x
image
ნინო ბაისონაშვილი
ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ პრემიერის გამოსვლა დავოსში გააყალბა
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაერთ შეკითხვას უპასუხა. მათ შორის, მან ისაუბრა როგორც რუსეთთან, ისე ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზეც.

image


მედიის განვითარების ფონდმა პროექტ “ მითების დეტექტორის“ ფარგლებში გამოავლინა, რომ ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ პრემიერის ნათქვამი მთლიანად გააყალბა და სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა : “საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში: ჩვენ არ გვჭირდება ნატოს დაცვა”


Зеркало недели წერს, რომ ჩვენი მეხუთე მუხლი არის ჩვენი სტაბილურობა და ნატო არ გვჭირდება. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი კი მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები შეიძლება გახდეს, როგორც მეზობლებთან, ისე ყველა სხვა ქვეყანასთან. საქართველოს კი რუსეთთანაც და ტრანსატლანტიკური სივრცის სახელმწიფოებთანაც თანაბრად კარგი ურთიერთობა სურს.



სინამდვილეში კი პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია ნატოს მფარველობა, მაგრამ დასავლეთთან კეთილმეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

კვირიკაშვილმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მგვარება სურს.


სტატიას დართული აქვს, როგორც პრემიერის გამოსვლა, ისე ორიგინალი სტატიის ლინკი:



https://zn.ua/WORLD/premer-ministr-gruzii-v-davose-nam-ne-nuzhna-zaschita-nato-272960_.html


https://www.youtube.com/watch?v=DRRMxjpTT54&t=1087s










0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0