შოუბიზნესი "მის მსოფლიო"-2016 ზე ქართველ კონკურსანტს გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი აქვს 2016, 21 ნოემბერი, 11:35 18 დეკემბერს აშშ-ში გაიხსნება რიგით 66-ე სილამაზის კონკურსი "მის მსოფლიო-2016", ცერემონია გაიმართება Gaylord National Resort & Convention Center-ში, ხოლო ფინალი National Harbor-ში (მერილენდის შტატი, სამხრეთ ვაშინგტონი) 20 დეკემბერს.კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოლოებს 119 ქვეყნის ლამაზმანი, მათ შორის მის "საქართველო 2016", 21 წლის, მოდელი ვიქტორია კოჩეროვი. გოგონა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტია, პარალელურად სამოდელო საქმიანობითაა დაკავებული, აღსანიშნავია, რომ კოჩეროვს ჰყავს ტრუპისცალი და. ამასობაში ოფოციალურ ვებ-გვერდზე pageantsnews.-ზე მიმდინარეობს წინასწარი გამოკითხვა Vote now:Who will win Miss World -2016?(ხმა მიეცი: ვინ მოიგებს მის მსოფლიო 2016-ს?) ქართველ გოგონას 118 მეტოქიდან რეიტინგით მხოლოდ საფრანგეთის წარმომადგენელი უსწებს.ამ მომენტისთვის ფრანგ ლამაზმანს მორგან ედვაიგს 88 034 ხმა აქვს, ხოლო ვიქტორიას 85 599, მესამე ადგილოსანი გოგონა მიანმარიდან ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება-43 702 ქულა. 494 9-ს მოსწონს
|