x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე

image

image

ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობის 75%-ი წყალია.

image
წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება დედამიწაზე.
ჩვეულებრივი წყალი, ვერცხლის ჭურჭელში მოხვედრის შემდეგ, ანტიბაქტერიული, სამკურნალო სითხე ხდება, რომელსაც ნებისმიერი მავნე ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ასეთი მნიშვნელოვანი თვისების მიღების მიუხედავად, წყლის ქიმიური შედგენილობა უცვლელი რჩება.
მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად, დაადგინეს, რომ წყლის თვისებები დამოკიდებულია არა წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე, არამედ მის მოლეკულულ სტრუქტურაზე. წყლის მოლეკულები, ერთმანეთთან კავშირით, ქმნიან კლასტერებს, რომლებიც გარემო პირობების მიხედვით, ტრანსფორმირდებიან და წყალი განსხვავებულ თვისებებს იძენს.


image

XX საუკუნის ბოლოს, იაპონელმა მეცნიერმა მასარუ იმოტომ, რომელიც წყლის ბიოენერგეტიკულ თვისებებზე მუშაობდა, დაადგინა, რომ წყალს აქვს „სმენა“ და „გრძნობა“ და რომ წყალს შეუძლია ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება.
მასარუ იმოტო, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ატარებდა ექსპერიმენტებს, სხვადასხვა ადგილებიდან აღებულ წყლის სინჯებზე. მათ შორის იყო დისტილირებული წყალიც. ის წყლის სინჯებს ყინავდა, თხევადი აზოტით და სურათებს უღებდა წყლის კრისტალებს, მაღალი მგრძნობელობის ფოტოკამერიანი ტელესკოპით. ცდების მიღებულმა შედეგებმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ქალაქში, ონკანის წყლიდან აღებული სინჯის კრისტალები, ძლიერ დეფორმირებული და ულამაზო იყო, ხოლო მთის წყაროს სინჯის კრისტალები - სუფთა და ლამაზი. ულამაზო კრისტალები ჰქონდა დისტილირებულ წყალსაც.


image

მდნარი* გაყინული და გამდნარი


შემდეგ ეტაპზე, მეცნიერმა დაამტკიცა, რომ წყალს აქვს „გრძნობა“. წყალს რომელსაც კარგ სიტყვებს ეუბნებოდნენ, დიდხანს ძლებდა, ხოლო რომელსაც ლანძღავდნენ - მალევე ფუჭდებოდა. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ წყალზე გულგრილობაც უარყოფითად მოქმედებდა:
ექსპერიმენტის დროს, 3 ჭიქაში მოათავსეს ბრინჯი და დაასხეს ერთი და იგივე წყალი. ერთი თვის მანძილზე, ყოველ დღე, ორ ჭიქაში მოთავსებულ მასებს ეუბნებოდნენ:

I – „მადლობა“;

II – „შტერი ხარ“;

ხოლო III –ს ყურადღებას არ აქცევდნენ.
ერთი თვის შემდეგ, I ჭიქაში მოთავსებულმა ბრინჯმა, მოძრაობა დაიწყო და სასიამოვნო სურნელი გამოსცა, II ჭიქაში – გაშავდა, ხოლო III ჭიქაში – ლპობა დაიწყო.


image
მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ონკანის წყალზეც. აღებული წყლის ერთი ნაწილი ლაბორატორიაში დატოვეს, ხოლო მეორე – ეკლესიაში წაიღეს და აკურთხებინეს, ამის შემდეგ, ორივე წყალი გაყინეს და კრისტალებს სურათი გადაუღეს. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე წყლის კრისტალების სურათები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

imageრადგან ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, მასზე ლოცვა და უარყოფითი ემოციები ისევე მოქმედებს, როგორც წყალზე და ეს გავლენა აისახება ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ კეთილი სიტყვა და ლოცვა ყოველთვის ერთნაირად დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, უარყოფითი ემოციები, პრიიქით, პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას და უფრო მეტიც, სხვადასხვა უარყოფითი ემოცია, ორგანიზმის განსხვავებული ორგანოების პათოლოგიას იწვევს.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე 10 უარყოფითი ემოცია:


