საზოგადოება პიცის სახლში მიტანის სერვისმა დედა და სამი შვილი სიკვდილისგან იხსნა 2016, 29 ნოემბერი, 9:36 პიცის სახლში მიტანის სერვისმა დედა და მისი სამი შვილი სიკვდილისგან იხსნა. აი რა მოხდა დეტალურად.
სამი შვილის დედამ Cheryl Tredvey–მ ნამდვილი კოშმარი გადაიტანა. მისმა მეგობარმა ბიჭმა Nick–მა ერთ დღესაც მოულოდნელად აგრესიულად მოქცევა დაიწყო, ცოტახანში კი შერილისთვის ნათელი გახდა, რომ მისი ამგვარი ქმედება ნარკოტიკული ნივთიერებების ქვეშ ყოფნის შედეგად ხდებოდა. ნიკი დანით ემუქრებოდა დედას და მის სამ შვილს სიკვდილით დასჯას, თუ სახლიდან გასვლას ან სხვა რაიმე ქმედებას ჩაიდენდნენ. შერილი ჭკვიანი აღმოჩნდა და აი რითი მოახერხა გამოსავალის პოვნა. საბედნიეროდ შერილი არ დაიბნა, რაღა თქმა უნდა ისტერიკები არ გაუმართავს, მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას და ცოტახანში დაარწმუნა ნიკი შიმშილის მოტივით, რომ პიცის შეკვეთა სურდა, რადგან მას და ბავშვებსაც ძალიან მოშივდათ. ნიკისთვის პიცის შეკვეთა დამაჯერებელი აღმოჩნდა, ამიტომ მისცა ქალს უფლება დაერეკა ინტერნეტში განთავსებული პიცის რესტორნის ერთ–ერთ საიტზე. შერილმა მოკლე დროში შეძლო საიტის გვერდზე დაეტოვა კომენტარი "911– მძევლებს დაგვეხმარეთ"! რესტორნის თანამშრომლები რა სახის შეტყობინებას აღარ კითხულობდნენ საკუთარ ვებ–გვერდზე, თუმცა მსგავსი ტექსტი აქამდე არ ენახათ. მათ სულაც არ ჩათვალეს ეს ხუმრობად და სამაშველო–პოლიციას დაუკავშირდნენ. როდესაც პოლიცია მივიდა აღნიშნულ მისამართზე, შერილი სამ შვილთან ერთად ჯერ კიდევ მძევალი იყო, თუმცა სამართალდამცავების პროფესიონალურმა მიდგომამ, ტერორისტი ნიკი 20 წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ დაარწმუნა მძევლები გამოეშვა. ნიკმა გაუშვა ისინი და თავად ჩაბარდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იხილეთ აგრეთვე: ამ "სანტექნიკს" მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა- გაინტერესებთ რისთვის? თანამედროვე გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა სხვის გადასარჩენად მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით 1924 21-ს მოსწონს
|