საქართველო ,,ევრონიუსი,, ბათუმის საპროტესტო აქციის შესახებ 2017, 12 მარტი, 15:59 ბათუმში შიარაღებულმა მანიფესტაციებმა იფეთქა. ბათუმი საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი ქალაქია და ქვეყნის ძირითადი ტურისტული დესტინაცია.
ბათუმის მცხოვრებთა მანიფესტაცია სპონტანურად აღმოცენდა. ისინი აპროტესტებდნენ იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც არასწორი საავტომობილო მანევრების გამო ჯარიმის
გადახდაზე უარს აცხადებდნენ.
ზოგიერთი მანქანა გადააბრუნეს, ზოგი კი საერთოდ დაწვეს.
პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ მანიფესტანტების დასაშლელად, რომლებიც მათ ქვებს ესროდნენ. თერთმეტმა პოლიციელმა და ათმა მოქალაქემ ჰოსპიტალიზაცია გაიარა ჭრილობების და გაზით ინტოქსიკაციის გამო. სიტუაციის დარეგულირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება, გაეთავისუფლებინათ დაკავებული პირები. 202 1-ს მოსწონს
|