ქალი ქალთა წინადაცვეთა 2016, 10 ნოემბერი, 0:10 წინადაცვეთა გოგონებში გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას - კლიტორექტომიასა და მთელ რიგ შემთხვევებში, მცირე ბაგეების ამოკვეთასაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით არსებობს გოგონების წინადაცვეთის ოთხი ტიპი: I - კლიტორიდექტომია: იყოფა ორ ქვეტიპად IA ; IB II - ექსტირპაცია: იყოფა სამ ქვეტიპად IIA; IIB; IIC III - ინფიბულაცია (ფარაონული წინდაცვეთა) IV - აერთიანებს სხვა შემთხვევებს. განვიხილოთ თითოეული მათგანი: I - კლიტორიდექტომია: კლიტორის და/ან კლიტორის კაპიუშონის ამოკვეთა: IA - წინადაცვეთის იშვიათი ტიპია, რომლის დროსაც მხოლოდ კლიტორის კაპიუშონის ამოკვეთა ხდება. IB - სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა კლიტორის და კლიტორის კაპიუშონის. II - ექსტირპაცია: კლიტორისა და სასქესო ბაგეების ამოკვეთა IIA - მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა. IIB - მცირე სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა. IIC - მცირე, დიდი სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა. III - ინფიბულაცია (ფარაონული წინდაცვეთა) ხორციელდება მხოლოდამხოლოდ ან დიდი ან მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა. შემდეგ ხდება ჭრილობების მიჯრა (გაკერვის ან ფეხების შეკვრით), იკეტება კლიტორი, ურეტრის ხვრელი და საშოში შესასვლელი. რჩება პატარა ასანთის ღერის ოდენა ხვრელი. IV - სხვადასხვა მავნე პროცედურები, რომლის დროსაც ხდება გენიტალიების დასახიჩრება და ამოკვეთა არასამედიცინო გზით. ხორციელდება ანტისანიტარულ პირობებში, ჩხვლეტით, პირსინგით, ამოკვეთით, ამოფხეკით, ამოშანთვით... 2003 წელს კაიროში ჩატარდა კონფერენცია ქალთა წინადაცვეთის თემაზე. აფრიკის ქვეყნებისა და არაბული სამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ამ ბარბაროსული პრაქტიკის დაგმობის დეკლარაცია. მიუხედავად ამისა, 2008 წლის მონაცემებით, 140 მილიონამდე ქალს ჰქონდა წინადაცვეთა გაკეთებული. ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო აზიაში და აფრიკის ჩრდილოეთში (ფილიპინები, მალაიზია, პაკისტანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ეთიოპია, მალი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ომანი, ბაჰრეინი), ასევე დასავლეთ ნახევარსფეროში – ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში და პერუში. შემაშფოთებელი სტატისტიკა იყო სუდანში და სომალიში – წინადაცვეთილ გოგონათა რიცხვი აღწევდა 98%–ს! ამ ქვეყნეებში მიაჩნიათ, რომ კლიტორის მოკვეთის გარეშე გოგონა ჩამოყალიბდება მსუბუქი ყოფაქცევის ქალად. ისტორიულად ქალთა წინადაცვეთას რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა. დღესდღეობით კი უფრო ყოფით მორალური მნიშვნელობა აქვს და თვლიან, რომ ამ გზით გოგონა შეინარჩუნებს თავის ზნეობრიობას და ჩანასახშივე აღკვეთს იმგვარ სექსუალურ აქტივობას, რომელმაც მასში შეიძლება მასტურბირების მოთხოვნა გამოიწვიოს. ასევე, მათი აზრით, წინადაცვეთის შემდეგ ქალი გახდება თვინიერი და მორჩილი და არ უღალატებს ქმარს. წინადაცვეთას კოლოსალური ზიანი მოაქვს ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ფიზიკური პათოლოგიები: ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულებები, მშობიარის სიკვდილი და საშინელი ტკივილები მთელი სიცოცხლის მანძილზე... UNICEF - ის მონაცემებით 2016 წელს 200 მილიონი ქალი და ბავშვი იტანჯება მსოფლიოს 30 ქვეყანაში, აქედან 27 ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე მდებარეოს. დანარჩენი სამი ქვეყანაა: ინდონეზია, ერაყი (ქურთისტანი) და იემენი. 882 10-ს მოსწონს
|