x
image
ნინო ბაისონაშვილი
მე ის კი არ მაღელვებს ვინ სად გაიხდის , არამედ ...
მე არ მაღელვებს ვინ გაიხდის მთაში ან ბარად, სავსებით არა, მე ის ბავშვები მაღელვებენ, სრულიად უდანაშაულოდ რომ ეწირებიან არაპროფესიონალ, ოროსან ექიმთა შეცდომებს, სიღარიბეს, ტერორიზმს ან დაუმარცხებელ დაავადებებს. კიდევ ის ბავშვები, ჩვილობიდან რომ გრძნობენ ცხოვრების სისასტიკესა და სოციალურ უთანასწორობას, სათამაშო კი არა, თავშესაფარიც რომ არ ერგოთ.

მე არ მაღელვებს კესარია ქალია თუ კაცი, მე მაღელვებს ის, რომ მიუხედავად სამეცნიერო ნახტომებისა, მედიცინამ დღემდე ვერ დაამარცხხა გამანადგურებელი სენი, რომელიც ყოველწუთიერად იმარჯვებს ასიათასობით სიცოცხლესა და ბედნიერებაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუნჭულში.

მე სრულებით არ მაინტერესებს როგორ გამოიყურებიან ხელისუფლების უმაღლესი პირები ან მათი მეუღლეები აღლუმებზე, დიპლომატიურ ლანჩებზე, ოფიციალურ ვიზიტებზე ან იცავენ თუ არა ისინი დრესკოდს, მე ბევრად უფრო მაღელვებს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც კანცელარიასთან ათევენ ღამეებს საკუთარი უფლებების დასაცავად ბიძიასშვილობით ქრონიკულად დასნებოვნებულ სახელმწიფოში და კიდევ უფრომეტად იმ უკანასკნელთა, ვინც დღესა და ღამეს ასწორებენ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად. უმძიმესი შრომის სანაცვლოდ მიღებული გროშები კი ერთი კვირაც არ ყოფნით.

მე არც იმას ვუყურებ თუ რამდენი აქვთ პირად ბიუჯეტში დონალდ ტრამპსა და ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან ყოველწლიურად უამრავი ახალგაზრდა მიყავთ სუიციდამდე კანონისგან გალაღებულ-წათამამებულ ბანკებსა და ონლაინ საკრედითო ორგანიზაციებს. მე ვიცი რომ ერთ და ორ კაცთან ბრძოლა არაფერს მოიტანს, რადგან სისტემა რჩება სისტემად და თუ ის არ ამოძირკვე, მოჯადოებული წრის გარშემო ბრუნვით უბრალოდ დაიღლები.


მე ბევრად უფრო ნაკლებ პრობლემას ვხედავ საქართველოში უცხოელთა მომრავლებაში, ვიდრე, ქსენოფობიით დავადებულ მოქალაქეებში. მე ვერ დავიჯერებ რომ ჩემი ლიბერალიზმი უფრო საშიშია, ვიდრე ვიწრონაციონალისტური ხედვით გამოწვეული რასიზმი და სიძულვილი ადამიანური არსების მიმართ.

მე ეჭვი მეპარება სოროსის ფონდი, რომელიც განათლებას და სხვა უამრავ სიკეთეს აფინანსებს, უფრო მეტი საფრთხე იყოს ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე ეკონომიკის ანბანის უმეცარი მთავრობა, რომელმაც ქვეყანა გალოპირებულ ინფლაციამდე მიიყვანა.

მე მარიხუანას ლეგალიზაციაზე მეტად მაღელვებს ძალადობის მსხვერპლი ათასობით ქალის და ბავშვის ბედი, რომლებიც ხან ბომბებისგან გამოწვეულ ხმაურში არ ისმის და ხანაც ტირანი “ ოჯახის უფროსის“ შიშს ჩაუხშვია.

დიახ, მე ათასგზის უფრო მაღელვებს ადამიანის ფუნდამენტური : სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავშესაფრის, ღირეული ცხოვრების და სხვა უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, ვიდრე რომელიმე ტრანსექსუალის ბიოლოგიური სქესი ან სადღაცას გაშიშვლებული ტურისტი ან ტოპმოდელი. ეს წუხილი ფსევდომორალისტების image
და მიწიერ “ წმინდანთათვის“ მიჩუქნია.


0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0