პოეზია აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან 2014, 15 მაისი, 15:48 – ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. – ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. – არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. – არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! – არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. – ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. – ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! – ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. – განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. – გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. – გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. – დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. – დგომა მგზავრისა ცთომაა. – ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. – ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა. – ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების. – ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! – ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! – ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. – ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. – თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. – თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ – თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. – თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. – იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია! – კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია! – კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. – კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა! – კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა. – ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. – მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა. – მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. – მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! – მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. – მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! – მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. – მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. – მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. – მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. – ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! – ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. – ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. – რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია! – რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. – რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. – რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? – რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? – რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. – სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა, რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა! – სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა. – სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. – სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. – სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. – სხვა სხვისა ომსა ბრძენია. – უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. – უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. – ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. – ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს. – ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია. – ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. – ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა. – ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. – ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული. 24178 7-ს მოსწონს
|