კინო როგორ ხდებიან და სუქდებიან ცნობილი ვარსკვლავები 2012, 7 ივნისი, 13:26 მსახიობებს ფილმის გადაღების დროს, ხშირად ესაჭიროებათ გარეგნობაში ცვლილებები. თუკი წონის მომატება მსახიობებისათვის ადვილია, წონაში დაკლება ბევრისთვის პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ ზოგიერთ მსახიობს უწევს მსხვერპლად შეეწიროს ხელოვნებას....და არა ერთხელ. კრისტიან ბეილმა, ფილმში" The Machinist", 28, 5 კილო დაიკლო და 1, 86 სმ. სიმაღლის მსახიობი იწონიდა 55 კგ.-ს. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი იჯდა მკაცრ დიეტაზე: დღის განმავლობაში იგი ჭამდა ერთ ვაშლს და ერთ იოგურტს.
ჯორჯ კლუნმა ფილმში "Syriana" მოუშვა წვერი და მოიმატა 14 კილოგრამი მეტ დეიმონმა, ომში დასახიჩრებული ნარკომანის როლისთვის, ფილმში "Courage under Fire", 20 კგ. დაიკლო, რის გამოც ჯანმრთელობა დაიზიანა მეტ დეიმონმა ფილმში "The Informant" მოიმატა 15 კილო. ტომ ჰენკსმა ფილმისთვის "Cast Away", გადაღებების პერიოდში დაიკლო 20 კილო და ფილმში მისი ეს თანდათანობით გახდომა ძალიან ბუნებრივად ჩანდა. ედვარდ ნორტონმა ფილმში "American History X" 14 კილო მოიმატა. ჰილარი სიონკი დღეში რამდენიმე სათს ატარებდა სპორტდარბაზებში, რათა ფილმისთვის"Million Dollar Baby", დაეკლო 7 კილოგრამი. რენე ზელვეგერმა, თავისი ყველაზე ცნობილი როლისთვის ფილმში "Bridget Jones’s Diary" მოიმატა 13 კილო. ბენისიო დელ ტორომ ფილმისთვის " Fear and Loathing in Las Vegas" 18 კილო მოიმატა. მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "The Pianist", ისედაც გამხდარ ედრიან ბროუდს 13 კილოს დაკლება დაჭირდა და მცირე დროში შეძლო შეესწავლა შოპენის ნაწარმოები. 990 8-ს მოსწონს
|