x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ უნდა შევარჩიოთ სათამაშო ბავშვის ასაკის (1-5 წ.) გათვალისწინებით

ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით, მშობლების სიხარული რამდენჯერმე იზრდება, როდესაც მათი პატარა სამყაროს შეცნობას იწყებს. სწორედ ამ პერიოდში ავლენს ის საკუთარ ხასიათს და მშობლების ვალია დაეხმაროს მას სამყაროს კვლევაში და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ამ საქმეში, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ შერჩეული სათამაშოები არის!


image

1. თავსატეხი

თავსატეხი (დასახარისხებელი) — არის ტრადიციული სათამაშო 2 წლის ასაკის ბავშვისთვის, რომელიც ერთდროულად ართობს ბავშვს და მის წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. მოცემული სათამაშოს მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა მოძებნოს ობიექტისთვის შესაფერისი ფორმის ნახვრეტი. მისი მეშვეობით პატარა ფორმების კლასიფიკაციას ახდენს და ბავშვს მოძრაობის კოორდინაცია უვითარდება.

image2. კონსტრუქტორი


კონსტრუქტორი არასოდეს გადავა მოდიდან! მისი მეშვეობით ბავშვი ინფორმაციას იღებენ ფერების და სიმეტრიის შესახებ და ასევე, იუმჯობესებს წვრილ მოტორიკას. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც პატარები არიან, მაგ., საიმისოდ, რომ Lego Duplo-ით ითამაშონ, კარგად გაერთობიან ხის კუბიკებით.

image

3. რბილი სათამაშოები

რბილი სათამაშოების შერჩევა დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 2-3 წლის და უფრო პატარა არის. სათამაშო უნდა იყოს მტკიცე და უსაფრთხო. სიუჟეტური თამაშები რბილი სათამაშოების და თოჯინების გამოყენებით — საუკეთესო საშუალება არის ლაპარაკის სასწავლებლად და სახელების გასაცნობიერებლად. გარდა ამისა, რბილ სათამაშოებთან ურთიერთობით, პატარას პირველი შეხება აქვს ცხოველთა სამყაროსთან და მათი მეშვეობით, ექმნებათ წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებიან შინაური თუ გარეული ცხოველები. და ბოლოს, ბავშვის ახალი «მეგობარი» — რბილი სათამაშო იქნება ეს, თუ თოჯინა — საუკეთესო ობიექტია, ისეთი თამაშებისთვის, რომლებიც ცხოველებზე და ადამიანებზე იმიტირებულ ზრუნვას გულისხმობს.

image

image

4. სურათებიანი წიგნები

სურათებიანი წიგნები — უნივერსალური საშუალება არის ბავშვის სწავლა-განვითარებისთვის. მათი მეშვეობით, ის პირველ სიტყვებს სწავლობს, ახდენს მათ ასოცირებას გამოსახულებასთან, ეცნობა პირველ ისტორიებს, იწყებს მათი დასაწყისის, შუა ადგილის და ბოლოს გარჩევას, მშობლებთან ერთად, იმის განხილვას იწყებს, რასაც წიგნის გვერდებზე ხედავს.

image5. სათამაშოები ფიზიკური აქტიობისთვის

თანდათანობით, ბავშვის ფიზიკური ძალების მატებასთან ერთად, მას უფრო მეტი დრო ესაჭიროება ფიზიკური აქტიურობისთვის. ამ პერიოდიდან, უკვე ისეთი სათამაშოების ჯერი დგება, რომელიც მას ფიზიკურ უნარებს განუვითარებს — ბურთი, ველოსიპედი, სკუტერი. თამაშის დროს, ამოცანა რაც უფრო რთულად შესასრულებელია, მით უფრო სწრაფად მოხდება ბავშვის განვითარება — და პარალელურად, განვითარდება მისი ფიზიკური მონაცემებიც.

image

0
183
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0