სხვა შობა ბავშვებისთვის - ზოგიერთი ევროპული ქვეყნის საშობაო ტრადიცია 2017, 19 დეკემბერი, 17:45
მსოფლიოს ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში აღნიშნავენ შობას, მაგრამ ეს ყველგან ერთნაირად არ ხდება. ვნახოთ, რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში :
საფრანგეთი: Joyeux Noël საფრანგეთში გავრცელებულია რწმენა, რომ თოვლის ბაბუა ციდან მარხილით ეშვება და ბავშვებს სასთუმალთან საჩუქრებს ულაგებს 24 დეკემბრის ღამეს. აქ შობა ძირითადად, ოჯახურ გარემოში აღინიშნება და მიირთმევენ ინდოურის ხორცს და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს. დიდი ბრიტანეთი Merry Christmas ბრიტანეთშიც ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები, ისიც 24 დეკემბერს ღამე შეივლის ხოლმე ოჯახებში, მაგრამ მათ ის ბუხრის კუთხეში დადებულ წინდებში ულაგებს. დიდ ბრიტანეთშიც, საფრანგეთის მსგავსად, შობა ინდოურის ხორცთან და ტრადიციულ საშობაო პუდინგთან ასოცირდება. ესპანეთი Feliz Navidad ესპანელებისთვის შობის დღესასწაული ყველა რელიგიურ დღესასწაულზე მნიშვნელოვანია. ისინი ქრისტეს დაბადებას აღნიშნავენ და ამ დღეს არ აქვთ თოვლის ბაბუის ტრადიცია. სამაგიეროდ, ისინი 6 იანვარს მოდიან და ბავშვებს საჩუქრებს აივანზე მოთავსებულს საბოებში ალაგებენ.
ბელგია
Zalige Kertfeest წმინდა ნიკოლა 6 დეკემბერს მოდის სათამაშოებით დატვირთული სახედრით. ბუხრის სიახლოვეს, ბავშვები სახედრისთვის თალგამსა და სტაფილოს დებენ . წინა საღამოს კი წმინდა ნიკოლას ფორმის ორცხობილებს მიირთმევენ. ეს არის მშრალი და ძალიან ტკბილი ორცხბილები და დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გერმანია
თოვლის ბაბუის ტრადიცია ევროპაში გერმანელებმა დაამკვიდრეს 400 წლის წინ. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წმინდა ნიკოლას ასაჩუქრებს ბავშვებს ისევე, როგორც ბელგიაში, ტრადიციულად 6 დეკემბერს. ის ციდან ციგით ეშვება, სამხრეთ ნაწილში კი, - ბავშვებს თოვლის ბაბუა აჯილოდოვებს წლის განმავლობაში კარგად მოქცევისთვის. გერანელები საშობაოდ მიირთმევენ პურებს, რომელიც პატარა ტექსტებითაა გაფორმებული.
იტალია
Buon Natale იტალიაში შობის დღესასწაული თითქმის სამ დღეს გრძელდება, ოცდაოთხიდან ოცდაექვს დეკემბრამდე. საჩუქრები მოგვიანებით რიგდება - 6 იანვარს მოხუცი თეთრთმიანი ქალის მიერ, რომელიც ცნობილია ჯადოქარ ბონაფას სახელით. საშობაოდ იტალიელები მიირთმევენ ტრადიციულ ნამცხვარს, სახელად- პანეტონი
საბერძნეთი
Eftihismena Christougenna ზოგადად, ბერძნებისთვის შობის დღესასწაული ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე -აღდგომის. აქ საჩუქრები პირველ იანვარს მოაქვს წმინდა ბასილის ბავშვებისთვის.თოვლის ბაბუის ტრადიცია არც საბერძნეთს აქვს. ტრადიციის თანახმად, საღამოს ბერძენი ბავშვები მეზობლებთან მღერიან, სანაცვლოდ კი ტკბილეულს იღებენ.
პოსტ სკრიპტუმ: საქართველოში, მოგეხსენებათ, ისევ თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები პირველ იანვარს და იმედია, ყველა მათგანს უხვად დააჯილოებს და ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოწვევას-მიუსაფარი ბავშვების პრობლემას 2018 წელს მაინც გადავჭრით.
სტატიის წყარო: fete-enfants.com
66 1-ს მოსწონს
|