრინციპში წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა, როგორ ვერ მოიფიქრეს აქამდე მსგავსი რამ შექმნილიყო?

image

ჭკვიანი კულინარიული მანქანა 1960 წელსაც ოცნება იყო ნებისმიერი დიასახლისისთვის და ახლაც, 2017 წელსაც იგივეა.

image

სამზარეულოს აგრეგატებს ახალაც არ შეუძლიათ დავალების წაკითხვა.

imageძალიან საინტერესოა დიაფილმის შემდეგი სიუჟეტი..იგორს მამის კაბინეტიდან მოესმა ზარი და დედის ხმა.

image

დედა ტელევიდეოფონით ესაუბრება შვილს. ეს უკვე თანამედროვე სკაიპია!


imageიგორის დედა ამ დროს შავ ზღვაზე იმყოფება და "მცურავ საბავშვო ბაღებს" ინსპექტირებას უკეთებს.



imageშემდეგ ბავშვები მიდიან არქტიკაში ექსკურსიაზე სულ რაღაც 30 წუთში ადგილზე არიან...ასეთი რამ დღესაც ფანტასტიკის სფეროა.



image

შემდეგ უკვე მიწისქვეშა ქალაქში ისეთი ზღაპრული ამბები ხდება, რომ ახლაც კი სუპარფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს, ხელოვნური მზე, სადაც მუდამ გაზაფხულია, პლაჟები, ქალაქებშორის მეტრო, მფრინავი სადგურები და ა.შ..


0
289
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0