x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მკურნალობა მურაბით (+ «ხუთწუთიანი» მურაბის და სამკურნალო მურაბების რეცეპტები)

წლის ცივ სეზონზე ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ცხელი ჩაი და სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რასთან უკეთესია ჩაის მირთმევა? ბევრი ამ სეზონისთვის, ჯერ კიდევ ზაფხულში, მოემზადა და სხავდასხვა სახის მურაბა მოამზადა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ კონკრეტულად, რომელ მურაბას რა სარგებლობა მოაქვს.
მურაბა, ნებისმიერი სახის, ძალიან სასარგებლო პროდუქტი არის ორგანიზმისთვის – ნატურალური კენკრის, შაქრის და წყლის ნაზავი В ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, PP და Е ვიტამინს შეიცავს. თერმული დამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოცხალ ხილში და კენკრაში არსებული ბეტა-კაროტინი და ასკორბინის მჟავა არ ინახება, სამაგიეროდ ინახება სხვა ვიტამინები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი კენკრის ან ხილის არის და არა ჯემისებური.

image
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტკბილი პროდუქტი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. თუ გადაწყვიტეთ ჩაის მურაბით დალევა, მაშინ შაქარი აღარ უნდა ჩაყაროთ მასში. ხოლო თუ მურაბას თეთრ პურზე წაისვამთ და ისე მიირთმევთ, მაშინ გამოვა – ნახშირწყლებს+ნახშირწყლები, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, სასარგებლო არ არის. საერთოდ, ყველაზე სასარგებლო არის მხოლოდ მურაბის და ჩაის კომბინაცია: ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს სერატონინის გამომუშავებაში, და თუ ადამიანი, რაიმე მიზეზის გამო, არ ჭამს შოკოლადს, მაშინ შეუძლია მურაბა მიირთვას, ოღონდ ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე. და რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი არის სახლში მომზადებული მურაბა.
რაც შეეხება მურაბის მოხარშვის წესს, ზოგადად, შეიძლება იმის თქმა, რომ ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი არის ის მურაბა, რომელიც მთელი ხილის ან კენკრით არის მოხარშული. მაგალითად, თუ ეს არის ალუბალი, ბალი ან ქლიავი – კურკიანად უნდა მოიხარშოს, რადგან კურკებიც შეიცავს გარკვეულ ნივთიერებებს, რომლებიც ასევე კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და ამავდროულად, კურკა შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც არ იკარგება თერმული დამუშავების დროს.

ზოგიერთი მურაბა მხოლოდ სასარგებლო და გემრიელი კი არა, კარგი სამკურნალო საშუალებაც არის. ქვემოთ წარმოგიდგენთ «წამალი» მურაბების სიას:

image

ჟოლოს მურაბა

image

საუკეთესო წამალი არის გაციების და გრიპის დროს. გამოიყენება სიცხისდამწევ და ოფლსადენ საშუალებად. სასარგებლოა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, აუნჯობესებს გულის მუშაობას და ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. ჟოლოს მურაბას აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და შარმდენი თვისებები.

image

რეცეპტი:

image

ჟოლლო — 1 კგ.

შაქარი — 1, 5 კგ.

image

კენკრა მოათავსეთ ემალირებულ თასში 1-2 ფენად > დააყარეთ შაქარი და მაცივარში შედგით 8-10 საათი > ამის შემდეგ, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ 20 წუთი.

image

ბაბუაწვერას მურაბა

image

სასარგებლოა ჰეპატიტის, ქოლეცესტიტის და შარდ-კენჭოვანი დაავადება დროს. ის აღადგენს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაზიანებულ უჯრედებს და არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება ასთმის და ბრონქიტის დროს.

image

რეცეპტი:

image

მოაგროვეთ 360-400 გრამი ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილი, ყვავილსაჯდომიანად, მაგრამ ღერო ძირში უნდა იყოს მოჭრილი > ყვავილები გარეცხეთ > დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და 2 წუთი ადუღეთ > თუშფალანგი დადგით ემალირებულ თასზე > ზემოდან დააფინეთ მარლა > გადაწურეთ ნახარში, ხოლო მარლაზე დარჩენილი ყვავილები კარგად გაწურეთ > ნახარში ჩაყარეთ 7 ჭიქა შაქარი > დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღების მომენტიდან, 7 წუთი ადუღეთ.

image

შავი მოცხარის მურაბა

image

ეს მურაბა მინერალების, ვიტამინების და ანტიოქსიდების ნამდვილი საწყობი არის. თუ მურაბა სწორედ არის მომზადებული, ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

image

რეცეპტი:

image

მოცხარი — 1 კგ.

შაქარი — 1, 5 კგ.

წყალი — 1, 5 ჭიქა

image

გარეცხეთ მოცხარი > გააშრეთ > ჩაყარეთ მდუღარე სიროპში > ხარშეთ მხოლოდ 5 წუთი.

image

ძახველას მურაბა

image

ძალიან სასარგებლოა გაციების პირველი ნიშნების დროს. ასევე, ძალიან კარგია კანისთვის – აქრობს ანთებას და შველის აკნეს.

image

რეცეპტი:

image

ძახველას ნაყოფი მოაცილეთ ტოტებს და გარეცხეთ > მოათავსეთ თუშფალანგში და მდუღარე წყალი გადაავლეთ > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, კურკებთან ერთად > შეურიეთ შაქარს, გემოვნების მიხედვით და შეინახეთ მაცივარში.

