სიახლეები 2016 წლის 10 ყველაზე პოპულარული(გაყიდვადი) ავტომობილი მსოფლიოში 2016, 25 ნოემბერი, 22:00 Focus2move-მ შეისწავლა მსოფლიო ავტობაზრის 2016 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები და გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სია.ბოლო წლების ტრადიცია გრძელდება და მსოფლიო ბაზარს ერთპიროვნულად ლიდერობენ იაპონური ავტომობილები.მსოფლიო მასშტაბით ამომავალი მზის ქვეყანამ წელს 5 მლნ.-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ხოლო ლიდერთა შორის ლიდერი კვლავ უცვლელად Toyota Corolla მოგვევლინა.წელს კონცერნმა თითქმის 1 მილიონი ავტომობილი გაყიდა, თუმცა შარშანდელთან შედარებით გაყიდვებმა 2, 4%-ით მოიკლო.
წელს მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, 10 ყველაზე პოპულარული ავტომობლების სიაში გამოჩნდა Honda Civic -ი.ჩამოიტოვა უკან რა Chevrolet Silverado.ხოლო კროსოვერმა Hyundai Tucson-მა, რომელსაც შარშან რეიტინგში მოკრძალებული 71-ე ადგილი ეკავა უცებ 12-ე ადგილზე გადაინაცვლა(16, 6% მატება).მკვეთრად დაეცა Ford Fiesta-ს გაყიდვები. შარშანდელთან შედარებით 11-ე ადგილიდან წელს 22-ზე გადაინაცვლა. ახლა კი გავეცნოთ 2016 წლის 10 ყველაზე გაყიდვად ავტომობილს. 1. Toyota Corolla — 945 812 ც. (-2, 4%) 2. Volkswagen Golf — 730 178 ც. (-7, 1%) 3. Ford F-Series — 728 665 ც. (+8, 4%) 4. Ford Focus — 563 558 ც. (-12, 4%) 5. Hyundai Elantra — 555 164 ც. (-3%) 6. Volkswagen Polo — 542 775 ც. (+1, 4%) 7. Toyota RAV4 — 536 330 ც. (+9, 9%) 8. Honda CR-V — 534 684 ც. (+5, 8%) 9. Toyota Camry — 499 543 ც. (-11, 9%) 10. Honda Civic — 483 425 ც. (+16, 6%) იხილეთ აგრეთვე:მსოფლიოს ყველა დროის 11 ყველაზე გაყიდვადი(პოპულარული) ავტომობილი 323 6-ს მოსწონს 1-ს არა
|