x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რისი გაკეთება მოასწრო ფრედი მერკურიმ,როდესაც გაიგო,რომ შიდსით იყო დაავადებული

image


1991 წლის 23 ნოემბერს ფრედი მერკურიმ დაადასტურა, რომ შიდსით არის დაავადებული, მეორე დღეს 24 ნოემბერს როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვოკალისტი გარდაიცვალა.


ხუთი წლის წინ მან გაიარა შიდსის ტესტირება, რომელიც დადებითი აღმოჩნდა, რა მოასწრო მუსიკოსმა ამ ხნის განმავლობაში?


"რაც უფრო მეტია ჩემი პრობლემები, მით უკეთესია ჩემი სიმღერები"(ფრედი მერკური)




პირველი რაც გააკეთა მიუნხენში დაიწყო თავის სოლო ალბომზე მუშაობა, რომელიც Mr. Bad Guy-ის სახელწოდებით გამოვიდა, მერკურის სპეციალურად აირჩია ეს სახელი, რომ ხაზი გაესვა ის ნამდვილად "ცუდი ბიჭია".


ფრედის უნდოდა სოლო კარიერის გაგრძელება და როგორც თვითონ განაცხადა, მოუწია თავიდან თვითდამკვიდრება, მაგრამ Queen-მა ერთი წლის შემდეგ გამართა ლეგენდარული კონცერტი ბუდაპეშტში, რომელსაც 80 000 მაყურებელი ესწრებოდა, ფრედიმ ეს კონცერტი თეატრალიზებურ წარმოდგენად აქცია.

image

ფრედის უკანასკნელი კონცერტი Queen -თან ერთად 1986 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ლონდონში, მაშინ კონცერტს 300 000 მაყურებელი ესწრებოდა.


"მახსოვს უკანასკნელ კონცერტზე ფრედი ამბობდა:"აღარ შემიძლია ამის დედაც..."(ბრაიან მეი-Queen -ის გიტარისტი)



1987 წელს ფრედიმ შეწყვიტა სოლოკარიერა, ხოლო მთლიანად პასიური იყო ეს წელი Queen-ისთვისაც, თუ არ ჩავთვლით ფრედის სოლოსიმღერას "The Great Pretender".

იმავე წელს ფრედიმ პირველად ნახა მონსერატ კაბალიე ლონდონში კონცერტზე.ფრედი სავარძელში იჯდა და პატარა ბავშვივით ცმუკავდა და თითს იშვერდა ოპერის მომღერლისკენ, ზუსტად ისე, როდესაც 12 წლის იყო და პირველად ნახა Beatles-ი სცენაზე.


1988 წელს გამოვიდა მათი ერთობლივი ალბომი "Barcelona", ამავე სახელწოდების სიმღერა ჰიმნად იქცა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე, თუმცა ფრედი უკვე ამას ვეღარ მოესწრო.



1989 წელს გამოვიდა Queen-ის ახალი ალბომი The Miracle.(სასწაული)..მართლაც "სასწაული" ხდებოდა ფრედის თავს, ზუსტად ამ პერიოდში იგი გახდა, თმები გაცვივდა, თუმცა უარყოფდა, რომ ავად იყო, მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებმა იცოდნენ მისი ავადმყოფობის შესახებ. ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ახალ ალბომს მსოფლიო ტურნე არ მოჰყვებოდა, რეალურად ამის მიზეზი ფრედის უძლური მდგომარეობა იყო.


1991 წლის თებერვალში ფრედი შევიდა სტუდიაში, რომ ახალი კლიპი "I'm Going Slightly Mad" გადაეღოთ, გადამღები ჯგუფი შოკირებული იყო, სუფთად გაპარსული და დაკუნთული მერკურის მაგივრად მათ წინაშე იდგა მოჩვენება, გადაღებები შესვენებებით მიდიოდა, ფრედის დიდხანს არ შეეძლო ფეხზე დგომა ამიტომ საგრიმიოროში საწოლი დაუდგეს, რომ მომღერალს მოესვენა.ყველა ერიდებოდა ხმამაღლა სიტყვა -შიდსის წარმოთქმას.


კლიპისთვის მერკურის გრიმის მსხვილი ფენა წაუსვეს, ხოლო თავზე პარიკი გაუკეთეს, მისი სიგამხდრე რომ დაემალათ კოსტუმის შიგნით სქელი კოფთა ჩააცვეს.




იმავე წლის თებერვალში გამოვიდა Queen-ის უკანასკნელი ალბომი მერკურისთან ერთად "Innuendo", ხოლო სიმღერა "Show Must Go On" მერკურის გედის სიმღერად იქცა, კომპოზიცია ბრაიან მეიმ დაწერა, რომელიც ერთ-ერთი პირველმა იცოდა მისი ავადმყოფობის შესახებ.


ბრაიან მეიმ ნიმუშისთვის იმღერა ეს სიმღერა, მაგრამ ბრაიანისთვის ძალიან
მაღალ ტონალობაში იყო, ამიტომ ფალცეტი გამოუვიდა."ფრედი შეძლებ?"-შეეკითხა
მეი.მან უპასუხა:"შევძლებ.... მე მგონი ძვირფასო"(I’ll f…king do it,
darling).გადაკრა ერთი ჭიქა არაყი და ერთ დუბლში ჩაწერა.




1991 წლის 23 ნოემბერს ფრედი გააკეთა განცხადება:"ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრესაში დადის ხმები ჩემს შესახებ და მე ვადასტურებ:სისხლის ანალიზმა დაადასტურა აივინფექცია, მე მაქვს შიდსი.აქამდე საჭიროდ მიმაჩნდა ეს ინფორმაცია საიდუმლო ყოფილიყო, რომ არ ენერვიულად ჩემს ნათესავებს და ახლობლებს, ახლა კი მოვიდა დრო გავუმჟღავნო სიმართლე ჩემს მეგობრებს და თაყვანისმცემლებს მთელ მსოფლიოში.იმედი მაქვს, რომ ყველა შემოგვიერთდება ამ საშინელ სენთან საბრძოლველად.'


მეორე დღეს მერკური გარდაიცვალა, როგორც თვითონ დაიბარა, დაკრძალვის ცერემონიაზე ისმოდა ლოცვები ძველირანულ ენაზე, ჟღერდა მისი საყვარელი ანიტა ფრანკლინის სიმღერები, არია ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "ტრუბადური", რომელსაც მონსერატ კაბალიე ასრულებდა, შემდეგ მის გვამს კრემაცია გაუკეთეს, ანდერძის მიხედვით მხოლოდ "მისი მთელი ცხოვრების სიყვარულმა" მერი ოსტინმა იცის სად განისვენებს მისი ფერფლი.


image



იხილეთ აგრეთვე:საინტერესო ფაქტები ლეგენდარულ როკ-ჰიტებზე


მსოფლიოს ყველაზე ზეგავლენიანი როკ-ჯგუფები


ყველა დროის 100 საუკეთესო ჰარდ-როკ სიმღერა

0
3024
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0