კინო "სამი კაკალი კონკიასათვის"-სად არიან და რას საქმიანობენ ფილმის გმირები? 2016, 31 დეკემბერი, 9:36
მომხიბვლელი კონკიასა და მისი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიას ბევრი ქვეყნის ეკრანებზე დღესაც სულმოუთქმელად ელიან, მათ შორის საქართველოშიც. ფილმის გადაღებიდან 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისადმი ინტერესი არ ცხრება და ამ ულამაზეს ფილმ-ზღაპარს ყველა თაობის მაყურებელი დიდი სიამოვნებით უყურებს.
ფილმის პრემიერა შედგა 1973 წელს, სურათი ორი ქვეყნის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთობლივი ნამუშევარი იყო. ფილმის რეჟისორმა ვაცლავ ვორლიჩეკმა ორი ზღაპრის სიუჟეტი გააერთიანა კონკიაზე.ძმები გრიმების და ჩეხი მწერლის ბოჟენა ნემცოვის "სამი და". ნატური გადაღებები მიმდინარეობდა თვალწარმტაც შუმავაში, დასავლეთ ჩეხეთში, რომელიც ბავარიის საზღვართან მდებარეობს და მორიცბურგის ძველ ციხესიმაგრეში(საქსონია, გერმანია). ლიბუშე შაფრანკოვა- 19 წლის იყო, როდესაც "კონკიას" როლზე დაამტკიცეს, ეს იყო მისი დებიუტი კინოში.ფილმის გამოსვლის შემდეგ შაფრანკოვა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა მშობლიურ ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო წლების განმავლობაში იგი იყო იდეალი და მიბაძვის მაგალითი საბჭოთა გოგონებში. იგი დღემდე კინომატოგრაფიით არის დაკავებული, მას შემდეგ 40 ფილმში გადაიღეს, დღესდღეობით მსახიობი 63 წლისაა. პაველ ტრავნიჩეკი-პრინცის როლის შემსრულებლისათვის ეს ფილმი გახდა საგზური დიდი კინოში, ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმში ითამაშა, შემდეგ კი საკუთარი სააგენტო დაარსა, სადაც უცხოური ფილმების დუბლიაჟს აკეთებს. როლფ ჰოპე-მეფის როლის შემსრულებელი მანამდე უკვე გამოცდილი მსახიობი გახლდათ, ნამდვილი პოპულარობა მას მოუტანა ფილმმა "მეფისტო" 1981 წელს, ამჟამად ჰოპე 82 წლისაა. კარენ ლეში-დედოფალი."სამი კაკალი კონკიასათვის" ბოლო ფილმი იყო. იგი 1974 შემდეგ ეკრანებზე აღარ გამოჩენილა. ჰყავდა მეუღლე ჰანს-დიტერ მეიდე, გერმანელი რეჟისორი და DEFA -ს კინოსტუდიის დირექტორი. ამჟამად კარინ ლეჩი ბერლინთან ახლოს პატარა დასახლებაში ცხოვრობს და არ ეკონტაქტება მედიას. კაროლა ბრაუნბოკი-დედინაცვალი.გერმანელი მსახიობი კინოში 1951 წლიდან იყო, "სამი კანკალი კონკიასთვის", როგორც აღმოჩნდა ყველაზე შთამბეჭდავი როლი იყო მის კარიერაში(ალბათ უფრო ფილმის უზომო პოპულარობიდან გამომდინარე ), ბრაუნბოკი 1978 წელს გარდაიცვალა. დანიელა გრავაჩოვა-გერი დის როლის შემსრულებელი კიდევ ათიოდე ფილმში თამაშობდა, შემდეგ კინოს ჩამოშორდა და ამჟამად ცნობილი ხელოვნებადმცოდნეა ჩეხეთში. ჰელენა რუჟიჩკოვა -პრინცესა დრობენა-წითელკაბიანი პუტკუნას როლის შემსრულებელი ძალზე პოპულარული კომედიური მსახიობი იყო ჩეხეთში, სამწუხაროდ მისი ბედი ტრაგიკულად წარიმართა, 1999 წელს გარდაეცვალა შვილი ირჟი, რომელიც სხვათა შორის "სამი კაკალი კონკიასათვის" თამაშობდა მზარეულის როლს, 4 წლის შემდეგ ქმარიც დაეღუპა, 2003 წელს მსახიობს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.ერთი წლის შემდეგ ჰელენა რუჟიკოვა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. P.S. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, დაე კონკიასავით ყველა სურვილი აგხდენოდეთ! იხილეთ აგრეთვე: რომელი ფილმები გადის საახალწლო ეთერში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში? რატომ ავღნიშნავთ ახალ წელს 1 იანვარს საუკეთესო საახალწლო-საშობაო სიმღერები, რომლებიც თქვენს საზეიმო სუფრას დაამშვენებს 2439 8-ს მოსწონს 2-ს არა
|