ჯანმრთელი კვება არასოდეს გარეცხოთ მაღაზიაში ნაყიდი ქათამი! ეს ძალიან სახიფათოა! 2016, 8 დეკემბერი, 19:36 როგორც აღმოჩნდა, ადამიანთან 90% მაღაზიაში ნაყიდ უმ ქათამს მომზადებამდე რეცხავს. უნდა მოვიქცეთ თუ არა ასე?
![]() მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის! უმი ქათმის მომზადებამდე გარეცხვა ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გავრცელებას როგორც ხორცის მთელ ზედაპირზე, ასევე ნიჟარაზე და მაგიდაზე. ![]() "ეს არ აშორებს ბაქტერიებს და არც სპობს მათ. სამაგიეროდ, არის რისკი ამ ბატერიების გავრცელების, რასაც აეროზოლიზაცია ეწოდება". ![]() - დაიცავით სისუფთავე. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები და დაასუფთავეთ ზედაპირები. - დაყავით. არ დაუშვათ, რომ უმი ფრინველი და მისი წვენი შეეხოს სხვა პროდუქტებს. - მოამზადეთ ყურადღებით. მზა ფრინველის მინიმალური შინაგანი ტემპერატურა უნდა აღწევდეს 74 °C-ს (გაზომეთ სამზარეულოს თერმომეტრით). - გააგრილეთ. დროულად შედეთ ქათამი მაცივარში. დრეკსელის უნივერსიტეტმაც წამოიწყო ანალოგიური კამპანია სახელწოდებით "არ გარეცხოთ ქათმები". პროექტის მიზანია გადააჩვიოს ხალხი ამ მავნე ჩვევას. ზემოჩამოთვლილი ბაქტერიებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს - და ეს კიდევ არ არის ყველაზე საშიში ვარიანტი. სალმონელათი დაბინძურებული საკვების მიღებით ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა და ღებინება. მოწამვლის უმეტესობა ორიოდე დღეში გავილის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იწყება გართულებები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც ახლავს. ![]() კვინლანის თქმით, უმი ქათმის გარეცხვა არ ღირს ამგვარ რისკად: "ზოგს ჰგონია, რომ გარეცხვით მიკრობებს აშორებენ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ნაყიდი პროდუქტი ჭუჭყიანია და ასე ასუფთავებს, ზოგს კი უბრალოდ ჩვევა აქვს, მექანიკური რეფლექსი - "ყველაფერი უმი გაირეცხოს." დაბოლოს კიდევ ერთი რჩევა: მზა ქათმის ხორცი აუცილებლად უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში და მაცივარში: ოთახის ტემპერატურაზე ყოველთვის არის დაბინძურების რისკი. ასევე საინტერესოა: 1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან (+ვიდეოგაკვეთილი) 2. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ! ![]() 3. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ! 4. რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის და რომელია უფრო სასარგებლო 5. რა არის ხორცში, რომელსაც რესტორნებსა და მარკეტებში გვთავაზობენ - წარმოუდგენელია! ![]() 6. რისგან მზადდება სინამდვილეში კარტოფილის ჩიფსები - ეს უნდა იცოდეთ! ![]() ![]() 38931 8-ს მოსწონს 1-ს არა
|