ქალი და მამაკაცი ტესტი, რომლითაც მიხვდებით ქალის აზროვნება გაქვთ თუ კაცის - დადასტურებულია მეცნიერების მიერ! 2016, 23 ნოემბერი, 14:53 გთავაზობთ ძალიან მარტივ ტესტს, რომელიც ეფუძნება ენი მოირისა და დევიდ ჯესელის წიგნს ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებების შესახებ - "Brainsex: Real Difference Between Men and Women". ტესტში მოცემულია შეკითხვები სავარაუდო პასუხებით. აღნიშნული ტესტის საშუალებით უკვე ჩატარდა რამდენმე კვლევა და შედეგებმა გამოავლინა ძალიან მაღალი კორელაცია ადამიანის ფიზიკურ და "მენტალურ" სქესს შორის. სცადეთ თქვენც და გაიგეთ რომელი სქესისათვის დამახასიათებელი აზროვნება გაქვთ. მაშ ასე, უპასუხეთ შეკითხვებს და თან დათვალეთ მიღებული ქულები: 1. მოულოდნელად გაიგონეთ დაბალ ხმაზე კატის კნავილი. შეგიძლიათ თუ არა კატის მდებარეობის განსაზღვრა თავის მიუბრუნებლად? ა) თუ ცოტათი დავფიქრდები, შევძლებ გავარკვიო სად არის. ბ) მაშინვე შევძლებ. გ) დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ მივხვდე თუ სად არის კატა. 2. რამდენად მარტივად შეგიძლიათ გახსენოთ პირველად ახლახანს მოსმენილი სიმღერის სიტყვები? ა) თქვენთვის ეს ძალიან მარტივია, ნაწყვეტის წამღერებასაც კი შეძლებთ. ბ) შეგიძლიათ წაიმღეროთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მარტივი და რიტმული სიმღერაა. ვ) გაგიჭირდებათ. 3. თქვენ გირეკავთ ადამიანი, რომელსაც რამდენჯერმე შეხვდით. ადვილად იცნობთ მას ხმაზე, თუ საუბრის დასაწყისში თავი თავად არ წარმოგდგინათ? ა) საკმაოდ ადვილად ვიცნობ. ბ) 100-დან 50 შემთხვევაში ვიცნობ. გ) ვიცნობ 100-დან 50-ზე ნაკლებ შემთხვევაში. 4. თქვენ დროს ატარებთ ცოლიანი მამაკაცების წრეში. მათგან ორს საიდუმლო რომანი აქვს. შეძლებთ თუ არა შენიშნოთ ეს? ა) თითქმის ყოველთვის. ბ) შემთხვევათა 50%-ში შევძლებ. გ) გამიჭირდება. 5. წვეულების დროს რამდენიმე ადამიანთან წარგადგინეს. მეორე დთეს მათი სახელების ხსენებაზე ადვილად გაიხსენებთ მათ სახეებს? ა) თითქმის ყველას გაიხსენებთ. ბ) ზოგიერთს გაიხსენებთ. გ) ალბათ ერთსაც ვერ გაიხსენებთ. 6. რამდენად კარგად გამოგდიოდათ სკოლაში მართლწერა და თემების წერა? ა) ორივე მიადვილდებოდა. ბ) ერთ-ერთი მიადვილდებოდა. გ) ორივე მიძნელდებოდა. 7. თქვენ მანაქანის პარკირებისთვის თავისუფალი ადგილი შენიშნეთ, მაგრამ იქ მანქანის დასაყენებლად უკანა სიჩქარის ჩართვა დაგჭირდებათ, მანევრისთვის ადგილი კი ცოტაა. როგორ მოიქცევით? ა) სხვა ადგილის ძებნას დაიწყებთ. ბ) ფრთხილად შეასრულებთ მანევრს. გ) არც დაფიქრდებით, ისე ჩააყენებთ მანქანას ამ ადილზე. 8. სამი დღე უცნობ სოფელში გაატარეთ და ვიღაც გეკითხებათ, რომელი მიმართულებითაა ჩრდილოეთი: ა) სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ უპასუხოთ. ბ) დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ თუ დაფიქრდებით, შეძლებთ უპასუხოთ. გ) მაშინვე მიუთითებთ ჩრდილოეთით. 9. სტომატოლოგთან მიხვედით და ელოდებით მოსაცდელში თქვენივე სქესის წარმომადგენელ რამდენიმე ადამიანთან ერთად. რამდენად ახლოს შეგიძლიათ დაჯდეთ ვინმეს გვერდით ისე, რომ არ იგრძნოთ უხერხულობა? ა) 15 სმ-ზე ნაკლები სიახლოვით. ბ) 15-დან 60 სმ-მდე. გ) 60 სმ და მეტი. 10. თქვენ გაიცანით ახალი მეზობელი. ოთახში სიჩუმეა, ისმის მხოლოდ, როგორ წვეთს წყალი ონკანიდან. ა) ხმას მაშინვე შეამჩნევთ, მაგრამ შეეცდებით არ შეიმჩნიოთ. ბ) თუ ხმას შეამჩნევთ, ეტყვით სახლის პატრონს ამის შესახებ. გ) ალბათ საერთოდ ვერ შეამჩნევ ამ ხმას. ახლა კი დააჯამეთ ქულები: მამაკაცები: (ა) — 10 ქულა, (ბ) — 5 ქულა, (გ) — (–5) ქულა. ქალები: (ა) — 15 ქულა, (ბ) — 5 ქულა, (გ) — (–5) ქულა. უპასუხო კითხვები — 5 ქულა. მამაკაცთა უმრავლესობა მოაგროვებს 0-დან 60 ქულამდე. ქალების უმრავლესობა — 50-დან 100-მდე. მამაკაცები, რომლებიც 0 ქულაზე ნაკლებს და ქალები, რომლებიც 100 ქულაზე მეტს მოაგროვებენ, გამონაკლისს წარმოადგენენ; შეიძლება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში მათ სერიოზული სირთულეები აქვთ და ნაკლებად ესმით თანამოსაუბრის. საინტერესოა ასევე: 1. მეცნიერებმა დაადგინეს როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგ (+ვიდეო) 2. იპოვეთ თქვენი თავი ამ ხეზე და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა - სცადეთ! 3. ექსპრეს-ტესტი, რომელიც გიჩვენებთ გჭირდებათ თუ არა სათვალე 4. დააკვირდით ამ გოგონას და ნახავთ როგორი აზროვნება გაქვთ: ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენს IQ-ს გაჩვენებთ 1910 5-ს მოსწონს 1-ს არა
|