მრისხანება


image

მრისხანებამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანის აზროვნების უნარზე და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი.
«სცემე ან გაიქეცი» – ეს არის რეაქცია, რომელსაც აღნიშნული ემოცია იწვევს, რაც თავის მხრივ სტრესის ჰორმონების — ადრენალინის, ნორადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფას იწვევს. შედეგად, ნუშისებრი სხეული (პასუხისმგებელია ემოციებზე) არაადეკვატურად რიაგირებს, ავსებს სისხლით შუბლის წილს (აზროვნებაზე პასუხისმგებელი) და ადამიანი სწორედ განსჯის უნარს კარგავს.
ამის გარდა, მრისხანება იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას – რაც ჰიპერტონიაში ვლინდება, გულის აჩქარებას და სუნთქვის რიტმის დარღვევას. ეს თუ ხშირად ხდება, არტერიების კედლები ცვდება.
ბოლო კვლევების თანახმად, მრისხანება 40% ანელებს ჭრილობის შეხორცებას, კორტიზოლის მაღალი დონის გამო. და კიდევ, მრისხანება ამაღლებს ციტოკინების დონეს (იმუნური მოლეკულები, რომლებიც ანთებას იწვევს), რაც თავის მხრივ, ზრდის ართრითის, დიაბეტის და სიმსივნის რისკს.
image

მღელვარება


image
ქრონიკულმა მღელვარებამ შეიძლება სხვადასხვა სახის დაავადება გამოიწვიოს.
მღელვარება ზეგავლენას ახდენს ელენთაზე და ასუსტებს კუჭს. ის ფუნქციებს უცვლის ნეირომედიატორებს, განსაკუთრებით სერატინინს. ამიტომ, როდესაც ადამიანი ნერვიულობს, ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ფაღარათს იწვევს.
მღელვარება და აკვიატებული აზრები, რომელიმე პრობლემასთან დაკავშირებით, იწვევს ღებინებას, მუცლის ტკივილს და სხვა ქრონიკულ მოშლილობებს. გარდა ამისა, მეტისმეტი მღელვარება იწვევს ტკივილს მკერდის არეში, ჰიპერტონიას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ნაადრევ სიბერეს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივი მღელვარება კუჭის კუნთების დაჭიმვას და მის სპაზმებს იწვევს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მღელვარებას, ხშირ შემთხვევაში, მუცლის ტკივილი ახლავს!
image

მოწყენილობა და მწუხარება


image
მოწყენილობა და მწუხარება ასუსტებს ფილტვებს, რაც დაღლილობას და ქოშინს იწვევს.
ეს ემოცია არღვევს სუნთქვას, იწვევს რა ბრონქების და ბრონქიოლების შეკუმშვას, რამაც შეიძლება ასთმური შეშტევა გამოიწვიოს.
აკუპუნქტურაში ითვლება, რომ მოწყენილობა გულიდან გამოდის, აზიანებს ფილტვებს და უკან ბრუნდება, რომ გული დააზიანოს. თუ ფილტვები სერიოზულად არის დაზიანებული, ეს ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორიც არის: ხველება, ქოშინი დაღლილობა...
გარდა ამისა, დეპრესია და მელანქოლია აზიანებს კანს და ამცირებს ჟანგბადის დონეს სისხლში. დეპრესიაში მყოფი ადამიანები მარტივად იმატებენ ან იკლებენ წონაში და ძალიან ადვილად ექცევიან ნარკოტიკების და სხვა მავნე ნივთიერებების გავლენის ქვეშ.
image

სტრესი


image
დიდი სტრესი წნევის აწევას, ასთმას და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის იწვევს.
გარდა ამისა, სტრესი — გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. სტრესი ზრდის არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონის.
გარდა ამისა, სტრესი ხშირად ხელს უწყობს ცუდი ჩვევები განვითარებას — მოწევას, უმოძრაობას და ღორმუცელობას. ეს ფაქტორები აზიანებს არტერიების კედლებს და შეიძლება გულის პათოლოგიებიც განავითაროს.
სტრესი ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორიც არის შაკიკი, კბილების კრაჭუნი, გულის აჩქარება, დაღლილობა, უძილობა და მადის გაზრდა ან დაქვეითება.
image

მარტოობა


image
მარტოობამ ადამიანი შეიძლება ტირილამდე მიიყვანოს და ღრმა მელანქოლია გამოიწვიოს. ეს არღვევს ჰარმონიას ფილტვებში და აფერხებს ორგანიზმში სისხლისა და ჟანგბადის მოძრაობას.
მარტოობა შეიძლება უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე მოულოდნელად გამოვლენილი მრისხანება. როდესაც ადამიანი მარტოა, მისი ტვინი სტრესის ჰორმონს (მაგ., კორტიზოლი) გამოიმუშავებს, რომელსაც თავის მხრივ, დეპრესიის გამოწვევა შეუძლია. ეს კი, აუცილებლად ჰპოვებს ასახვას სისხლის წნევაზე და ძილის დარღვევაზე.
მარტოობა ფსიქიკის და გულის მუშაობის გართულებებს წვევს. მას ასევე შეუძლია იმუნური სისტემის დაქვეითება.
image

