კინო ამერიკელმა მსახიობმა ლიზა მასტერსმა თავი ჩამოიხრჩო 2016, 20 ნოემბერი, 12:28 52 წლის ამერიკელმა მსახიობმა ლიზა ლინ მასტერსმა სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პერუში მოგზაურობის დროს.
მასტერსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.ტაბლოიტები მსახიობის სუიციდის მიზეზად ღრმა დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ.მსახიობმა თავი ჩამოიხრჩო სასტუმრო Nuevo Mundo-ს ნომერში.სამართალდამცავებმა იგი გარდერობში აღმოაჩნიეს საკუთარი ქვედაბოლოთი ჩამომხრჩვალი. ნებრასკაში დაბადებულმა მასტერსმა თავის კარიერა ტელევიზიით დაიწყო, შემდეგ კი მონაწილეობდა ფილმებში.მას ერგო როლები ტრილოგია "ლიკვიდატორში", "ალყა", "სტეპფორდელი ცოლები", "უბრალო სირთულე", აგრეთვე თამაშობდა სერიალებში:"კანონი და წესრიგი", "ჭორიკანა", "ნეშვილი" და სხვა. ამ მომენტისთვის ლიზას მეგობრები აგროვებენ ფულს, რომ მეუღლეს(იგი ორი წლის წინ გათხოვდა ხელოვნებათმცოდნე უილიამ ბრუკზე)დაეხმარონ პერუდან სამშობლოში გადმოასვენოს გვამი და დაფაროს დაკრძალვის ხარჯები. ლიზა პერუში მოდების ჩვენებასთან დაკავშირებით იყო ჩასული. 882 5-ს მოსწონს 1-ს არა
|