x
image
natia.a
ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა!
image

ამა წლის აპრილში, როსარქივი, რომელიც რუსეთი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურს დაექვემდებარა. სტატუსის ცვლილება ახსნილი იქნა მასში დაცული მასალების განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობით. სანამ ექსპერტები თავს იტეხდნენ იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, გაზეთ "პრეზიდენტში" გამოჩნდა ისტორიული გამოძიება. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სამეფო ოჯახი არ დახვრეტილა. ყველა მათგანმა განვლო ხანგრძლივი ცხოვრება, ხოლო თავად მეფის ძემ, ალექსეიმ საკმაოდ კარგი კარიერაც კი გაიკეთა სსრკ-ში.

უფლისწული ალექსეი ნიკოლაის ძე რომანოვის სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ალექსეი ნიკოლაის ძე კოსიგინად ტრანსფორმაციაზე პირველად ჯერ კიდევ გარდაქმნის (პერესტროიკის) დროს დაიწყო საუბარი. ინფორმაციამ პარტიული არქივიდან გაჟონა. თუმცა მას ისტორიულ ანეგდოტად უფრო მიიჩნევდნენ. მაგრამ ეჭვი მაინც არსებობდა. სამეფო ოჯახის ცხედრები ხომ არავის უნახავს, ხოლო მათი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ხმები ყოველთვის დადიოდა. და აი, ვითომდა დახვრეტილი ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია ჩნდება გაზეთში, რომელსაც სკანდალურს ნაკლებად თუ ვუწოდებთ.

"- შესაძლებელი იყო იპატიევის სახლიდან გაქცევა ან გაპარვა? აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა! - წერს გაზეთ "პრეზიდენტში" ისტორიკოსი სერგეი ჟელენკოვი. - შორიახლოს ფაბრიკა იყო. 1905 წელს, სახლის მეპატრონემ ფაბრიკამდე გათხარა საიდუმლო გასასვლელი, იმ შემთხვევისთვის, თუ სახლში რევოლუციონერები შეიჭრებოდნენ. ბორის ელცინის მიერ სახლის დანგრევის დროს, ბულდოზერი სწორედ იმ გასასვლელში ჩავარდა და ასე გახდა საიდუმლო გვირაბის შესახებ ცნობილი.
image

მაინც რაში დასჭირდათ ბოლშევიკებს სამეფო ოჯახის წევრებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება?

მკვლევრებმა, ტომ მანგილდმა და ენტონი სამერსმა 1979 წელს გამოსცეს წიგნი, სახელწოდებით "რომანოვების საქმე, ანუ დახვრეტა, რომელიც არ შემდგარა". ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1978 წელს ვადა ამოეწურა საიდუმლოების 60 წლიან გრიფს 1918 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, და ხელმისაწვდომი გახდა მანამდე გასაიდუმლოებული არქივები. პირველი, რაც წიგნის ავტორებმა ამოქექეს, იყო ინგლისელი ელჩის ტელეგრამები, რომლებშიც საუბარი იყო ბოლშევიკების მიერ მეფის ოჯახის ევაკუაციაზე ეკატერნბურგიდან პერმში.

ალექსანდრე კოლჩაკის არმიაში ბრიტანული დაზვერვის აგენტების მონაცემებით, 1918 წლის 25 ივლისს ეკატერინგურგში შესვლისას, ადმირალმა დაუყოვნებლივ დანიშნა გამომძიებელი სამეფო ოჯახის დახვრეტის საქმის გამოსაძიებლად. სამი თვის შემდეგ კაპიტანმა ნამიოტკინმა წარუდგინა მოხსენება, რომელშიც აუწყებდა, რომ დახვრეტის მაგივრად ადგილი ჰქონდა მის ინსცენირებას. კოლჩაკმა არ დაუჯერა და იგვე საქმე მეორე გამომძიებელს, სერგეევს დაავალა, რომლისგანაც სულ მალე მსგავსი მოხსენება მიიღო.
imageმეფის ოჯახი

ადმირალ კოლჩაკს, რომელმაც თავი უკვე გამოაცხადა რუსეთის უმაღლეს მმართველად, არაფერში სჭრდებოდა ცოცხალი მეფე, ამიტომ, 1919 წელს, უკვე მესამე გამომძიებელს, ნიკოლაი სოკოლოვს მისცა სრულიად ნათელი ბრძანება - ეპოვა იმპერატორის სიკვდილის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სოკოლოვმაც, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, და მოხსენებაში დაწერა: "გვამები ჩაყარეს მაღაროში და გადაასხეს მჟავა".

