x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მართვის მოწმობის აღება 16 წლის ასაკიდან გახდა შესაძლებელი
სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ სიახლე მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული საკითხების უკეთესობისკენ შეცვლის შესახებ, სადაც ნიმუშად მოყვანილ ნახატ ფოტოებს ჩაანაცვლებს ქალაქის გზების ამსახველი რეალური ფოტოები და ვიდეოები, რაც უზრუნველყოფს თეორიული ბილეთების მარტივად შესწავლას და არა თვალითი სიზეპირეს. ჟურნალისტების განცხადებით ამ წლის (2015) 25 თებერვალს კი ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად მოზარდებს უკვე 16 წლიდან შეეძლებათ მართვის მოწმობის აღება.


image


ამ კანონის ცვლილების შესაბამისად, მაშასადამე მართვის მოწმობის აღება შეეძლებათ 16 წლის პირებს, თუმცა აქვე დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად: მართვის უფლების მისაღებად ესა თუ ის პირი გამოცდაზე დაიშვება ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიენიჭება ” A” ან/და “B ” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა.


image




აქვე- 16 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებულ პირს ეკრძალება: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო საშუალებით, ტაქსით ან შემოსავლის მიღების მიზნით, ასევე ეკრძალება შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება.



რამდენად გამართლებულია ასაკობრივი ზღვარის დაწევა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მომატებული რისკის მქონე უფლებით არასრულწლოვანის აღჭურვას?


"ადრეულ ასაკში ადამიანის ტვინი ბევრად უფრო აქტიურია. მათ გააჩნიათ ავტომანქანის მართვის სწავლის მაღალი უნარი. აგრეთვე გასათვალისწინებელია საქართველოში დღეს-დღეობით გზებზე არსებული ვითარება - საგზაო წესების დაცვას ვერ ახორციელებს მძღოლთა დიდი ნაწილი. დავაკვირდეთ თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილება უკვე 16 წლიდან მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის ხარისხზე და მოძრაობის უსაფრთხოებაზე"- გვინმარტავენ ქ. ლეიდენის უნივერსიტეტთან არსებული თავის ტვინის ლაბორანტები და ჩვენი კანონმდებლები.


imageimage



როგორც ცხადია მსგავსი კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მიმართ 16 წლის ასაკიდან დაშვებულია ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.



P.S. ისღა დამრჩენია დაგემშვიდობოთ ამ სიახლით და მათ, ვინც ემზადებით მართვის მოწმობის ასაღებად, გისურვოდ წარმატებები და როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე- "სულ მწვანეზე გევლოთ".

17
8816
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
8816
  
2016, 10 დეკემბერი, 19:37
ეს ორი წლის წინანდელი სტატიაა, ხელისუფლება წარა–მარა ახალ რეფორმებს იმუშავებს, ამიტომ ვერ გეტყვით მე რა და როგორაა ამჟამად შესაძლებელი, ცხელ ხაზზე დარეკეთ, ან შესაბამის ორგანიზაციებს
მიმართედ.
2016, 10 დეკემბერი, 18:15
მაინტერესებს შესაძლებელია თუარა 16 წლის პირისთვის მართვის მოწმობის აღება ?
2016, 7 დეკემბერი, 22:51
შემიჩლია თუ არა ავიგო 16 წლისას მართვის მოწმობა უკვე ვარ 16 წლის და სემიძლია ავიგო მარტვის მოწმობა?
2016, 26 აგვისტო, 10:08
მოგესალმებით!
ვარ 1999 წლის 24 აგვისტოს დაბადებული, ორი დღის წინ გავხდი 17 წლის...
იმის გამო რომ სკოლაში 7 წლის მიმიყვანეს ახლა მხოლოდ მე-10 კლასი მაქვს დამთავრებული, წელს უნდა მივიდე მე-11 კლასში...
მაინტერესებს რა პროცედურებია საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად???
2016, 27 თებერვალი, 22:17
2015 წლის განცხადებაა ეგ და მერე რო ვიკითხე არ მოგცემენ 17 წლამდე მართვის მოწმობასო
2016, 27 თებერვალი, 21:58
აუ მინდა აგება და როგორ ავიგოო პირადობა მჭირდება???
2016, 27 თებერვალი, 21:57
მიტხარი აბა მაგ შინაგან საქმეთ სამინისტროს ნომერი
2016, 26 თებერვალი, 18:59
და როდესაც ვარ 17 წლის ავტო სკოლის დამადასტურებელი საბუთი მჭირდება გამიშვებენ ის ეგამოცხდაზე გთხოვთ ამიხსნათ
2015, 5 მარტი, 14:39
მადლობა
2015, 5 მარტი, 14:36
კარგი სტატიაა..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10