მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი ცხოველი, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს წამლები შეუცვალონ
სხვადასხვა ქვეყნის არაერთმა მკვლევარმა გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევის შედეგები
რომელშიც მოთხრობილია, რომ ზოგიერთ ცხოველს შეუძლია დადებითი ზემოქმედება
იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამასთან მოახდინოს ისეთი კარგი ეფექტი, რომ ჩაანაცვლოს წამლები.
ხუთეულში პირველ ადგილზეა კატა. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კატები
ეხმარებიან ადამიანებს სტრესის დაძლევაში და აუმჯობესებენ მდგომარეობას ზოგიერთი
ფსიქიკური აშლილობის დროს. ასევე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კატებს შეუძლიათ
ადამიანები განკურნონ ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან. კატები დადებითად მოქ-
მედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხსნიან ტკივილებს კუნთებში და სახსრებში,
იცავენ დაავადებისგან საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას.
![მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი ცხოველი,
რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს
წამლები შეუცვალონ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122120085978517.jpg)
მეორე ადგილზე “სამკურნალო ცხოველებში" არიან ძაღლები. ისინი აიძულებენ თავი-
ანთ პატრონებს პატრონებს იცხოვრონ აქტიური ცხოვრებით, თუნდაც იმიტომ, რომ
ძაღლებს ჭირდებათ დღეში რამოდენიმეჯერ გასეირნება, შედეგად ადამიანი იმყოფება
ფორმაში და კიდევ ძაღლის ნერწყვს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება.
![მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი ცხოველი,
რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს
წამლები შეუცვალონ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122120093278517.jpg)
მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ ცხენები. ცხენებთან ურთიერთობა ძალიან სასარგებლოა
ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის და ისინი ვინც სულ სტრესის ქვეშ
იმყოფებიან. ცხენები დამამშვიდებლად მოქმედებენ ადამიანებზე, ერთი საათით ურთი-
ერთობა ან ცხენთან ერთად გასეირნება შეგიცვლით ერთკვირიან დასვენებას ნებისმიერ
კურორტზე.
![მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი ცხოველი,
რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს
წამლები შეუცვალონ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122120101078517.jpg)
მეოთხე ადგილს იკავებენ ფუტკრები. მათი დახმარებით ექიმები ებრძვიან ისეთ დაავა-
დებებს, როგორიცაა ნევრალგია, რევმატიული არტრიტი და ა.შ. თაფლის და პროპო-
ლისის შესახებ ხომ აღარავინ დავობს. ფუტკრის შხამი შველის კუნთების ტკივილს.
![მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი ცხოველი,
რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს
წამლები შეუცვალონ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122120105078517.jpg)
მეხუთე ადგილზე აღმოჩნდნენ გველები. გველებს შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს,
რომლებიც იტანჯებიან სახსრების და ვენების ტკივილით, რომლებიც სპობენ დაავა -
დებულ უჯრედებს ორგანიზმში. ხშირად გველის შხამს იყენებენ ონკოლოგიაში.