x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ნუ გაანადგურებთ ამ მცენარეს! ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახია
image


მრავალძარღვა – სამკურნალო მცენარე, რომელიც იზრდება თითქმის მთელს მსოფლიოში – აფრიკაში, აზიაში ევროპაში, ამერიკასა და ახალ ზელანდიაში. საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სხვადასხვა სამკურნალო მეთოდების დროს მისი ძლიერი თვისებების გამო. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ვიტამინ K, კალციუმს და ბეტა კაროტინს.


ეს მცენარე ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ, ანტიმიკრობულ, ამოსახველებელ, ანტიჰისტამინურ, შარმდენ და სისხლის შემაჩერებელ თისებებს. მრავალძარღვას ფოთლები შეგიძლიათ მიირთვათ უმად ან დაუმატოთ სალათებში. მისი ანთების საწინააღმდეგო უნარი მოგიგვარებთ კანთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა – ქავილი, ფურუნკული, მწერის ნაკბენი და მსუბუქი ჭრილობები. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სიროფი, ნაყენი ან ჩაი.


ამ საოცარ მცენარეს გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი სამედიცინო კუთხით. მრავალძარღვა როგორც პანაცეაა სხეულისთვის, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მენსტრუალური სპაზმების და ართრიტის დროს.


ორი სამედიცინო კვლევით დადგინდა, რომ მცენარე ეფექტურად კურნავს ქრონიკულ ბრონქიტს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მრავალძარღვას დამამშვიდებელი თვისებები მსგავსია გლიცერინის და პექტინისა, რომელსაც ხველების საწინააღმდეგო სიროფები შეიცავს.


ამ არაჩვეულებრივი მცენარის ფოთლები С ვიტამინის მაღალი შემცველობით, ეფექტურად აძლიერებს იმუნიტეტს. ამას გარდა, А ვიტამინის წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ჯანმრთელობას და იცავს "ყვითელ ლაქას" დეგენერაციისგან, რომელმაც შეიძლება ადამიანი სიბრმავემდე მიიყვანოს.

ეს უნივერსალური მცენარე შესაძლოა გამოყენებული იქნეს პროფილაქტიკისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.


როგორ მოვამზადოთ მრავალძარღვას ჩაი:


1 ს. კ. ახალი ან გამხმარი მრავალძარღვა

1 ჭ. ადუღებული წყალი


1 ჩ. კ. თაფლი


მომზადების წესი:


დაასხით მრავალძარღვას (ფოთოლი, თესლი, ფესვი) ადუღებული წყალი, დააფარეთ ჰერმეტულად თავსახური და და დატოვეთ 10 წუთის მანძილზე, შემდეგ გადაწურეთ. თუ ტკბილი ჩაი გიყვართ, დაუმატეთ 1 ჩ. კ. თაფლი.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ვისკი. რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ უნიკალურ სასმელს

ნივრის ლიქიორი – კურნავს 100 დაავადებას!

9 სამკურნალო სასმელი გაციების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს

ინდოეთში ამ რეცეპტს უკვდავების ელექსირს ეძახიან!

თქვენს ირგვლივ ყველას გრიპი ან სურდო აქვს და არ გინდათ გადაგედოთ? მაშინ მიიღეთ ეს მარტივად მოსამზადებელი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება



0
13202
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
13202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0