სიახლეები რატომ არ უნდა მივირთვათ ციტრუსი ზამთარში - ექიმების სენსაციური განცხადება 2016, 28 ნოემბერი, 14:59 ![]() ციტრუსები ადამიანის ორგანიზმს ენერგიას ართმევს, ვიტამინი С კი სულაც არ კურნავს გაციებას - ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა კარლ-ჰაინც ვაგნერმა, ავსტრიელმა მეცნიერმა, დიეტოლოგმა და კვების ექსპერტმა. ![]() ![]() საკმარისი რაოდენობით С ვიტამინის მიღება ადამიანს შეუძლია უამრავი სხვა პროდუქტისგან, მაგალითად ხორციანი სუპებისა თუ მოთუშული ბოსტნეულისგან, რომლებსაც სპეციალური სანელებლებით შევკაზმავთ (დაფნის ფოთოლი, კოჭა, კვლიავი). С ვიტამინი ნარჩუნდება ასევე ხორცის პროდუქტებსა და გაყინულ ბოსტნეულსა და ხილში. ![]() თუ С ვიტამინზე ვისაუბრებთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, იგი არანაირ არსებით გავლენას არ ახდენს არც ორგანიზმის დაცვაზე მწვავე რესპირატორული დაავადებებისგან და არც მკურნალობის პროცესზე. მას შეუძლია მხოლოდ ოდნავ შეამოკლოს ავადმყოფობის ხანგრძლივობა ზოგიერთ ადამიანში და ოდნაც გააძლიეროს იმუნური სისტემა ორგანიზმისთვის ექსტრემალურ პირობებში. მიუხედავად ამისა, С ვიტამინი ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან აძლიერებს ორგანიზმის უჯრედების დაცვას. განსაკუთრებით აუცილებელია იგი მწეველებისთვის, რადგან უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან. ამიტომ, ციტრუსი სრულიად არ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან და ზამთრის პერიოდში მივიღოთ შეზღუდული რაოდენობით. ![]() ასევე გაითვალისწინეთ: 1. გაციების სამკურნალო ხალხური მეთოდები, რომლებიც სინამდვილეში სახიფათოა 2. პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებს 3. როგორ მივირთვათ შაქარი ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს - ეს უნდა ვიცოდეთ! 4. 6 პროდუქტი, რომელთა ჭამა უზმოზე არ შეიძლება - ეს უნდა იცოდეთ! 5. 9 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას უწყობს ხელს 8230 8-ს მოსწონს 1-ს არა
|