სხვა ტურისტმა სელფის გადაღების დროს XVIII საუკუნის სტატუა გატეხა 2016, 14 ნოემბერი, 19:06 დამნაშავის სახელი არ ხმაურდება, ისევე როგორც ისტორიული რელიქვიის ფასი.მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
ლისაბონში ანტიკური ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში ბრაზილიელი ტურისტი ცდილობდა სელფისთვის კარგი რაკურსის შერჩევას, რის დროსაც ვეღარ გამოთვალა მანძილი, დაეჯახა XVIII საუკუნის, არქიანგელოზი მიქაელის სტატუას და გატეხა.ამის შესახებ იუწყება Daily Mail-ი. სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ სტატუას აღდგენა შეუძლებელია.მუზეუმმა დიდი ზარალი ნახა. "ჩემი ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე ასეთი რამ არასდროს მახსოვს, რომ მომხდარიყო მუზეუმში, ექსპერტების განცხადებით სტატუას წაქცევის შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია."-განაცხადა მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ხოსე კარვალომ(Jose Carvalho) აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი წელს, მაისის თვეში ისევ პორტუგალიაში მოხდა.ახალგაზრდა მამაკაცი ლისაბონის ვაგზალზე ცდილობდა სელფის გადაღებას პორტუგალიის მეფის სებასტიან I-ის(მეფობდა XVI ს.) სტატუასთან, რომელიც 126 წლის იყო.იგი აძვრა კვარცხლბეკზე, რომ კარგი კადრი აერჩია, შედეგად დაეჯახა სტატუას და გატეხა. 160 8-ს მოსწონს
|