კინო "ჩემი ცოლის დაქალები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს-"სუპერმარკეტში გამოჩენილ სალათს "ღორჯო ყრდელში", არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან...." 2016, 19 დეკემბერი, 11:43 რუსთავი 2-ის ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში", ლუნა მაზიაშვილის მიერ გაჟღერებული და მოფიქრებული სალათის სახელწოდება "ღორჯო ყრდელში", ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტის "ფრესკოს" დახლებზე გამოჩნდა. ჩცდ-ს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამარხვო სალათს სახელწოდება მათთან შეუთანხმებლად დაარქვეს და არანაირი კავშირი არ აქვს მათ სერიალთან: "ჩვენი სახელის და იმიჯის გამოყენება ჩვენთან შეუთანხმებლად საკმაოდ სერიოზულ ზიანს გვაყენებს და ეს ბავშვური კინკლაობა არ არის, ვწუხვართ, რომ ამას ვერ ხვდებით. რაც შეეხება იმას, მართლა ეგონა თუ არა ვინმეს - ასქროლეთ კომენტარები, ბევრ ადამიანს ნახავთ, ვინც მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ ლუნას სალათი ეგონა..."-ასეთი პასუხი გასცა ჩცდ-მ მათ ვინც ვერანაირად ვერ დააკავშირა სერიალში მოფიქრებული სახელწოდება და "ფრესკოს" სამარხო სალათი. 532 4-ს მოსწონს 3-ს არა
|