x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეშმაკი და გოგონა

image


გზაზე მიდიოდა ეშმაკი და სურდა ვინმეს სული მიესაკუთრებინა. ჩვეულებრივ, ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებული ადამიანების ართმევენ სულებს. დაინახა მან ერთი გოგონა, რომელიც იდგა და იღმოდა. ეშმაკი მივიდა მასთან და ჰკითხა:
— რატომ იღიმი?
— იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ! მყავს შეყვარებული, რომელიც სულ მალე მოვა — უპასუხა გოგონამ.
ეშმკმა ხელი აიქნია და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორა. გოგონა კი ისევ იღიმოდა. ეშმაკს გაუკვირდა:
— რატომ იღიმი? მე თქვენ დაგაშორეთ!
გოგონამ უპასუხა: — შენ დაგვაშორე, მაგრამ შენ არ წაგიღია ბედნიერი მოგონებები, რომლებისთვისაც მე მისი მადლიერი ვარ!
ეშმაკმა კიდევ აიქნია ხელი და წაართვა გოგონას მეხსიერება. ხოლო გოგონა ისევ იღიმოდა. ეშმაკმა უთხრა:
— მე შენ მეხსიერება წაგართვი! შენ არ იცი ვინა ხარ, არ გახსოვს შენთვის საყვარელი ადამიანები! რატომ არის ისევ ღიმილი შენს სახეზე?!
გოგონამ უპასუხა:
— მე აღარ მახსოვს ვინ ვარ. მე არ მახსოვს ჩემი ახლობლები. მაგრამ, მე შემიძლია ისინი ახლიდან შევიძინო, ახლიდან შევიგრძნო სიყვარული! ეს მშვენიერია!
ეშმაკი გაბრაზდა:
— ა, ესე იგი საქმე გრძნობებშია! გრძნობები! და მან წაართვა გოგონას გრძნობის უნარი და მისი გული ცივი და გულგრილი გახადა. ის კი, ისევ იღიმოდა.
— ეხლა რაღაა? — წამოიყვირა ეშმაკმა.
— მე ვეღარაფერს ვგრძნობ. და მე იმოტომ ვიღიმი, რომ ამიერიდან, ჩემთვის ტკივილის მოყენებას ვეღარავინ შეძლებს! — თქვა მან.
ეშმაკმა შეხედა მას, კიდევ ერთხელ აიქნია ხელი და გვერძე გავიდა. ხოლო გოგონასთან მისი შეყარებული მივიდა და მხრებზე მოეხვია.
— მადლობა ძვირფასო, თორემ თითქოს ცივმა ნიავმა დაუბერა საიდანღაც, შენ ვერ იგრძენი? — ჩაიჩურჩულა მან.
— მე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ შენი ღიმილი ნებისმიერ ყინულს გაადნობს! — უპასუხა ახალგაზრდ კაცმა.

გოგონამ ისევ გაიღიმა, მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ხეივანს გაუყვნენ.
«ოპტიმისტი. კარგი, ამ ქვეყანაზე უამრავი სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული და გულგატეხილი ადამიანია». — გაიფიქრა ეშმაკმა და სხვა მსხვერპლის მოსაძებნად წავიდა.

0
409
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0