ტომ მანგოლდმა და ენტონი სამერსმა ჩათვალეს, რომ გამოცანის გასაღები თავად ბრესტის ხელშეკრულებაში უნდა ეძებნათ. თუმცა ამ დოკუმენტის სრული ტექტსი არც ლონდონის და არც ბერლინის გასაიდუმლოებულ არქივებში არ არის. მკვლევარების აზრით, ხელშეკრულებაში არის პუნქტები, რომლებიც მეფის ოჯახს ეხება.
სავარაუდოდ, იმპერატორმა ვილჰელმ II-მ, რომელიც ალექსანდრა ფიოდოროვნას ახლო ნათესავი იყო, მოითხოვა მეფის ოჯახის ყველა ქალბატონის გერმანიისათვის გადაცემა. გოგოებს არ ჰქონდათ რუსულ სამეფო გვირგვინზე უფლებები და, შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ ბოლშევიკებისთვის საშიშროებას. მამაკაცები კი დარჩნენ მძევლად, როგორც გარანტია იმისა, რომ გერმანიის არმია არ დაესხმოდა თავსა პეტერბურგისა და მოსკოვს.

ამგვარი ახსნა სრულიად ლოგიკური ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავიხსენებთ, რომ მეფე ჩამოაგდეს არა წითლებმა, არამედ ისევ თავისიანმა ლიბერალურად განწყობილმა არისტოკრატიამ, ბურჟუაზიამ და არმიის უმაღლესმა ლიგებმა.
ბოლშევიკები ნიკოლოზ II-ის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ სიძულვილს არ გრძნობდნენ. მათთვის იგი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, სამაგიეროდ შესანიშნავი კოზირი და გასაცვლელი მონეტა იყო მოლაპარაკებების დროს.
image
ლენინი იმასაც ხვდებოდა, რომ ნიკოლოზ II, თუ კარგად "შეანჯღრევდი" ნამდვილი ოქროს კვერცხების მადებარი ქათამი იყო, რაც იმ დროს ახალგაზრდა ხელისუფლებას ჰაერივით სჭირდებოდა. მეფე ხომ დასავლეთის ბანკებში შენახული უამრავი საოჯახო თუ სახელმწიფო სიმდიდრის საიდუმლოს ფლობდა. მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ეს საგანძური ინდუსტრიალიზაციისთვის იქნა გამოყენებული.

თუ დავუჯერებთ გაზეთ "პრეზიდენტს", "სტალინმა ააშენებინა აგარაკი სოხუმში, სამეფო აგარაკის გვერდით და ჩადიოდა ხოლმე იქ იმპერატორთან შესახვედრად. ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი ნიკოლოზ II იმყოფებოდა კრემლშიც, რაც დაადასტურა გენერალმა ვატოვმა, რომელიც იოსებ ბესარიონის ძის დაცვაში მუშაობდა."

გაზეთისავე ცნობით, უკანასკნელი იმპერატორის სულისთვის პატივის მისაგებად, მონარქისტებს შეუძლიათ წავიდნენ ნიჟნი ნოვგოროდში, "Красная Этна"-ს სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული იქნა სინამდვილეში რუსეთის მეფე 1958 წლის 26 დეკემბერს.

გაცილებით უცნაური ბედი ერგო ტახტის მემკვიდრეს ალექსეი ნიკოლაევიჩს. ისტორიკოს სერგეი ჟელენკოვს უამრავი მტკიცებულება მოჰყავს იმისა, თუ როგორ გადაიქცა უფლისწული ალექსეი წითელარმიელ კოსიგინად. გამძვინვარებული სამამულო ომის დროს, თან ЧК-ს მფარველობით, ამის გაკეთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. სტალინმა ახალგაზრდა ალექსეიში დიდი მომავალი დაინახა და ხელი შეუწყო მის კარიერულ წინსვლას.

1942 წელს, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებული კოსიგინი ალყაშემორტყმულ ლენინგრადში მოსახლეობისა და სახელმწიფო საკუთრების ევაკუაციას ხელმძღვანელობდა. ის საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა იქაურობას და ამიტომ შეძლო ე.წ. "სიცოცხლის გზის" ორგანიზება ქალაქის მოსამარაგებლად.

