x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამ რეცეპტის წყალობით სამუდამოდ დაივიწყებთ ხველას და ხველის სიროფებს

ზამთრის მოახლოებასთან ერთად მატულობს სურდო და გრიპი, რომელსაც თან ახლავს ხველა, რომელიც იწვევს ყელის გაღიზიანებას. აფთიაქები კი სავსეა ხველის საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენც უმალ მივდივართ მათ შესაძენათ, თუმცა ეფექტურია თუ არა ისინი და მალე გავთავისუფლდებით თუ არა ამ ვერაგი გრიპისგან და ხველისგან, მხოლოდ დროის საკითხია.


image


სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ მარტივი და მეტად ეფექტური ხველის საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც არ ახლავს უკუჩვენებები და რეკომენდებულია მოზარდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.


საჭირო ინგრედიენტები:


2 ჩ.კ. გამოწურული ლიმნის წვენი.
1 ჩ.კ. თაფლი.
0, 5 ჭიქა წყალი
1 ჩ.კ. შაქარი.
0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი იმბირი (ჯინჯერი).
0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი ნიორი


მომზადების წესი:

ყველა მოცემული ინგრედიენტი წყლის გარდა მოათავსეთ ბლენდერში და ადღვიბეთ. სქელი მასის მიღების შემდეგ შეურიეთ მოცემული წყალი, მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დადგით ქურაზე. წამოადუღეთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. როდესაც გაცივდება, დაყავით აბის ფორმებათ და მიიღეთ დღეში 2-3 -ჯერ გაციებისა და ხველის წინააღმდეგ, შედეგი გაგაოცებთ.


შენიშვნა: ეს საშუალება ნამდვილად ეფექტურია გრიპისა და ხველის წინააღმდეგ, რადგან მასში შემავალი იმბირი (ჯინჯერი) აძლიერებს იმუნურ სისტემას; თაფლი- კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა; ნიორი ანტიბაქტერიული ეფექტით გამოირჩევა; ლიმონი C ვიტამინითაა მდიდარი და გაციებას შველის.



P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას.



2
5225
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5225
  
2016, 8 ნოემბერი, 17:53
ეგ რა თქმა უნდა, არც გაცხელება არ შეიძლება თაფლის და არც მაცივარში შენახვა, ორივე შემთხვევაში კარგავს ეფექტს, თუმცა არა ისე რომ უსარგებლო გახდეს. ეს ხველის საწინააღმდეგო, ხალხური და გამოცდილი მეთოდია.
2016, 8 ნოემბერი, 16:23
მოგახსენებთ, რომ თაფლი 40 გრადუსზე კარგავს ღირებულებებს. მისი ადუღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
0 1 2