x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით
იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ, მეტ ყურადღებას გამოიჩენთ სურსათში პროდუქციის შეძენისას, რადგან ერთი, შოკისმომგვრელი ამბავი სწრაფი ტირაჟირებით გავრცელდა, სადაც გაოგნებული ადამიანი ყვება ამ ამაზრზენ შემთხვევაზე. აი რას ყვება ქალაქ Cathy-ში მცხოვრები კაცი, ვინმე John Graves-ი.


"ჩემს სამი წლის შვილიშვილს ძალიან უყვარს გაზიანი სასმელები, ამიტომ ადგილობრივ სურსათში შევიძინე ორლიტრიანი ბოთლით და ავუტანე მას. გახარებულმა ბავშვმა მაშინვე გახსნა, მოსვა ცოტა, დაახურა სახურავი და დადო, ცოტახანში იგივე გაიმეორა და როდესაც სითხემ იკლო ბოთლში დალევის პროცესისგან, გამოჩნდა თუ როგორ ეგდო შიგნით გამომხრჩვალი მღრღნელი"- სასოწარკვეთილი პაპა-ჯონი ყვება ამბავს.


imageimage


უფროსები არ დაიბნენ და მაშინვე წაიყვანეს ბავშვი პედიატრთან ანალიზების ჩასაბარებლად. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მომხდარით ძალიან შეშფოთდნენ უფროსები.



სურსათის ადმინისტრაციამ კი, სადაც ჯონმა შეიძინა გაზიანი სასმელი, განაცხადა, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის თუ რა სახის ამაზრზენ მწერსა თუ მღრღნელს აღმოაჩენს პროდუქტში მომხმარებელი, ისინი საქონელს დალუქული სახით იღებენ და საჩივარი კი მწარმოებლებზე უნდა დაიწეროს, ვინაიდან გაზიანი სასმელი დალუქული სახურავით მიიღეს, იქ მღრღნელი- ვირთხა მაღაზიიდან ვერ აღმოჩნდებოდა, ამ შეცდომას ქარხანაში, წარმოების დროს აქვს ადგილი.


მწარმოებელმა კომპანიამ მომხდარზე პასუხისგების აცილება ასეთი კომენტარით სცადა- ავტომატური კონვეიერი დიდი სისწრაფით და სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს, აქედან გამომდინარე კი მღრღნელები იქ ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ.


Houston-ის უნივერსიტეტის უვნებლობის ექსპერტებმა კი განაცხადეს, რომ ადვილი შესაძლებელია ვირთხა ჩაძვრეს ბოთლში, რადგან მათი სხეული ისეთი ელასტიურია, შეუძლიათ ხუთ კაპიკიანის (ძველი ხურდა ფული) ტოლა ხვრელშიც კი შეძვრეს.


ნებისმიერ შემთხვევაში კი მინდა შეგახსენოთ, რომ სრული სიფრთხილე გამოიჩინოთ პროდუქციის შეძენის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება.



P.S. (თუმცა, ეს თემა ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა მოუნდეს პაპას, სამი წლის შვილიშვილისთვის ჯანმრთელობისთვის მავნე- გაზიანი სასმელის მიტანა, ცოტაა სასარგებლო ტკბილეული?!)




5
1014
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1014
  
2017, 1 ოქტომბერი, 10:43
ჯერ გაზიანი სასმელია თავად საწამლავი და ახლა პლუს კიდევ ვირთხა...
2016, 25 ნოემბერი, 19:42
ზაზუნებსაც და თაგვებსაც ელასტიური სხეული აქვთ და შეუძლიათ საკმაოდ მომცრო ხვრელში შეძვრომა. საბედნიეროდ მსგავს ფაქტს პირადად არ შევსწრებივარ არასოდეს.
2016, 25 ნოემბერი, 19:41
ზუსტად მასე ვარ, წელიწადში 2 კათხა ლუდს თუ დავლევ :)) თუმცა ლუდზე კიდევ უარესი ამბავი ვიცი :(( შეგნებულად არ დავასახელებ ლუდს, რადგან ანტირეკლამაში არ ჩამეთვალოს და სანდო წყაროებიდან ვიცი რომ ერთ–ერთი ბრენდული ლუდის ქარხანაში მუშა, რომელიც თვალყურს ადევნებდა ხარშვას, შიგნით ჩავარდა, მხოლოდ მეორე დილას იპოვა ის შემცვლელმა თანამშრომელმა, საცოდავი კაცის გვამი ამოიღეს ლუდიდან, ლუდი კი ჩამოასხეს და გაუშვეს გასაყიდად. ეს და სხვა ბევრი ამაზრზენი ამბავი ვიცი ჩვენს ქართულ პროდუქციაზე :((
2016, 25 ნოემბერი, 18:07
ადრე მეც აღმოვაჩინე ერთხელ პატარა წრუწუნა,პატარა შუშის ბოთლებით რო იყიდებოდა ლიმონათები თუ გახსოვთ,მაგრამ ბოთლის ხვრელთან შედარებით მართლა დიდი იყო
2016, 25 ნოემბერი, 16:22
საერთოდ არა ვსვავ გაზიან გამაგრილებელ სასმელებს, შეიძლება წელიწადში 1-2 ჯერ დავლიო სადმე ცოტა... მე უფრო ლუდის მოყვარული ვარ, თუმცა ლოთი არ გეგონოთ ცოტ-ცოტას გეახლებით ხოლმე :)))
0 1 5