ყველაზე ფუმფულა ბლინები მსოფლიოში – ოქროს რეცეპტი (+ ვიდეო)
2021, 1 აპრილი, 15:21
მთავარი ამ რეცეპტში ის არის, რომ კარგი ტაფა უნდა გქონდეთ, რომ ცხიმის გარეშე შეწვისას, არ იკრავდეს!
ბლინების მირთმევა არაჟანთან, თაფლთან, შოკოლადის პასტასთან ან ჯემთან ერთად შეიძლება და უნდა ითქვას, რომ არც გამოცხობა არის რთული.
ინგრედიენტები
ფქვილი — 60 გრ.
კვერცხი — 5 ცალი
შაქარი — 70 გრამი
ვანილის ექსტრაქტი ან ვანილინი — 1 ჩ. კ.
გამაფხვიერებელი — 2 გრ. (1/4 ჩ. კ.)
მარილი — 1 მწიკვი
მომზადება
1. კვერცხი გაყავით გულებად და ცილებად > გული ათქვიფეთ 40 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი.
2. ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა და მარილი. იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ცილა არ გამყარდება (თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ უნდა იღვრებოდეს) > შეათქვიფეთ 30 გრ. შაქარი ნელ-ნელა.
3. შეაერთეთ ორი მასა ერთმანეთს.
4. გაახურეთ ტაფა და დაასხით ცომი ბორცვების სახით > დაახურეთ სახურავი.
5. 2 წ. შემდეგ ახადეთ, ცოტა ცომი დაამატეთ ზემოდან და გადააბრუნეთ > იქამდე გააჩერეთ ტაფაში, ვიდრე ძირი არ გაუწითლდება.
6. ბლინები ცხიმის გარეშე უნდა მომზადდეს. მაგრამ, თუ ტაფა იკრავს, ცოტა ზეთი ჩაასხით, ხოლო ბლინები ამოღებისას, ქაღალდის პირსახოციან თეფშზე მოათავსეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.
7. ეს ფუმფულა ბლინები სუფრაზე ცხელ–ცხელი უნდა მიიტანოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც მომზადებაა რთული და სუფრაზე დიდ ხანსაც არა ჩერდება.