პროფილაქტიკა 8 მწარე სიმართლე შაქრის(ტკბილეულის) შესახებ! 2016, 8 დეკემბერი, 12:36 შაქარი და საერთოდ ტკბილეული - გემრიელია, მაგრამ არ არის ჯანსაღი. მსოფლიო მასშტაბით სამომხმარებლო დონე მკვეთრად იზრდება. შესაბამისად სიმსუქნე და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც უფრო ხშირდება. წარმოგიდგენთ 8 მწარე სიმართლეს შაქარის შესახებ, რომელიც არც გვსურს, რომ ვიცოდეთ! 1. შაქარი ასუქებს... შაქარი ორგანიზმში, სახამებელთან შედარებით 5 ჯერ უფრო სწრაფად იქცევა ცხიმად. ასე, რომ ცხიმის უჯრედები პირდაპირ იკვებება შაქარით! გარდა ამისა, ფრუქტოზა, რომელიც მუშავდება ღვიძლში, შესაძლოა ცხიმიანობა გამოიწვიოს. პროფესორები გვაფრთხილებენ, რომ მივიღოთ ნაკლები შაქარი, რათა სიმსუქნემ ნაკლებად შეგვაწუხოს... 2. ფრთხილად! არ გახდეთ, შაქრის დამოკიდებული... ძირითადად ჭარბწონიან ადამიანებზე, ტვინი როგორც ალკოჰოლსა და სხვა დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებებზე, ასევე შაქარზე ეფექტურად რეაგირებს და გამოყოფს ჭარბი დოზის დოფამინს. თუ ხართ ჭარბწონიანი, შეგიძლიათ საკუთარ თავზე გატესტოთ: 10 დღის მანძილზე, მოერიდეთ ყველანაირ სასმელს და საჭმელს, რომელიც შეიცავს შაქარს. თუ ორი- სამი დღის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილები და უზომო სურვილი შაქრისადმი, მაშინ თქვენ შაქარზე დამოკიდებული ხართ! 3. შაქარი არღვევს ნაწლავურ ფლორას... ჯანსაღი ნაწლავური ფლორა, ნაწლავს ეხმარება საჭმლის მონელების პროცესში და კუჭ-ნაწლავის სისტემას იცავს ბაქტერიებისგან. პროფესორებით კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნაწლავში რამდენი შაქარიც შედის, იმდენი დაავადება ვრცელდება. სოკოები და პარაზიტები შაქრის მოყვარულები არიან! განსაკუთრებით კანდიდას სოკოს შეუძლია გამოიწვიოს შემაშფოთებელი პრობლემა ორგანიზმისთვის... 4. შაქარი ასუსტებს იმუნურ სისტემას... კიდევ ერთი უარყოფითი თვისება შაქრისა. როგორც ცნობილია, ბევრი ტკბილეული ასუსტებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად ვირუსებთან ბრძოლაში, იმუნური სისტემა ეფექტური აღარ იქნება! ტკბილეული მირთმევიდან, რამოდენიმე წუთში იმუნური სისტემა 40% სუსტდება. გარდა ამისა, C ვიტამინსაც კლავს, რომელიც სისხლის უჯრედებში ბაქტერიებს და ვირუსებს ებრძვის... 5. შაქარი ზრდის კიბოს რისკს... სიმსივნური უჯრედები, გამრავლებისთვის მოითხოვს ძალიან ბევრ შაქარს. ჰარვარდის სამედიცინო ფაკულტეტში, მეცნიერთა ჯგუფი, პროფესორ ლუის კენტლის ლიდერობით, იკვლევს შაქრის როლს კიბოს უჯრედების გამრავლებაში. ბიოქიმიკოსების გათვლით, ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება კიბოს იწვევს! აქედან გამომდინარე, პროფესორი კენტლი გვირჩევს, რომ მივირთათ ნაკლებადშაქრიანი საკვები... 6. შაქარი აჩქარებს დაბერებას... გლიკაციის პროცესი, კანის ქსოვილში შაქრის ზრდას იწვევს. აქედან გამომდინარე, ნაადრევად დაბერდებით! შაქრის მოლეკულები, კოლაგენის ბოჭკოებს ეკრობა და სხეულის გაუხეშებას იწვევს. გარდა ამისა, ტოქსინები ორგანიზმიდან არ გაიდევნება, რაც სწრაფად დაბერების შედეგია... 7. შაქარი ადამიანში აგრესიულობას იწვევს... ადამიანები, რომლებიც ბევრ ტკბილეულს მიირთმევენ, აგრესიულობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვთ. ბავშვებში იწვევს, ყურადღების დეფიციტს და ჰიპერაქტიურ დაღვევას! ამიტომ აუცილებლად მოარიდეთ ბავშვები გადამეტებულ ტკბილეულობას... 8. ფრთხილად! ალცჰეიმერი... ბრიტანელ, ამერიკელ და იაპონელ მეცნიერებმა, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში ჩაატარარეს ექსპერიმენტები, დადგინდა, რომ შაქარი ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი ნივთიერებაა...
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1 -საკვები პროდუქტები, რომელიც ღვიძლს იცავს! 2 -10 ოქროს წესი, ძლიერი იმუნური სისტემისთვის! 3 -ყელის ტკივილის მოსაშორებლად, წარმოგიდგენთ ბუნებრივ მეთოდებს! 531 9-ს მოსწონს
|