სასარგებლო პროდუქტები ბროწეული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2016, 18 ნოემბერი, 14:01 ბროწეული (Punica granatum) არის ბროწეულისებრთა ოჯახიდან, ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე. აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს. ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ბროწეულის წვენი შეიცავს: 8-19% შაქარს, 0, 3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს.
ბროწეული არის ერთ-ერთი ძირძველი ანტიკური პერიოდის ხილის სახეობა(კენკრა). აღმოჩენის პერიოდიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად. ძირითადად მწიფდება სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში.
ბროწეულის დადებითი თვისებების კონკრეტიზაციაზე გადასვლამდე, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ხილში შემავალი ის ვიტამინები და მინერალები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზემოთ აღნიშნული ხილი მდიდარია: A, C, E, B1, B2, PPვიტამინებით, აგრეთვე მინერალებით: რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმი. ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ადამიანის მომნელებითი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მისი მიღება რეკომენდირებულია სისხლნაკლებობის და რადიაციული დასხივების დროს.
ბროწეულის დადებით თვისებებზე საუბარი რომ დავიწყოთ, შესაძლოა ვერც ამოვწუროთ, თუმცა რამოდენიმეს დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ... 1. ბროწეული, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის სიბერეს. აქედან გამომდინარე თუ მიირთმევთ საკმაო რადენობის ბროწეულს, უფრო ახალგაზრდული შეხედულება გექნებათ. 2. ბროწეულის წვენი ეფექტურია ღვიძლის პროფილაქტიკისთვისაც, მარტივად შეუძლია დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდენა. 3. კარგად იცავს თირკმელებს. 4. გულის დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. 5. პოლიფენოლები და ფლავონოიდები, რომელსაც შეიცავს ბროწეული, ეფექტურად მუშაობს კიბოს წინააღმდეგ. 6. შეიცავს ბლომად C- ვიტამინს, რაც ადამიანის დღიურ C -ვიტამინის ნაკლებობას 16% ავსებს.(მხოლოდ ერთი საშუალო ზომის ბროწეული) 7. K- ვიტამინის საშუალებით ძვლების პრობლემაც ნაკლებად გექნებათ. 8. მეცნიერთა მტკიცებით, ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამდენად, ნუ უგულვებელყოფთ ბროწეულის კურკებს, მიირთვით ისინი, მით უფრო, თუ თავის ტკივილებს, მტკივან მენსტრუალურ ციკლს, ან კლიმაქსს უჩივით. 9. ბროწეული ძალიან ცოტა ოდენობით შეიცავს კალორიას, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ არის საკმაოდ დიეტური. 10. არის არტერიული წნევის მარეგულირებელი. თუ მაღალცხიმიანი საკვები თქვენს წნევაზე უარყოფითად იმოქმედებს, მხსნელად ბროწეული მოგევლინებათ. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით ის აუცილებლად დაარეგულირებს თქვენს არტერიულ წნევას. ბროწეულის მარცვლების ჭამა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
აქვს თუ არა უარყოფითი თვისებები ბროწეულს? - საინტერესო კითხვაა, ალბათ პასუხი ყველა მკითხველს ძალიან დააინტერესდება... დადებითი თვისებების შემდეგ, გადავიდეთ ბროწეულის უარყოფით თვისებებზე. ზოგადად ბროწეულს და ბროწეულის წვენს მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება არ გააჩნია, თუმცა ბროწეულისადმი ალერგიულ ადამიანებს ხანდისხან მცირედი პროლემები ექმნევათ, ამიტომ უნდა მიმართოთ ექიმს. გადაჭარბებული რაოდენობით ბროწეულის მიღება იწვევს წნევის აწევას. და ბოლოს... არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბროწეულის ფესვები, რომელიც მომწამლავ ტოქსინებს შეიცავს.
წარმოგიდგენთ 100 გრამიან ბროწეულის ნუტრიეტებს: კალორია (კკალ) - 82 სულ ცხიმი - 1.2 გრამი ქოლესტერინი - 0 მგ ნატრიუმი - 3 მგ კალიუმი - 236 მგ ნახშირწყლები - 19 გრამი დიეტური ბოჭკოები - 4 გრამი შაქარი - 14 გრამი ცილა - 1.7 გ A - ვიტამინი C - ვიტამინი D - ვიტამინი კალციუმი: 10 მგ რკინა - 0.3 გრამი პირიდოქსინი - 0.1 მგ მაგნიუმი - 12 მგ იხილეთ ასევე: 1 - ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2 - კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 3 - ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4 - ბალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 5 - ალუჩა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 6 - ლეღვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 7 - 10 საკვები, რომელიც ზრდის სპერმის ხარისხს! (+13) 8 - კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! 9 - მანდარინი - საოცარი ციტრუსი - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! 10 - საკვები, რომელიც ნოემბერში უნდა მივირთვათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
7619 9-ს მოსწონს
|