შიში


image
შიში — არის ემოცია, რომელსაც შეუძლია ერთიანად გაანადგუროს საკუთარი თავისადმი რწმენა, ბრძოლისუნარიანობა, მომავლის იმედი და ბედნიერება. შიში იწვევს განგაშს, რომელიც ფიტავს და ანადგურებს თირკმელებს, თირკმელზედა ჯირკვლებს და ხანდახან რეპროდუქტიულ სისტემასაც კი.
შიშის ზეგავლენით, ყველაზე მეტად, თირკმელები ზიანდება. ეს იმიტომ ხდება, რომ შიშის დროს ცუდად მუშაობს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია თირკმელების მუშაობაზე. შედეგი შეიძლება იყოს თირკმელების მწვავე უკმარისობა.
ძლიერი შიში, ხშირ შემთხვევაში, იწვევს თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, წელის და შარდსადენების ტკივილს. ბავშვებში ეს შარდის შეუკავებლობაში ვლინდება — სიმპტომში, რომელიც მჭიდრო კავშირშია შფოთთან და დაუცველობის განცდასთან.

image

შოკი


image
მოულოდნელი შოკი არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ წონასწორობას, იწვევს ძლიერ მღელვარებას და შიშის განცდას. ამ დროს ნერვული სისტემაც კი «ამუხრუჭებს».
შოკი განსაკუთრებით მავნებელია თირკმელების და გულისთვის. ორგანიზმის ტრამვული რეაქცია თირკმელზედა ჯირკვლებისის მიერ ჭარბი რაოდენობით ადრენალინის გამოყოფაში ვლინდება. შედეგი — გულის აჩქარება, უძილობა, სტრესი და განგაშია.
ემოციური შოკის ფიზიკური გამოვლინებებიდან შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, ფერმკრთალობა, სუნთქვის გართულება, გულის აჩქარება, ძილისა და კვების დარღვევები, სექსუალური დიდფუნქცია და ქრონიკული ტკივილები.
image

მოუთმენლობა და სიძულვილი


image
მოუთმენლობამ და სიძულვილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავების და გულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც გულისცემის აჩქარებაში, ჰიპერტონიაში და მკერდის არეში ტკივილებში გამოიხატება.
ბოლო დროინდელი კვლევების თანახმად, მოუთმენელ ადამიანებში ნაადრევი ბიოლოგიური დაბერების ალბათობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მშვიდებში.
გარდა ამისა, მოუთმენლობა უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. ხოლო უჯრედების შეკუმშვა, რომელიც სიძულვილის სიტყვიერ გამოხატვას ყოველთვის ახლავს, შეიძლება ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის დააზიანენის მიზეზი გახდეს.

image

ეჭვიანობა და შური


image
ეჭვიანობა სტრესის სიმპტომებს – განგაშის და დეპრესიის იწვევს, რის გამოც სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინის და ნორადრენალინის ჰორმონები ხვდება.
თავის მხრივ, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰორმონების გამომუშავება სისხლის სტაგნაციას იწვევს ღვილში, რაც ნაღვლის დაუბალანსებელ გამომუშავებაში ვლინდება. შედეგად, ტოქსინების გამოდევნის შენელება და იმუნური სისტემის დაქვეითება ხდება. გარდა ამისა, ამ ემოციების გავლენით, ადამიანს უძილობა, ჰიპერტონია, ტაქიკარდია ემართება. ორგანიზმში მატულობს ქოლესტერინის დონე. ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება.
ეჭვიანობა ანადგურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც გულის ცემის აჩქაერებას და არტერიული წნევის გაზრდას იწვევს.

image

განგაში

image
განგაშისთვის ისეთი ფიზიკური სიმპტომებია დამახასიათებელი, როგორიც არის ტკივილი, გულის რევა, ქოშინი, უმიზეზო სისუსტე და თავბრუსხვევა. გარდა ამისა, ამ ემოციას, ხშირად თან ერთვის მუცლის შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში და ფაღარათი.
განგაშით გამოწვეულ დარღვევებს შეუძლია ორგანიზმში ქრონიკული დაავადებებიც გამოიწვიოს. განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს თირკმელებზე, იწვევს ქრონიკული დაავადებების განვითარებას. მაგ., მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უარყოფითი ემოციები ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების განვითარებას. ისინი ამბობენ, რომ განგაში — ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადების ჩამოყალიბებისას. და მრისხანებაც კი, არ იწვევს ისეთ დატვირთვას გულზე, როგორსაც განგაში.

0
1522
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0