x
image
დათო შაროვი
რა მოხდება თუ ალკოჰოლს და ანტიბიოტიკებს შევუთავსებთ ერთმანეთს?
image

ასობით მილიონი ადამიანი ამა თუ იმ ფორმით მოიხმარს ალკოჰოლს, ეს რა თქმა

უნდა ცუდია... მაგრამ საუბარია არა მარტო ამაზე. ასობით ათასი ადამიანი მუდმივად


ან დრო და დრო საჭიროებენ ანტიბიოტიკების მიღებას. იმის კითხვა: როგორ შევუთავ-

სოთ ისინი ერთმანეთს? ღირს კი ამის გაკეთება? ამ საკითხზე არსებობს რამდენიმე

მოსაზრება. ერთნი ამტკიცებენ, რომ ასეთი კომბინაცია შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდი-

ლოც, მეორენი-ამტკიცებენ, რომ არაფერიც არ მოხდება. მოდით გავარკვიოთ სად არის

სიმართლე. თუკი გაგვიჩნდა ეჭვი, შევუთავსოთ თუ არა ალკოჰოლი და ანტიბიოტიკი,

პირველი რჩევის მომცემი ამ წამლის ინსტრუქციაა.

image

ალკოჰოლი ადამიანის თითქმის ყველა ორგანოზე უარყოფითად მოქმედებს. ანტი-

ბიოტიკების მიღება უდიდეს დატვირთვას აყენებს ღვიძლს. ანტიბიოტიკების მიღების

ეფექტი იკარგება ალკოჰოლის მიღებით, ამით თქვენ გამოჯანსაღების შანსს კარგავთ.

მთლიანი შეუთავსებლობაა დამტკიცებული ერთეულ ანტიბიოტიკებზე ეთილის

სპირტთან. ჯობს უარი ვთქვათ სადღესასწაულო დღეების აღნიშვნაზე, ვიდრე დავან-

გრიოთ ჩვენი ორგანიზმი ჩვენი უგუნური და გაუაზრებელი ქმედებებით. თუკი ამ დროს

ვინმე ცდილობს შემოგთავაზოთ დალევა, კარგად დაფიქრდით გჭირდებათ ასეთი

მეგობრები? რომლებიც თავიანთი ქმედებებით ზიანს გაყენებენ და შეიძლება თქვენი

სიკვდილიც კი გამოიწვიონ.

image


უფრო მეტიც ამ ძლიერმოქმედი წამლების შედეგად ორგანიზმი იღებს ძლიერ ქიმიურ

დარტყმას, იტვირთება და ცდილობს გამოდევნოს და გააუვნებელყოს ორი ნეგატიურად

მოქმედი ნივთიერება. და ბოლოს გამოკვლევები ანტიბიოტიკებისა და ალკოჰოლის

ურთიერთქმედებაზე მწირია.

0
753
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0