სხვა გარდაიცვალა გინესის რეკორდსმენი ვესნა ვულოვიჩი-ქალი რომელიც 10 000 მეტრზე აფეთქებული თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა 2016, 25 დეკემბერი, 10:13 ვესნა ვულოვიჩი-გინესის წიგნის რეკორდსმენი, ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე რომელიც 10 000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა.
ბელგრადში 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბორტგამცილებელი ვესნა ვულოვიჩი, რომელიც 1972 წელს 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქებული და ჩამოვარდნილი McDonnell Douglas DC-9-ის ერთადერთი მგზავრი იყო რომელიც გადარჩა, ამის შესახებ სერბული გამოცემა «Вечерние новости» იუწყება. ქალი პოლიციამ გარდაცვლილი აღმოაჩინა საკუთარ აბაზანაში მას შემდეგ, როდესაც ვულოვიჩის შეშფოთებულმა მეგობრებმა განგაში ატეხეს.სიკვდილის მიზეზი არაა დაზუსტებული, თუმცა ცნობილია, რომ ყოფილ ბორტგამცილებელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 1972 წლის 26 იანვარს ჩეხეთის ტერიტორიაზე სოფელ სერბსკა კამენიცესთან რეისი JAT 367- კოპენჰაგენი-ზაგრები 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, თვითმფრინავი DC-9-30 ნაწილებად დაიშალა(აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა 1974 წელს ჩეხოსლოვაკიაში გამოაქვეყნეს კომისიის დასკვნა, სადაც თვლიდნენ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო.).კატასტროფის ადგილზე ახალგაზრდა ქალი ადგილობრივმა გლეხმა ბრუნო ჰონკემ ცოცხალი იპოვა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც 16 თვე დაჰყო. 1985 წელს ვულოვიჩი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, ეს საპატიო ტიტული პოლ მაკარტნიმ გადასცა.(უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ) იხილეთ აგრეთვე: სასწაულები მაინც ხდება-ადამიანი, რომელიც 5 000 მეტრიდან ჩამოვარდა და გადარჩა:ლარისა სავიცკაიას დრამატული ისტორია ავიაკატასტროფაში სასწაულად გადარჩენილები ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე იღბლიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც ავიაკატასტროფის დროს ერთადერთი გადაურჩნენ სიკვდილს 809 5-ს მოსწონს 1-ს არა
|