ფოტოგრაფია პიკანტური ფოტოპროექტი, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - რა ხდება სოციალურ ქსელში ფოტოს განთავსებისას 2016, 9 ნოემბერი, 15:37
თანამედროვე საზოგადოებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კანონები დღეს უკვე საკუთარ წესებს გვთავაზობენ და ხშირ შემთხვევაში გვკარნახობენ ამა თუ იმ საქციელს. სოციალური ქსელების მნიშვნელობა დაუჯერებელი სისწრაფით იზრდება და ახლა ადამიანზე მეტად, სოციალურ ქსელში მისი ანგარიში ფასობს. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ თავიანთ პროფილზე ხელმომწერთა რიცხვი გაზარდონ. ბევრი მათგანი არაფერზე არ იხევს უკან და მზადაა კამერის წინ გაშიშვლდეს კიდეც, ოღონდ კი ფოტოს "ლაიქები" მოემატოს.... სწორედ თანამედროვე საზოგადოების ამ სენს ეძღვნება იტალიელი მხატვრის მარკო ონოფრის ფოტოების სერია, სახელწოდებით "ხელმომწერები". 14 ფოტოსგან შექმნილ ფოტოპროექტში ავტორი გვიყვება, როგორ გამოიყურება სინამდვილეში თანამედროვე მოდელების ამგვარი ეგზიბიციონიზმი და ხაზს უსვამს დღევანდელი სამყაროს ამგვარ მანკიერებას. ერთი შეხედვით ფოტოები არც თუ ისე ადვილი გასაშიფრია: მათში წარმოდგენილი სცენები ერთდროულად არეული და დამაინტრიგებელია და, ავტორის აზრით, ასახავს სცენარებს, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდება სოციალურ ქსელებში. "ხელმომწერები" ერთგვარი კომენტარია იმაზე, თუ როგორ აზიარებენ მომხმარებლები თავიანთ ინტიმურ ფოტოებსა და მომენტებს და ნაკლებად თუ წარმოუდგენიათ (ან იქნებ წარმოუდგენიათ კიდეც!) თუ ვინ შეიძლება ეს ყველაფერი ნახოს. თითოეული ფოტოს ცენტრშია შიშველი მოდელი, რომელზეც მიშტერებულია სრულიად სხვადასხვა ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანების ჯგუფი. პროექტზე მუშაობა ერთი წლი მიმდინარეობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ჩეზენაში. თითოეული ფოტოსათვის სესია გრძელდებოდა 2 საათი. მასში წარმოდგენილი ადამიანები შერჩეული იქნა ინტერნეტის საშუალებით. მათ სთხოვეს, რომ ფოტოსესიაზე მოსულიყვნენ სწორედ იმ ტანსაცმლით, რომელიც ეცვათ მაშინ, როცა ფეისბუქზე გაგზავნილ პროექტში მონაწილეობის თხოვნაზე უპასუხეს. ხოლო მოდელებს, რომლებიც ასევე სხვადასხვაა ყველა ფოტოზე, სესიაზე სთხოვეს იგივე პოზა დაეჭირათ, რაც თავიანთ ფეისბუქის გვერდზე ბოლოს განთავსებულ სურათზე ჰქონდათ. მოდით, უბრალოდ დავათვალიეროთ ფოტოები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვეუბნება ავტორი... (ცხადია, ორიგინალში პატარა გულების სახით ჩადგმულ ცენზურას ადგილი არა აქვს). იხილეთ ასევე: 1. 10 უხერხული შემთხვევა, რომელიც ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათ 2. როგორ იღებენ "Playboy"-სათვის ეროტიკულ ფოტოებს - რა ხდება ჟურნალის კულისებში 3. გოგოები სოციალურ ქსელში ფოტოებზე და რეალობაში - შოკისმომგვრელი განსხვავება და ახალი ინტერნეტ ტრენდი 4. როდესაც პოზირება სხვა რამეში ერევათ! 5. როგორ წარმოედგინათ დაორსულება სსრკ-ში: ამბავი, რომლის დაჯერებაც ძნელია 9309 13-ს მოსწონს
|