x
image
ციცი
Mediator image
მერილინ მონრო-თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?(3 ნაწილი)
image






















დასასრული....


11.ეს გააკეთა ЦРУ-მ

არსებობს ორი თეორია, რომელის მიხედვითაც მერილინის სიკვდილი აწყობდა ЦРУ-ს. ერთი ვერსიით ЦРУ-ს შეეძლო მოეკლა მერილინი კენედის ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით და მეორე ვერსიით კი მერილინს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ სუკ-ი აპირებდა JFK-ას მკვლელობას და მონრო მის და ბობ კენედის გაფრთხილებას ცდილობდა. 1973 წელს the Washington Post-ის განკარგულებაში აღმოჩნდა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მერილინი სიკვდილის დღეს ცდილობდა დაერეკა თეთრ სახლში. მაგრამ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი უფროსი, საიმონი, უარყოფს ამ ინფორმაციას.


image

12.ეს გააკეთა მაფიამ

გენერალურმა პროკურომა ბობი კენედიმ არ მოისურვა კოზა ნოსტრასთან მეგობრობა. ამის საპასუხოდ კანონიერი ქურდი სემ ჯანკანა სახალხოდ დაემუქრა მას რომ გაუსწორდებოდა. იყო თუ არა მერილინის მკვლელობა პირველი დარტყმა უმცროსი კენედისთვის? თავის ბესტელერში Double Cross-ი გადმოგვცემს, რომ ჩაკი, სემ ჯანკანის ძმა და მისი ძმისწული ყვებოდნენ იმის შესახებ, რომ სემმა არა მარტო მოკლა მერილინი, არამედ იგი სიამაყით ყვებოდა კიდევაც მონროს სიკვდილის დეტალების შესახებ, რომ ჩუმად შეიპარნენ მერილინის საძინებელში და ოყნის საშუალებით დიდი დოზით ჩაასხეს მას საწამლავი.

image

13.ორგანიზაცია
შესაძლოა მერილინი საიდუმლო მოლაპარაკების მსხვერპლი გახდა. the Sydney Morning Herald-ის მტკიცებით ფბრ-ს ჰქონდა მონაცემები, რომლებიც იმაზე მიუთითებდა, რომ JFK-ს სიძემ, პიტერ ლოუფორდმა, მერილინის ექიმმა გრინსონმა, მისმა მოსამსახურე ქალმა და შესაძლოა ბობ კენედიმაც მოაწყვეს მერილინის წინააღმდეგ შეთქმულება, რათა იგი თვითმკვლელობამდე მიეყვანათ. მანამდე მონროს ოთხჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. გრინსონმა მას მისცა დიდი რაოდენობით საძილე წამალი-60 აბი სეკონალი. ვიღაცამ წამლის ბოთლი ახლო დაუდო საწოლთან. ლოუფორტი მთელი ღამის განმავლობაში რეკავდა მერილინის სახლში, რათა მისი სიკვდილის ამაბავი შემდეგ შეეტყობინებინა კენედისათვის.

image

14.აბები

იმის გათვალისწინებით, რომ მერილინი გარდაიცვალა გადაჭარბებული წამლის დოზით, გაკვეთის შედეგად აღმოჩენილი უნდა ყოფილიყო კაფსულის ან ფხვნილის ნარჩენები, რაც ყვითელ შეფერილობას მისცემდა მის ნაწლავებსა და კუჭს. გამომძიებელმა ამგვარი ვერაფერი აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებდა რომ წამალი არ ჰქონდა მერილინს მიღებული. მის სხეულზე არც ნემსის კვალი იყო აღმოჩენილი, რაც ინექციის შეყვანასაც უარყოფდა. ერთადერთი საწამლავის კვალი თირკმელებზე და სისხლში იმაზე მიუთითებდა, რომ საწამლავი შესაძლოა შეყვანილი იქნა ოყნით, დიდი რაოდენობით და სწრაფად.

image

15.ლუიზა დი მაჯიომ სიკვდილის წინ გაიგონა მკვლელის სახელი

მერილინი ტელეფონით ესაუბრებოდა ლუიზა დი მაჯიოს სიკვდილის მომენტში, როგორც ამას მისი ქალიშვილი გადმოგვცემს. ჯუნის სიტყვებით ლუიზამ გაიგონა როგორ დაასხელა მერილინმა მკვლელის თუ მკვლელების სახელი, როცა ისინი ოთახში შევიდნენ. ამ ყოველივეს ცოდნა ლუიზას ძალიან აშინებდა. იგი ისე მოკვდა რომ ეს საიდუმლო თავის შვილსაც კი არ გაუმხილა. ლუიზა ამბობდა რომ იგი თავისი ოჯახის კეთილდღეობისთვის დუმდა, რათა მკვლელებისგან დაეცვა თავისი ოჯახი.

5
740
8-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
740
  
2012, 16 სექტემბერი, 15:05
ЦРУ-ს და სუკ-ი მომეწონა)))
2012, 11 სექტემბერი, 23:58
+++
2012, 11 სექტემბერი, 8:39
ცოდო რამდენ ადამიანმს შურდეს იქნებოდა მისი და მიტო დაბრიდენ
2012, 11 სექტემბერი, 8:38
მსოფლიოში ყველაზე ულამაზესი ქალი იყო
2012, 10 სექტემბერი, 12:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5