სხვა სკოლის სასადილოში კამერამ წარმოუდგენელი რამ დააფიქსირა - ეს ჩვენთან ალბათ არასოდეს მოხდება 2016, 29 ნოემბერი, 12:43 იაპონიაში სადილი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკვების მიღება. იმას, თუ რა არის მასში ასეთი უჩვეულო, შეიტყობთ საიტამში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ჩატარებული ვიდეო ექსკურსიიდან. გაიცანით, ეს იუია. დღეს იგი მოგვიყვება როგორ მიმდინარეობს სადილი მის სკოლაში. სკოლის სასადილოში 5 მზარეული 3 საათში ამზადებს სადილს 720 ადამიანისთვის. კარტოფილი, რომელსაც ისინი იყენებენ, მეექვსე კლასელების მიერ არის მოყვანილი სკოლის ფერმაში. დღეს სადილად არის თევზი მსხლის სოუსით (სხვათა შორის, მსხალიც სკოლის ბაღშია მოსული), პიურე, პური, ბოსტნეულის წვნიანი და რძე. მზარეულები საკვებს კონტეინერებში ანაწილებენ თითოეული კლასისთვის. ეს ყველაფერი ერთ ოთახში თავსდება. მე-4 გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები მადლობას უხდიან მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილებისთვის. ახლა სადილის დროა, რომელიც 45 წუთი გრძელდება. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც ერთი გაკვეთილი! მოსწავლეები თეთრ ხალათებს იცვამენ, ქუდებს იხურავენ და სახეზე ნიღბებს იკეთებენ. აუცილებლად იბანენ ხელებს და იყენებენ სანიტარულ გელს. მორიგეები საკვების კონტეინერების მოსატანად მიდიან. მაგრამ სანამ წამოიღებენ, ჯერ მადლობას უხდიან მზარეულებს სადილის მომზადებისთვის. დაბალკლასელებს სადილი ამგვარი ურიკებით გადააქვთ. ეს კი ცალკე მორიგეა რძისთვის. იგი ყველას სათითაოდ ურიგებს თითო პაკეტ რძეს. აქ წვნიანს ასხამენ. სერვირების შემდეგ მორიგეები ერთმანეთს ანგარიშს აბარებენ, ვის რამდენი საკვები დარჩა. ყველამ იცის, რომ საჭმელი ტყუილად არ უნდა გადაიყაროს! მასწავლებელიც ბავშვებთან ერთად სადილობს. ტრაპეზის დაწყებამდე იგი მოსწავლეებს ესაუბრება იმ პროდუქტების წარმოშობის შესახებ, რომლებიც მაგიდაზე უდევთ. სადილის შემდეგ ბავშვები გაითვლიან, რათა გამოვლინდეს ვის უნდა შეხვდეს დარჩენილი რძე ან თევზი. გადაყრა ხომ არაფრის შეიძლება! ბავშვები რძის პაკეტებს ხსნიან, ასწორებენ და ერთად აწყობენ, შემდეგ კი იგი გადასამუშავებლად იგზავნება. ტრაპეზის შემდეგ კბილების გამოწმენდის დროა. რძის პაკეტებს კალათში ათავსებენ, წყლით რეცხავენ, ერთი დღით ტოვებენ გასაშრობად, შემდეგ კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მიაქვთ, საიდანაც გადასამუშავებლად იგზავნება. ჭუჭყიანი ჭურჭელი მოსწავლეებს თავად მიაქვთ სამრეცხაოში. დაბალკლასელებს ჭურჭელი ურიკებით მიაქვთ ლიფტთან. 13:10-ზე დგება დასუფთავების დრო, რომელიც 20 წუთს გრძელდება. ბავშვები იატაკს წმენდენ კლასში, კორიდორში, ტუალეტში, გვიან ეზოს. ბავშვებს მცირე ასაკიდან ასწავლიან შრომას. მათ პატარაობიდანვე იციან, რომ პროდუქტების მოსაყვანად და, საერთოდ ყველაფრის მისაღწევად, მუშაობაა საჭირო... ასევე საინტერესოა: 1. მასწავლებლის მიერ მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა 2. მასწავლებელმა პირველკლასელებს ქალსა და კაცს შორის განსხვავება ასე აუხსნა - იხალისეთ! 3. რატომ სწავლობენ სკოლაში ბიჭები უფრო ცუდად? - მიზეზი, რომელზეც არავინ დაფიქრებულა 4. უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა 31515 10-ს მოსწონს 1-ს არა
|