ინტერნეტდამოკიდებულ პირებს აღენიშნებათ გადაღლა, ყურადღების მოდუნება; ისინი ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. მათი ტვინის სკანირების შედეგად გამოვლინდა ე.წ. თეთრი ნივთიერების დაზიანება, ისეთივე, როგორიც ნარკომანებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებს ახასიათებთ. მოსახლეობის უმრავლესობა ქსელში დიდ დროს ატარებს - ზოგი ინტერნეტით სამსახურს ეძებს, ზოგიც პროფესიულ თუ სოციალურ საკითხებს აგვარებს, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ რომელიმე ჩვენგანი აღმოაჩენს, რომ თავს დაათენდა, თანაც ეს პირველად არ მოხდა...