კენკრა მწარე არის და ამიტომ ის პირველი ყინვის შემდეგ უნდა მოიკრიფოს. ყინვა რომ მოხვდება, სიმწარე გაუვლის და უფრო გემრიელი იქნება.

image

ცირცველის მურაბა

image

არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს არტერიულ წნევას. სასარგებლოა ათეროსკლეროზის, სისხლის შედედების დარღვევის, რევმატიზმის, ალერგიის და შაქრიანი დიაბეტის დროს. აუმჯობესებს ღვიძლის და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს.

image

რეცეპტი:

image

ცირცველი — 1 კგ.

შაქარი — 1, 5 კგ.

image

კენკრა გარეცხეთ > დაალბეთ მდუღარე წყალში 6-8 წუთი > გადაწურეთ წყალი და დაასხით ცხელი სიროფი (1 კგ შაქარი 1 ლ. წყალზე) > გააჩერეთ 2 საათი > დადგით ცეცხლზე და როდესაც ადუღდება, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი > გააჩერეთ 6-9 საათი > დააყარეთ 500 გრ. შაქარი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.

image

ქაცვის მურაბა

imageქაცვის მურაბა აძლიერებს იმუნიტეტს, მაგრამ მისი ყოველდღე მირთმევა არ შეიძლება. ის გაჯერებული არის ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელი არის.

image

რეცეპტი:

imageქაცვი — 1 კგ.

შაქარი — 1, 2 კგ.

imageოდნავ მოუმწიფებელი კენკრა გარეცხეთ > დააყარეთ შაქარი > 5-6 საათი დადგით გრილ ადგილზე > ქაცვის მიერ გამოშვებული წვენი დადგით ცეცხლზე > ქაფს რომ მოხდით, წვენი გადაანაწილეთ სტერილიზებულ ცხელ ქილებში > 0, 5 ლ. ქილები 15 წუთი ადუღეთ, ხოლო 1 ლ. – 20 წთ.
image

მარწყვის მურაბა

image

რაც შეეხება ხენდროს (მას შეცდომით მარწყვს ვეძახით) მურაბას, ის სასარგებლოა თირკმელების დაავადებების დროს, იმიტომ რომ დადებითად მოქმედებს თირკმელების ფილტრაციის ფუნქციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მურაბას შარმდენის ფუუნქცია აქვს.
გარდა ამისა, ხენდროს და მარწყვის ფოთლებს, შარმდენის გარდა, უროსეპტიკური თვისებებიც აქვს. ამ მცენარეების ფოთლებით გემრიელი და სასარგებლო ჩაის მომზადება შეიძლება.


image


იმის თქმა, თუ რომელი მურაბა არის ყველაზე სასარგებლო, მართლაც რომ რთულია. რადგან თითოეულ მათგანს თავისი, უნიკალური, სასარგებლო თვისებები აქვს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის «ხუთწუთიანი» არის.

image

მურაბა «ხუთწუთიანი»

image

1 კგ. ხილზე – 0, 8-1, 5 კგ. შაქარი არის საჭირო. მაგრამ, პროპორციებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შაქარი შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაამატოთ. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი სახის ხილიდან შეიძლება მურაბის მომზადება. თუ ხილი დიდი ზომის არის, ქერქი, კურკა და სხვა ნაწილები მოაცილეთ და რბილობი 2-3 სმ. სიდიდის ნაჭრებად დაჭერით.

1. გამზადებული ხილი (კენკრა) მოათავსეთ თასში და შაქარი დააყარეთ. ვიდრე წვენი გამოუვა, სასურველია გრილ ადგილზე დადგმა. დაელოდეთ, ვიდრე მთელი შაქარი არ გადნება, მაგრამ არაუგვიანეს 12 საათისა.

2. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > მოაცილეთ ქაფი, თან ფრთხილად ურიეთ, რომ შაქარი არ მიიწვას და არც ხილი დაზიანდეს > ხარშეთ 5 წუთი.

3. გააჩერეთ ასე 4-8 საათი > შემდეგ, დადგით ცეცხლზე და კიდევ 5 წთ. ადუღეთ.

4. საერთო ჯამში, იგივე წესით (4 სთ. გაგრილება, 5 წუთი დუღილი), 3-4-ჯერ უნდა წამოადუღოდ, ვიდრე მურაბა არ გასქელდება. ბოლო წამოდუღების წინ, გაასტერილეთ ქილები და თუნუქის სახურავები და როდესაც დაასრულებთ მომზადებას, მაშინვე ჩაასხით ქილებში, დაახურეთ თავსახურები და მოხუფეთ.

შენიშვნა: ცხელი მურაბის ჩასხმის დროს, ქილა რომ არ გასკდეს, ვიდრე მასში მურაბას ჩაასხავთ, ცოტა ხნით, გადმობრუნებილი ქილა მურაბის ორთქლზე გააჩერეთ.

imageP. S. გამზადებული მურაბის შეძენისას, დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ პროდუქტის შემადგენლობა და თუ აღნიშნული იქნება, რომ მასში მხოლოდ ხილი, შაქარი და წყალი შედის, თქვენს წინაშე კარგი მურაბაა, ხოლო თუ მის შემადგენლობაში საღებავი, Е ჯგუფის კონსერვანტები ან სხვა დანამატებია, მაშეი ასეთი მურაბის ყიდვა არა ღირს.

0
2815
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0