სხვა სიკვდილი ონლაინში-ფსკოველი "ბონი და კლაიდის" თვითმკვლელობა 2016, 21 ნოემბერი, 10:27 ეს შოკისმომგვრელი ისტორია ფსკოვის ოლქის ერთ მიყრუებულ რაიონში დაიწყო და მთელი რუსეთი მოიცვა.როგორც ჩანს, ყველა ვინც კი შეეხო ამ დრამატული საქმის დეტალებს ვერაფრით პოულობდა ახსნას, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? 15 წლის კატიას და დენისს ახლა უკვე ხან "რუსი ბონი და კლაიდს" უწოდებენ, ხან "ჩვენი დღეების რომეო და ჯულიეტას".როგორც ჩანს სწორედ ამ უგუნური და უშიშარი ფილმების კინოგმირების ნაზავს სურდათ დამგვანებოდნენ ამ ტრაგედიის მთავარი მონაწილენი. მოზარდები ჩაერთნენ მათი ასაკისთვის შეუფერებელ კრიმინალურ ავანტიურაში, მშობლებთან კამათის შემდეგ გაიქცნენ სახლიდან და ჩავიდნენ სოფელ კრასნიე სტუგში, გატეხეს ფანჯარა და გადაძვრნენ კატიას მამინაცვლის სახლში. გოგონამ იცოდა, რომ სპეცრაზმელ მამინაცვალს იარაღი სეიფში ჰქონდა შენახული. დენისმა გატეხა სეიფი და ამოიღო ორი სანადირო თოფი საკმაო რაოდენობის ჰილზებით და ერთიც ავტომატური პისტოლეტი. დენისმა ძაღლებს დაუწყო სროლა, ხმაურმა მეზობლების ყურადღება მიიქცია და პოლიციას გამოუძახეს..ადგილზე მოსულ პოლიციის მანქანა მოზარდებმა ცეცხლი გაუხსენენ, შემდეგ მეზობელი სახლების ფანჯრებს დაუწყეს სროლა. შემდეგ მოვიდა გოგონას დედა, რომ როგორმე დაეშოშმინებინა ჭკუგადასული ახალგაზრდები, დენისმა ქალი ფეხში დაჭრა. ყოველ ქმედებას მოზარდები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ "ოდნოკლასნიკებზე", როგორც ჩანს ისინი ალკოჰოლსაც იღებდნენ, რადგან კადრებში ჩანდა ცარიელი ბოთლები..ვიდეოს ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მოზარდები სროლას აღიქვამდნენ როგორც კომპიუტერულ თამაშს, სადაც შეგიძლია ისროლო დაუსრულებლად, ხოლო როცა დაგიმთავრდება სიცოცხლე ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო... სატელეფონო ზარებს მოზარდები არ პასუხობდნენ, პასუხად მათ ფანჯრიდან ტელევიზორი გადმოაგდეს.ოდნავ მოგვიანებით მოზარდებმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოქვეყნეს, ამასთანავე კატია აღნიშნავდა, რომ იგი არაა მძევალი და ყველაფერს თავის ნებით აკეთებს, თუმცა გოგონამ რამდენჯერმე გაიმეორა "მე კიდევ მინდა ვიცოცხლო". ამის შემდეგ კატია და დენისი ზარებს აღარ პასუხობდნენ.შტურმის შემდეგ სამართალდამცავებმა ისინი გარდაცვლილები აღმოაჩინეს.რა მოხდა და რა შეიცვალა ბოლო მომენტში გამოცანად რჩება, სწრაფი რეაგირების რაზმის თანამშრომლებმა შეძლეს და დენისი დაითანხმეს, რომ ერთ-ერთი იარაღი დაეგდო, იგი სახლიდან გამოსვლას და დანებებას აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა. როგორც გამოძიება ამტკიცებს დენისმა ჯერ კატია მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. როგორც ცნობილი გახდა, იმ ონლაინ რეპორტაჟის დროს, რომლის მოწმეც სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელი გახდა, ნაცვლად იმისა, რომ დაეყოლიებინათ ბავშვები შეეწყვიტათ ეს უაზრო სიგიჟე, პირიქით იქედნურად აქეზებდნენ კიდეც. 174 7-ს მოსწონს 1-ს არა
|