ქალი და მამაკაცი ის ისეთი არ არის-კრიშტიანუ რონალდუს ქალები 2016, 24 ნოემბერი, 13:27 კვლავ არ ცხრება კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ვნებათაღელვა, მისი სენსაციური განცხადების შესახებ, რომ იგი გეია, რომელიც "ატლეტიკოს" ფეხბურთელთან კოკესთან კამათის შემდეგ "აღიარა", ბევრი ვარაუდობს, რომ ეს იყო ლინგვისტური გაუგებრობა, უბრალოდ ფეხბურთელმა კეკესთან კამათის დროს ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაე შენ თვალში გეი ვიყო, სამაგიეროდ უზომოდ მდიდარი ვარო... მოკლედ ეს წამოსროლილი ფრაზა დღემდე გაუგებარია(შეიძლება თვითონ რონალდუსთვისაც), ზოგი გამოცემა ვარაუდობს, რომ შესაძლებელია კეკეს წამოსროლი ფრაზა რონალდუს ჰოლანდიელ კიგბოქსიორთან ბადრ ჰარისთან მეგობრობას უკავშირდებოდეს. თუმცა ესპანური და პორტუგალიული პრესა მინიმუმ 30 მოდელთან ურთიერთობას მაინც ითვლის, აღარავინ თვლის კიდევ უამრავ თაყვანისმცემელ ქალებს, ტელეწამყვანებს თუ მსახიობებს. intermedia გთავაზობთ მინიმუმ 11 ქალის სიას, რომელსაც რონალდუს ურთიერთობა ჰქონდა და ამტკიცებს მის ჰეტეროსექსუალობას. 495 7-ს მოსწონს 1-ს არა
|