1949 წელს, მალენკოვის მიერ "ლენინგრადის საქმის" გამოძიებისას კოსიგინი სასწაულებრიად "გადარჩა". სტალინმა, რომელიც მას ყველას თანდასწრებით უფლისწულს ეძახდა, ალექსეი ნიკოლოზის ძე გრძელვადიან მივლინებაში გაგზავნა ციმბირში, სადაც, ვითომცა საჭირო იყო კოოპერაციული მოღვაწეობისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერება.
imageსტალინი კოსიგინთან (მარცხნივ) ერთად


კოსიგინი იმდენად მოშორებული იყო შიდაპარტიული საქმიანობისგან, რომ თავისი პოზიციები შეინარჩუნა მფარველის გარდაცვალების შემდეგაც. ხუშოვსა და ბრეჟნევს სჭირდებოდათ გამოცდილი მეურნე, შედეგად კოსიგინმა უმინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გაძლო ყველაზე დიდხანს - 16 წელი.
image

არც ნიკოლოზ II-ისა და მისი ქალიშვილების კვალი დაკარგულა სამუდამოდ. 90-იან წლებში იტალიურ გაზეთ "ლა რეპუბლიკა"-ში გამოჩნდა ჩანაწერი, სადაც მოთხრობილი იყო და პასკალინა ლენარტის გარდაცვალებაზე, რომელსაც 1939-დან 1958 წლამდე ეკავა მნიშვნელოვანი პოსტი რომის პაპის, პიუს XII-ის კარზე. სიკვდილის წინ მან ნოტარიუსს გაუმხილა, რომ სინამდვილეში ოლგა რომანოვა, ნიკოლოზ II-ის ქალიშვილი ბოლშევიკებს არ დაუხვრეტიათ და ხანგრლივი ცხოვრება გალია ვატიკანის მფარველობაში, ბოლოს კი დაკრძალული იქნა სოფელ მარკოტეს სასაფლაოზე, ჩრდილოეთ იტალიაში. მითითებულ მისამართზე მისულ ჟურნალისტებს მართლაც დახვდათ საფლავის ქვა, რომელზეც გერმანულა დეწერა: "ოლგა ნიკოლოზის ასული. რუსეთის მეფე ნიკოლოზ რომანოვის უფროსი ქალიშვილი, 1895 - 1976".

ასევე საინტერესოა:


1. ქართველი თავადი, რომელზეც მსოფლიო წერდა, ბოლოს კი რუსთაველზე სიგარეტებს ყიდდა- ნიკო ბაგრატიონის უცნაური ისტორია...


2. როგორ გამოიყურებოდა სტალინის ბუნკერი - სსრკ-ს ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი



3. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"


4. "დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?


5. უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...

10
43767
16-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
43767
  
17 იანვარი, 18:51
ნეტა ვის რაში ჭირდება საეთი სისულელეების მოფიქრება. ამ სურათზე პიროვნება ლაზარ კაგანოვიჩია , ეთნიკური ებრაელი. სსრკ ტრანსპორტის მინისტრი.
2022, 29 დეკემბერი, 7:31
ამ სურათზე არის ლაზარ კაგანოვიჩი.
2020, 19 იანვარი, 8:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 დეკემბერი, 8:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 დეკემბერი, 8:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი იაკინთე-ის კომენტარზე
2016, 25 ნოემბერი, 21:32
ალექსეი რომანოვი
2016, 24 ნოემბერი, 23:57
და ვინ არის ამ ფოტოზე ბოლოსდა ბოლოს?
2016, 22 ნოემბერი, 21:41
მართალია, ხან რას ამბობენ და ხან რას. ვეღარ გაიგებ, ვინ არის მართალი.
ადრე ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ სტალინი 1937 წ. დაჭრეს, ხოლო როდესაც ის გარდაიცვალა, გვამის დათვალიერების დროს, სხეულზე ნატყვიარი არა ჰქონდა. როგორც იმ სტატიაში ეწერა, სტალინი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და ის 30-იან წლებში ორეულით შეცვალესო...
2016, 22 ნოემბერი, 20:23
სამარხის ამბავი მეც გამიგია, ლალი, თუმცა გაყალბება ალბათ ყველაფრის შეიძლება, როცა ასეთი დონის საქმეზეა საუბარი. ეს ვერსია კი სულ ახალია, ამიტომ დამაინტერესა და ვთარგმნე. თუმცა ალბათ ყელაფერი მაინც ვერსიების დონეზეა...
2016, 22 ნოემბერი, 15:24
სტატია ძალიან საინტერესოა, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ, ეკატერინბურგის მახლობლად სამარხი გახსნეს, რომელშიც სავარაუდოდ, მეფე და მისი ოჯაცის წევრები იყვნენ დამარხულები – სულ 11 ადამიანი, მათშორის ოჯახის მკურნალი ექიმიც იყო. გენეტიკურმა ანალიზმა კი დაადასტურა, რომ ისინი მართლაც მეფის ოჯახის წევრები იყვნენ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10