x
image
ციცი
Mediator image
"მიყვარხარ ლუნა! ფორმულა კრეატივ, ეს გოგო დაბლოკეთ ინტერვიუებისგან!" როგორ გამოიყურება "ლუნა" რეალურ ცხოვრებაში(+ფოტოები)
image
ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალმა პერსონაჟმა, მთვარისა-ლუნამ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ლუნა ხაშურელი ბიზნესმენის თენგო მაზიაშვილის დის როლს ასრულებს.

განსაკუთრებული პოპულარობა კი მთვარისას, ერთ-ერთ სერიაში მის მიერ შესრულებულმა "ვოლარემ" მოუტანა.

ყველას აინტერესებდა თუ ვინ იყო ამ როლის შემსრულებელი გოგო, რომელიც შესანიშნავად მღერის, ცეკვავას და ქართლულ კილოს ისე ირგებს, ვერც კი იფიქრებთ რომ როლს თამაშობს.


უამრავი დადებით გამოხმაურება და ინტერესი მოყვა ამ პერსონაჟის მიმართ სოციალურ ქსელში. ზოგმა ისიც კი აღნიშნა, რომ სერიალს აღარ უყურებდა და ახლა ლუნას გამო სულმოუთქმელად ელის ყოველ მომდევნო სერიას.

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ლუნას პერსონაჟს "ფეისბუქით" სიყვარულს უხსნის და "ფორმულა კრეატივს" მიმართავს, რომ ეს გოგო ინტერვიუებისგან დაბლოკონ:

"როგორ მიყვარხარ, ლუნა! ფორმულა კრეატივ, ძალიან გთხოვთ, ეს გოგო დაბლოკეთ ინტერვიუებისგან, არ მინდა ვიცოდე ვინ არის, რა არის... ჩემს მეხსიერებაში ესეთი მინდა დარჩეს..."

მის კომენტარს მომღერალი სოფო ნიჟარაძეც გამოეხმაურა, რომელიც ასევე აღფრთოვანებულია ამ ნიჭიერი ქალბატონით:

"ვგიჟდები, მინდა ვიცოდე ვინაა, გვარამიას გვერდზე ვნახე მისი ფოტო და მაგარი გოგოა, ლამაზი და ნუუუუ, ძალიან ნიჭიერი..."

სტეფანე მღებრიშვილი:

"მე მინდა, როგორც შოუები ლას ვეგასში დარჩეს ესეთი ჩემთვის და ეგ პერსონაჟი იყოს ჩემი უახლოვესი მეგობარი..."

ლუნას როლის შემსრულებელი პროფესიით იურისტი, 38 წლის ქეთი ხუციშვილია. იგი დასაოჯახებელია. მისი მსახიობობა "ჩემი ცოლის დაქალებით" იწყება. იგი შესანიშნავად მღერის, ცეკვავას და აკეთებს კასპელი ქალის პაროდიებს. მის მიმართ საზოგადოება უდიდეს სიყვარულს და სითბოს გამოხატავს და მცირე ხანში შეძლო, რომ ყველასთვის საყვარელ გმირად ქცეულიყო.

ახლა კი ნახეთ თუ როგორ გამოიყურება ლუნას როლის შემსრულებელი სინამდვილეში:

imageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimage


იხილეთ ვიდეოები:

" - რა უნდა გავაკეთო რომ არ გადამეკეტოს და გადამეშანთოს ხოლმე?"

ლუნამ აიწყვიტა


1
1483
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1483
  
2016, 14 ნოემბერი, 15:13
სიტყვა სერიალის გაგონებაზე რაც კი უზდელური სიტყვები ვიცი ყველა მახსემდება. სირიალის ჩათვლით
0 1 1