x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პლანეტის ყველაზე იღბლიანი ადამიანები

შესაძლოა, ეს ადამიანები ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადნენ, ან იქნებ, მხოლოდ შემთხვევითობაა, მაგრამ ისინი ხშირად იგებენ ჯილდოებს, სერიოზულ ავარიაში მოხვედრის შემდეგ, ცოცხლები რჩებიან, ან სრულიად შემთხვევით, განძს პოულობენ.

აქ პლანეტის ყველაზე იღბლიანი ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი, ბედისწერისგან მიიღეს:


რაშმა ბეგუმიimage


ბანგლადეშელი რაშმა ბეგუმი, რომელიც ქ. სავარში ცხოვრობს, რანა–პლაზას რვასართულიანი შენობის ჩამონგრევის შემდეგ გადარჩა. გოგონა რანა–პლაზას ერთ–ერთ ფაბრიკაში მკერავად მუშაობდა და როდესაც შენობა დაინგრა, ნანგრევებში მოყვა. ის გადარჩა, მაგრამ ვიდრე იპოვიდნენ, 17 დღე საკვების და წყლის გარეშე გაატარა.


ვირჯინია ფეიკი
image


ამერიკელმა ვირჯინია ფაიკმა ერთ დღეს ლატარიაში 2–ჯერ მოიგო. ის დრო და დრო, იშვიათად, ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა და გარკვეული სქემის მიხედვით ავსებდა. მაგ., წერდა მშობლების ასაკს, ქორწინებაში გატარებულ დროს, მათი ქორწილის თარიღს. 2012 აპრილში ვირჯინიას გაუმართლა, თან 2–ჯერ. ლატარიის ბილეთების ტერმინალში მომხდარი შეფერხების გამო, მან ერთი ბილეთის ღირებულება 2–ჯერ გადაიხადა და ისე გამოვიდა, რომ ერთნაირი რიცხვებით, 2 ბილეთ შეიძინა. შედეგად, თითოეულმა იღბლიანმა ბილეთმა, 1 მლნ. დოლარი მოიგო.


ჰარისონ ოკენიimage


ნიგერიელმა ჰარისონ ოკენმა სამი დღე წყალქვეშ, ჩაძირულ გემში გაატარა და გადარჩა. გემის ჩაძირვის დროს, მამაკაცმა გემის დატოვება ვერ მოახერხა, მაგრამ საბედნიეროდ, მან ადგილი იპოვა, სადაც "ჰაერის ტომარა" იყო. მაშველებმა ჩაძირული ხომალდის პოვნა მხოლოდ 3 დღის შემდეგ შეძლეს და აღმოჩნდა, რომ გემზე მყოფი 12 ადამიანიდან, ჰარისონი ერთადერთი იყო, ვინც გადარჩა.


ცუტომუ იამაგუჩიimage


1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკელებმა ომის დამთავრების მიზნით, იაპონიის ქალაქებში ატომური ბომბები ჩაყარეს. ცუტომუ იამაგუჩი 6 აგვისტოს მივლინებაში ჰიროსიმაში იყო და პირველი ბომბის აფეთქების შემდეგ, მართალია რიგი დაზიანება მიიღო, მაგრამ გადარჩა და თავის მშობლიურ ქალაქში, ნაგასაკიში დაბრუნდა, რომელშიც 9 აგვისტოს ამერიკელებმა მეორე ბომბი ჩააგდეს.



image


მას გაუმართლა და მეორე დაბომბვის დროს, პრაქტიკულად უვნებელი დარჩა. თუმცა, რადგან პირველი აფეთქების შემდეგ დამწვრობისთვის სათანადო მკურნალობა არ მიუღია, მას ინფექცია განუვითარდა. 2009 წ. ის იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ერთადერთ ადამიანად, რომელიც 2 ატომურ დაბომბვას გადაურჩა.


