სხვა საკვირველია, მაგრამ ფაქტია (II ნაწილი): ყველაზე დიდი ტვინი დედამიწაზე ჭიანჭველას აქვს... 2016, 28 დეკემბერი, 11:23 1. ქალის ორგანიზმი 6-ჯერ მეტ ოქროს შეიცავს, ვიდრე კაცის.
2. კაპიტანი კუკი იყო პირველი ადამიანი, ვინც ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი, ანტარქტიდის გარდა.
4. მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია. 5. გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო უხერხემლოებს შორის, რეკორდცმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან – 1\4-ია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საიმირების (ცხვირფართო მაიმუნების გვარი) ტვვინისა და სხეულის თანაფარდობა 1\17 ტოლია. ხოლო, ადამიანის იგივე პარამეტრი – 1\40 არის. 6. ნილოსი 2-ჯერ გაიყინა - IX და XI საუკუნეში. 7. კატას რომელიც ვარდება XII სართულიდან, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე VII სართულიდან გადმოვარდნილ კატას. 9. კუზის მიუხედავად, აქლემს სწორი ხერხემალი აქვს. 10. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო “ოსკარი", II მსოფლიო ომის დროს, ლითონის ეკონომიის მიზნით, ხისგან მზადდებოდა. 11. შავი ზღვის ქორჭილები უმრავლესობა, თავდაპირველად მდედრობითი სქესის არის და დაახლოებით, 5 წლის ასაკში, სქესს იცვლიან.
15. თუ ჩართული პლეიერის ყურსასმენებს ცხვირის ნესტოებთან მიიდებთ და ყურებზე ხელებს დაიფარებთ, თქვენი პირის ღრუ დინამიკის ფუნქციას შეასრულებს. 16. ზვიგენებს იმუნიტეტი აქვთ სიმსივნეზე. 17. ცხოველი, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე შეუძლია წყლის გარეშე გაძლება არის ვირთხა. 18. თხუნელას 12 საათში 76 მ. გვირაბის გათხრა შეუძლია. 19. თუ გინდათ, რომ არ დააცემინოთ, ცხვირის ფუძე (ჩაღრმავება თვალებს შორის) უნდა დაიფხანოთ. 20. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში, აბორიგენები ლუდს ბანანისგან ხარშავენ.
22. ზაფხულის მანძილზე, ერთ ბაყაყს 10 000 მწერის შეჭმა შეუძლია. 23. ჩვენმა ცივილიზაციამ, ომის გარეშე, საერთო ჯამში, 230 წელი გაატარა. 24. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნაგავი, სიგარეტის ნამწვავია. 25. ხმაური, რომელიც ნიჟარის ყურთან მიდების დროს გვესმის, ჩვენს ვენებში მიმდინარე სისხლის ცირკულაციის ხმა არის. 26. „ტიტანიკის“ მსგავსი გემის ასაგებად 7 მილიონი დოლარი არის საჭირო, ხოლო „ტიტანიკზე“ ფილმის გადაღებაზე, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 28. ხახვის დაჭრის დროს, თუ კევს დაღეჭავთ, ცრემლი აღარ წამოგივათ. 29. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, ხოლო შემდეგ შიმშილით კვდება. 30. ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტები * ის, რაც ჩვენი თვალისთვის ყოველთვის უხილავი რჩება * მესამე თვალი – მეექვსე გრძნობა თუ რეალური ორგანო? * ფანტასტიკური კოლაჟები: რეალურად რამდენად დიდია ჩვენთვის ცნობილი დიდი ზომის ობიექტები? 489 10-ს მოსწონს
|