მუსიკა ნაკიანი წელიწადის უკანასკნელი მსხვერპლი:მერაია კერიმ საახალწლო კონცერტზე თავი შეირცხვინა(ვიდეო) 2017, 2 იანვარი, 19:54 ![]() არა და ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო, ეს ხომ უდიდესია პატივია მომღერალს ანდო მთელი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ ეთერში იმღერო და მიულოცო ახალი წელი. ![]() -აბა გილოცავთ ახალ წელს, ჩვენ ეს სიმღერა აღარ გადავსინჯეთ, ის გახდა პირველი ნომერი მუსიკალურ რეიტინგებში, ამას ვერ დავუკარგავთ-მოიბოდიშა მომღერალმა. მალევე მოჰყვა მას მეორე კონფუზი, მომღერალმა ვერც We Belong Together -ის შესრულების დროს "გაარტყა" ფონოგრამას.მომღერალი ძალზე ცუდ ხასიათზე გავიდა სცენიდან. მოგვიანებით მომღერლამა ბოდიში მოიხადა სოციალური ქსელიდან და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში არის მძიმე მომენტები. მერაი კერის ამ ფიასკომ ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობის ხასიათზე დააყენა, აღნიშნეს, რომ ნაკიანმა წელიწადმა წაიყოლა უკანასკნელი მსხვერპლი-მერაია კერის კარიერა წლის დასასრულამდე 15 წუთით ადრე. 2058 5-ს მოსწონს 2-ს არა
|