მარტენ დე იონგი
image


ჰოლანდიელი მარტენ დე იონგი მართლაც რომ «პერანგში» დაიბადა. 2014 წ. ველოსპორტსმენი 2–ჯერ გადაურჩა ავიაკატასტროფა. 2014 წ. მარტში ის Malaysia Airlines ავიაკომპანიის MH370 რეისის მგზავრების სიაში იყო. მაგრამ, ბოლო მომენტში ჯავშანი გააუქმა და ბილეთი სხვა რეისზე აიღო. აღნიშნული თვითმფრინავი კი, ინდონეზიის მახლობლად ოკეანეში ჩავარდა.


image


4 თვის შემდეგ, სპორტსმენი Malaysia Airlines კომპანიის ავიახაზით მალაიზიაში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ გადაიფიქრა და თანხის დაზოგვის მიზნით, ბილეთი ჩარტერზე გადაცვალა, რომელიც ფრანკფურტში უნდა დამჯდარიყო. ხოლო, რეისი Boeing 777-200ER რომლითაც მარტენს უნდა ემგზავრა, დონეცკის ოლქში ჩამოვარდა, უფრო სწორედ, მას რუსების საზენიტო დანადგარიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. თვითმფრინავის ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იყვნენ და ყველა დაიღუპა.


ჯულიანა კეპკე
image


1971 წელს 17 წლის ჯულიანა კეპკე თვითმფრინავიდან გადმოვარდა და გადარჩა. Lockheed L-188 A Electra თვითმფრინავის ავიაკატასტროფა პუერტო–ინკეში (პერუ), შობის წინ, 24 დეკემბერს მოხდა. ავიალაინერი, რომელიც ლიმიდან – პუკალიპაში მიფრინავდა, ჭექა–ქუხილში მოხვდა და მეხი დაეცა. თვითმფრინავის კორპუსი შუაზე გაიპო და ჯუნგლებში ჩავარდა.

ჯულიანა 3 კმ. სიმაღლიდან სავარძლიანად ჩამოვარდა... როდესაც გონზე მოვიდა, გადმობრუნებული სავარძლიდან თავი დაიხსნა და ირგვლივ ყველაფერი დაათვალიერა. მან მხოლოდ ერთი პაკეტი კანფეტი იპოვა და დასახლების მოსაძებნად გაემართა.

ცხრა დღის მანძილზე, გოგონა ამაზონის ჯუნგლებში დაეხეტებოდა. ის შიმშილით და ღრმა ჭრილობებით იტანჯებოდა, რომელიც კატასტროფის დროს მიიღო და ზოგიერთ მათგანში, პარაზიტების ლარვებიც კი მოხვდნენ. გარდა ამისა, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი და მუხლის იოგა გაწყვეტილი. ბოლოს და ბოლოს, მეათე დღეს ჯულიანა წყალსაცავთან გავიდა და სანაპიროზე ნავი დაინახა. გოგონას გაახსენდა, როგორ განკურნა ერთხელ მისმა ბიოლოგმა მამამ პარაზიტებისაგან ძაღლი. გოგონამ ნავის ძრავიდან ბენზინი გადმოასხა და ჭრილობები დაიმუშავა — მან იქიდან 30–მდე მატლის ამოღება შეძლო.
ცოტა მოშორებით, ჯულიანამ ნავების შესანახი ქოხი აღმოაჩინა და პირდაპირ მიწაზე დაიძინა. მეორე დღეს ის ორმა მამაკაცმა იპოვა და ნავით უახლოეს დასახლებაში მიიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მამასთან გაგზავნეს. (გოგონა, დედასთან ერთად მიფრინავდა და ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ისევე როგორც თვითმფრინავის დანარჩენი 90 მგზავრი).


ანდერს ჰელსტრუპი
image


2012 წ. ანდერს ჰელსტრუპი და ოსლოს პარაშუტისტები კლუბის რამდენიმე წევრი პატარა თვითმფრინავიდან ხტებოდნენ და უბედურებას არაფერი მოასწავებდა, ვიდრე თვითმფრინავს გვერდით მეტეორიტმა არ ჩაუარა. სწორედ იმ დროს ანდერსმა პარაშუტი გახსნა და ციურმა სხეულმა ისე ახლოს ჩაუქროლა, რომ მას ეგონა, თითქოს ჩანთიდან რაღაც ნივთი გადმოუვარდა. მეტეორიტს სულ ოდნავ რომ შეეცვალა ტრაექტორია, ჰელსტრუპის ნახტომი ნამდვილად ცუდად დამთავრდებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ატლანტები წარღვნის გამო კი არ გაქრნენ, დედამიწის დაცვას შეეწირნენ

* რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?

* ფარაონების ზეციური მრჩევლების და არამიწიური არტეფაქტები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
500
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0