x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
" პატიოსანი ადამიანი სხვას ისეთს არაფერს ურჩევს, რასაც თვითონ არ გამოსცდის და მისი შესრულების შესაძლებლობაში დარწმუნებული არ იქნება" - ბრძნული იგავი პატიოსნებაზე

პატიოსნება — ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული და ამავდროულად, რთული თვისებაა. იყო პატიოსანი — ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებს, არა მარტო სახე, არამედ, საკუთარი სულიც აჩვენო. ყველაზე რთული კი, საკუთარი თავის მიმართ პატიოსნება არის და თუ რამდენად რთულია, ამის შესახებ, ქვემოთ მოთხრობილ იგავში არის გადმოცემული.

ჯალალედინ რუმი (XIII საუკუნის ირანელი სწავლული და პოეტი) იმდენად პატივსაცემი ადამიანი იყო საკუთარ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ, რომ მასთან რჩევისთვის, უამრავი ადამიანი მიდიოდა. ერთხელ რუმთან მეზობელი ქალი მივიდა, პატარა ბიჭთან ერთად და უთხრა: image— რა აღარ ვცადე, მაგრამ ამ ბავშვს ვერაფერი გავაგებინე. ის მეტისმეტად ბევრ ტკბილეულს ჭამს და ძალიან გთხოვთ, თქვენ უთხარით, რომ ეს კარგი არ არის. თქვენ დაგიჯერებთ, რადგან დიდ პატივს გცემთ.
რუმმა შეხედა ბავშვს, მის თვალებში უსაზღვრო ნდობა ამოიკითხა და მეზობელს უთხრა, რომ სამი კვირის შემდეგ მისულიყვნენ.

ქალი გაკვირვებული დარჩა. ეს ხომ უმარტივესი რამ იყო! «გაუგებარია… ხალხი მასთან შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდა და ბრძენი, მათ ბევრად უფრო რთული პრობლემების მოგვარებაში დახმარებია…» – გაიფიქრა მან. მაგრამ, მეზობელს დაუჯერა და დათქმულ დროს, ისევ მივიდა. ბრძენმა შეხედა ბავშვს და ისევ თქვა— «სამი კვირის შემდეგ კიდევ მოდითო».
ქალმა ვეღარ მოითმინა და მოკრძალებით იკითხა, თუ რაში იყო საქმე. მაგრამ, კითხვაზე პასუხის ნაცვლად, მასპინძელმა ისევ სამი კვირის შემდეგ სთხოვა მისვლა.
როდესაც ბრძენთან დედა-შვილი მესამედ მივიდა, მან ბავშვს შეხედა და უთხრა:

— შვილო, მოუსმინე ჩემს რჩევას, ნუ ჭამ ბევრ ტკბილეულს, ის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

— რადგან თქვენ მირჩევთ, მე ამას აუცილებლად შევასრულებ, — უპასუხა ბიჭმა.
ამის შემდეგ, დედამ ბავშვი სახლში გაუშვა. როდესაც ის გავიდა, მან ბრძენს ჰკითხა, თუ რატომ არ მისცა ბავშვს რჩევა პირველსავე მისვლაზე, ეს ხომ ასე მარტივი იყო?

და ჯალალედინმა აღიარა, რომ მასაც ძალიან უყვარდა ტკბილეული და ვიდრე ბავშვს ასეთ რჩევას მისცემდა, მას თავად მოუხდა ამ სისუსტეზე უარის თქმა. თავდან გადაწყვიტა, რომ ამისთვის, 3 კვირა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ შეცდა...
ნამდვილი პატიოსნება სწორედ ეს არის – პატიოსანი ადამიანი, სხვას ისეთს არაფერს ურჩევს, რასაც თვითონ არ გამოსცდის და მისი შესრულების შესაძლებლობაში დარწმუნებული არ იქნება.
imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ცხოვრებაში?
იგავი უდიდესი სიბრძნით
5 მოკლე ისტორია ცხოვრებასა და გრძნობებზე

0
183
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0